თავი 1

338 10 6
                                    

14 აგვისტოს, დილით ხმაური მაღვიძებს. მივხვდი, რომ სტუმრები გვყავდა. ვეცადე ძილი
გამეგრძელებინა, მაგრამ ასეთ ხმაურში ძილი უბრალოდ შეუძლებელია. მომიწია ავმდგარიყავი, ჩამეცვა და სტუმრებს შევხვედროდი. ჩემი საძინებლიდან სასტუმრო ოთახამდე დიდი დერეფანია. დერეფანში კი ოთახებია ჩამწკრივებული. ოთახების უმეტესობა ცარიელია. მოკლედ რომ გითხრათ მდიდრების ჩვევაა. თითქმის ერთ წუთიანი გზის შემდეგ, როგორც იქნა სასტუმრო ოთახამდე მივაღწიე. სტუმრად მამას ბიზნეს პარტნიორი იყო, რომელსაც გვერდით მამაკაცი ეჯდა. დედაჩემმა დამინახა თუ არა მაშინვე გამაცნო ის უცხო მამაკაცი. როგორც აღმოჩნდა ამ ბიზნეს პარტნიორის შვილია. როდესაც დედა მაცნობდა თან ისიც მიაყოლა 21ისაო. გამიკვირდა და ოდნავ შემრცხვაც კიდე. რაში მაინტერესებდა მისი ასაკი ასე უეცრად, რომ მითხრა? რამდენიმე წუთია რაც უაზროდ ლაყბობენ. თვალი ხშირად მეპარება იმ მამაკაცისკენ, კარგი აღნაგობისაა, სახეზეც მიმზიდველია, ამ ყველაფერთან ერთად შარმიც აქვს და იდეალური სტილიც. დაჟინებით დავუწყე ყურება ისე, რომ მე თვითონაც ვერ გავაანალიზე. ამ დროს გვერდული ღიმილით შემომხედა. შევცბი, გავშეშდი, გავიყინე, რაღაც ცხელმა მუცელში ჩამიარა, თავში კი ლოდი დამეცა. გავწითლდი აშკარად, ალბათ შევაწუხე. უეცრად წამოვდექი და წასვლა დავაპირე, როდესაც დედაჩემმა გამაჩერა. მითხრა, შენთვის მნიშვნელოვან საკითხზე გვსურს დალაპარაკებაო. სხვა რა გზა მქონდა? რათქმაუნდა დავრჩი. ისევ იქ დავჯექი საიდანაც ავდექი.

-მე და მამაშენმა ბევრი ვიფიქრეთ, რათქმაუნდა ბატონმა მატეომაც და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ლუკასზე დაგაქორწინოთ-გახარებულმა, მაგრამ შეშინებული სახით თქვა. იცოდა ჩემი პასუხი.

ვქვავდები, ყურები მეგუბება. არ ვიცი რა გავაკეთო, ლუკასისკენ ვიხედები. თვალს მარიდებს, უემოციო სახე აქვს ან მე არ შემიძლია ემოციებს წაკითხვა ამ წამს. მეც ვარიდებ თვალს. ყველაფერს ვიაზრებ. ვცდილობ მაინც. რაღაც ხმა მესმის... ვისი ხმაა? კაცის ხმაა. ვასკვნი, ბატონი მატეოა. მისკენ ვიხედები, ვცდილობ გავიგო რას ამბობს. მესმის.

გარიგება, ვნება თუ სიყვარული?Where stories live. Discover now