თავი 10

930 59 9
                                    

- სახლში შეეთრიე ! - სახით წამებში ეკრობა გოგო კედელს - იქ რა გააკეთე , ვის რა უთხარი

- გეფიცები ვაიგნორებდი ! - ტირილი აუტყდა გოგოს .

- სად არის შენი და - ყურთან გამოცრით დაუჩურჩულა კიმმა . თეთრ კედელზე რომ სისხლის წვეთი ჩამოსრიალდა , ძალა შეამცირა , გოგონამაც ცხვირზე ხელი აიფარა

- მასთან რა გინდა.. არაფერი დაუშავო ! - თავს უკან , კიმის ხელს წაავლო ხელები , რომ მისი ზეწოლა შეემსუბუქებინა გატეხილ ცხვირზე .

- ამოღერღე შენი შეცდომის გამო შენს დას მიაგნებენ და ჩემგან განსხვავებით ისინი ბავშვებსაც კლავენ

- ბა..ბანაკშია.. ბანაკი *** . მას ხომ გადაარჩენ - ტიროდა . გატეხილი ცხვირი ვის ახსოვდა . კიმი დაცვის უფროსს ეძახის , უჩინარდება კარში , გოგო კი კედელთან ცურდება , კედელზე ტოვებს სისხლის კვალს და ტირის . უგონოდ დგება ფეხზე და პირველივე შემხვედრ კარს აღებს , მოსამსახურის ოთახში შედის და საწოლზე ეცემა .

______________________________________

- ბატონო კიმ ..

- შემოდი - კიმის ოფისში დაცვის უფროსი შემოდის , მაღალი ,დაკუნთული ,მხარბეჭიანი მამაკაცი , სკამზე ჯდება და მაგიდასთან ახლოს აჩოჩებს .

- ბავშვი ვიპოვეთ , ბიჭები თქვენს ბრძანებას ელოდებიან - კიმი შუბლს ისრესს , საბუთებს გვერძე უხეშად ახეთქებს და ფანჯრისკენ ტრიალდება - ის მანქანაშია , სად წავიყვანოთ

- სახლში - უკანმოუხედავად პასუხობს კიმი , შემდეგ კი კარადიდან დასალევს იღებს - შემდეგ კი მის დას უთხარით რომ სალაპარაკო მაქვს , როდესაც არ უნდა დავბრუნდე , გაღვიძებული დამხვდეს

- დიახ სერ

______________________________________

- თქვენ ვინ ხართ

- გაუღვიძია - ჩაილაპარაკა საჭესთან მჯდომმა შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა , გოგო კი მანქანის კარებს მივარდა და გააღო , მაგრამ წინ მამაკაცის მდიდრული ფეხსაცმელი ხვდება . თავი რომ მაღლა აწია კი მის წინ კიმი იდგა , თავისი მამაკაცური და ცივი აურით .

- მანქანაში დაბრუნდი - ნაბიჯით მიუახლოვდა მას და ყალბად გაუღიმა

- ვინ ჯანდაბა ხარ - გოგო წელში სწორდება , მუცელს წინ წევს და ამაყად იყურება , მიუხედავად იმისა რომ კიმს სულ სადღაც მკერდამდე წვდება

- შენი და თავად გეტყვის

- ჩემი დის ვინ ხართ - თავს გვერძე ხრის გაურკვევლობაში მყოფი გოგო , რომელიც მზადაა მუცელში ჩაარტყას უფროსს და ადგილიდან მოწყდეს

- ის თავად გეტყვის , მაგრამ რადგან ჯიუტობ დაგალაპარაკებთ მას - გოგო ხელებს აჯვარედინებს და გამომცდელად , ეჭვის თვალით უყურებს უფროსს , რომელიც ტელეფონში ნომერს კრეფს

- ეს ჩემი დის ნომერი არ არის - წარბს წევს და ცივი თავხედური მზერით თვალი თვალში გაუყარა უფროსს .

- ახლა უკვე არის - კიმს მალევე პასუხობენ მეორე ხაზიდან და ტელეფონს მალევე აწვდიან ოლივიას , რომელიც ახალგაღვიძებული დაბოხებული ხმით იყო წამომჯდარი საწოლზე . ცხვირგაწითლებული , ოდნავ სისხლის წვეთები შემხმარი და გაბრუებული თავით , ტელეფონს ართმევს მსახურს და ყურზე იდებს - შენს დას უთხარი რომ უსაფრთხოდაა და გამომყვეს - გაღიზიანებული ტონით ეუბნება კიმი , როდესაც თავადაც უსწორებს თვალებს სარას ცივი მზერას და სანაცვლოდ წარბებს უქაჩავს . სპიკერზე რთავს და ოლივიას სუსტი ხმაც ესმის გოგოს

- ოლივია , ამ ვიღაცას იცნობ ? რატომ გაქვს ცუდი ხმა.. - კიმს ხელიდან ტელეფონს გლეჯს და ყურზე იდებს რომ უკეთ გაიგოს , კიმი კი მოუთმენლად აჯვარედინებს ხელებს და გაღიზიანებული , ლოყას აწვალებს ენით .

- უბრალოდ გამოყევი და მნახავ - მეორე ხაზიდან სწრაფად თიშავენ , სარა ტელეფონს უხეშად აჩეჩებს და კიმი უხეშადვე ართმევს , გამარჯვებულ და გაიღიზიანებულ სახეს აყოლებს და უკანა სავარძელზე გოგოს გვერდით ჯდება .

აუქციონიWhere stories live. Discover now