თავი 3

136 3 8
                                    

ჰანა უეცრად გაურკვევლობამ მოიცვა. ვინ იყო ლუკასი ასე, რომ ესაუბრებოდა. რატომ საუბრობდა ისე თითქოს დიდი ხანია რაც იცნობს? როგორ შეიძლება ადამიანზე ამდენი რამ იცოდე, როდესაც არასდროს შეხვედრილხარ? როგორ შეუძლია ლუკას ასე დაწვრილებით და ზუსტად უთხრას ჰანას თუ რა უნდა მას ცხოვრებაში? და თან ისე რომ ერთი რამეც არ შეშლია? ბავშობიდან ოცნებობ? რა იცის ლუკასმა ჰანა რაზე ოცნებობს?! ის რომ ლუკასი ასე ესაუბრება ჰანას აგიჟებს... ყველაზე მეტად კი ის აგიჟებს, რომ ლუკასი არ ცდება...
-ერთი წუთით...
-რა მოხდა?
-შენ... ვინ ხარ?!
ლუკასი ოდნავ გაკვირვებული უყურებს, ვერ ხვდება ეს რატომ იკითხა
-ლუკასი... შენი მომავალი ქმარი-გვერდულად იღიმის
ჰანა მის ნათქვამზე მწარდება და შეტევაზე გადადის
-ეგ არ მიგულისხმია ნაბიჭვარო!
-აი ისევ! რა სიტყვებია პატარავ-იმ ფაქტს ვერ დავმალავთ, თუ როგორ სიამოვნებს ამ წამს ლუკას ჰანა როგორც ღიზიანდება
-შენი...! ის ვიგულისხმე თუ საიდან იცი ამდენი რამ ჩემზე?!
ლუკასი მის კითხვაზე შეშდება თუმცა ამას არ იმჩნევს. გონს მალევე მოდის და ეუბნება
-დედაშენმა მომიყვა შენზე რაღაცაები
ჰანას ამის მოსმენაზე ეცინება და გაბრაზებული მაგიდიდან დგება. ლუკასი არ ცდილობს მის შეჩერებას მიმტანს ანგარიშს სთხოვს.

-ჯანდაბა!-გამწარებული ვყირივარ, მაგრამ
აზრი? რას შეცვლის ეს?! როგორ შეუძლია დედამ შვილი ასე გაიმეტოს? ეს ყველაფერი არ იკმარა და ჩემს ოცნებებზე მოუყვა. უკნიდან ლუკასის ხმა მესმის
-ჩაჯექი, გავაგრძელოთ გზა
ისე მშვიდად ამბობს. თუმცა მას რა ენაღვლება! ეს მე მენგრევა თავზე ყველაფერი და არა მას
-კიდევ რა მოგიყვა დედაჩემმა ჩემზე?
-მეტი არაფერი უთქვამს
ვიცინი. ამას მართლა ჰგონია, რომ დავუჯერებ
-და გგონია დაგიჯერებ?
-არ მგონია
ისეთი მშვიდია! გვერდულად იღიმის, მანქანაში ჯდება და მანიშნებს, რომ მეც მანქანაში ჩავჯდე. ვოხრავ და მეც მანქანაში ვჯდები. არ მინდა მისი ხმა გავიგო ამიტომ ღვედს ვიკრავ და ფანჯარაში ვიხედები. მთელი გზა ჩუმად ვართ, მაგრამ ვგრძნობ გზა და გზა, როგორ აპარებს თვალს ჩემსკენ.
საბოლოოდ მივედით იქ სადაც ყოფნა ნამდვილად არ მსურს.
მანქანიდან გადმოვდივარ და ლუკასიც უკან მომყვება. კარებთან ვჩერდები და ერთადერთი რაც ახლა მსურს ის არის, რომ გავქრე. წელზე ხელის შეხებას ვგრძნობ და ვხვდები, რომ ლუკასია. საჩხუბრად ვემზადები და მისკენ ვიხედები, თუმცა ლუკასი ისეთი სახით მიყურებს თითქოს ჩემი ესმის. აღარაფერს ვეუბნები და მასთან ერთად შევდივარ.
მთელი სანათესაო გამოწყობილა და ისეთი ბედნიერები არიან.... ამდენ ადამიანში ნუთუ ერთს მაინც არ ესმის ჩემი? ვუყურებ მათ სახეებს, როგორი ბედნიერები არიან, მიღიმიან ისე თითქოს მეც მიხაროდეს.
-ეცადე, ნახევარი საათი როგორმე მათთან კონფლიქტში არ შეხვიდე, შემდეგ კი წაგიყვან.
ყურთან ჩამჩურჩულებს ლუკასი, მის ლაპარაკთან კი მისი ცხელი ჰაერიც მხვდება ყურთან რაც მბაძავს. თავს ვუქნებ და რბოში მივაბიჯებ..... მივაბიჯებთ. არა, არ ვიჩხუბებ. მეეჭვება დღეს მაგის ძალა შემრჩენოდა. ყველა მხრიდან მილოცავენ, მეუბნებიან თუ როგორი კარგი არჩევანია ლუკასი.... არვიცი რამდენი წუთი ვდგავარ გაშეშებული, მაგრამ როდესაც გონს მოვდივარ ლუკასი ისევ ჩემს გვერდით არის, ისევ ჩემს წელზე აქვს ხელი შემოხვეული და ისეთი სახით მიყურებს როგორიც ამ წამს ჩემი გრძნობებია.
-წავიდეთ...-ჩუმად ვამბობ, ისე რომ თითქმის არავინ გაიგებს, მაგრამ მას ესმის.
ხელს უფრო მჭიდროდ მხვევს და გასასვლელისკენ სრულიად უხმოდ მივდივართ. არავის არაფერს ვეუბნებით, მანქანაში ვჯდებით და მივდივართ. წვიმს, ძალიან წვიმს. ფანჯარას თავს ვადებ და ვიძინებ.



მეგობრებო, ეს ფიკი თავიდან ბოლომდე გასასწორებელია, იმდენი გრამატიკული შეცდომა მაქვს. anyway დიდი ხანი გალოდინეთ იმედია მოგეწონებათ, მაგრამ მთავარი ეს თავები არ არის. მთავარი ის ერთი თვეა რომელიც მალე დაიწყება🙏🏻 დასასრული უკვე დაწერილი მაქვს, თავების მონახაზიც შედგენილი მაქვს უბრალოდ არც დრო მაქვს და არც თავი დასაწერად. ამჟამად ორ ფიკზე ვმუშაობ ეს კი მესამეა🙏🏻 ერთ-ერთი სამოთხის მეორე ნაწილია, მეორე კი ჯერ არ გამომიქვეყნებია, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი წიგნია🙏🏻 ამიტომ უფრო მეტ დროს იმ წიგნს ვუთმობ🙏🏻 ვერ გეტყვით შემდეგ, თავს როდის დავდებ, მაგრამ ამ წლის ბოლომდე ნამდვილად იქნება😂 anyway, hope you guys like it and pls made some comments about book, cause i need to know your opinion🙏🏻❤️thanks

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 30 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

გარიგება, ვნება თუ სიყვარული?Where stories live. Discover now