დიდხანს იფიქრა ომეგამ თუ როგორ ესაუბრა ალფასთან, თუ როგორ გაერკვია რამოხდა მათ შორის ,მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ თავი ასტკივდა ,ჯონქუქი ტელეფონსა კი არ პასუხობდა მხოლოდ ის ფაქტი ამშვიდებდა რომ ნამჯუნთან ერთად ეგულებოდა,იმწამსვე გასცრა სხეულში ,როცა ნამჯუნმა ოთახში შეაბიჯა
-ჯუნ ქუქი სადარის
-მოიცა სახლში არარის? სამსახურიდან კარგახანია წამოვიდა მეგონა აქ იქნებოდა შენთან
-ჯუნ ხომ გთხოვე უყურადღებოდ არ დატოვო მეთქი-ჯინმა თვალები დაუყლიპა მეწყვილეს,ალფამ თავი დახარა მიხვდა დანაშაულს
-შეეშვი ჯინ ის არარის ვალდებული უკან სდრიოს-ომეგას ხმაში სევდა იგრძნობოდა
-დამშვიდდი გთხოვ თე, დარწმუნებული ვარ მალე დაბრუნდება-გულწრფელად გაამხნევა უფროსმა ,ომეგამ თავი დაუკრა და თავის ოთახში ავიდა, გული ცუდს უგრძნობდა მაგრამ კარგი არც არაფერი მომხდარა ,რომ უარესის მოლოდინი ჰქონოდა, ფიქრობდა მეტი რაუნდა მოხდეს რაც გამოვიარეთო, მაინც განიცდიდა ეს ჭირვეული ალფა არსად რომ არ ჩანდა, ვაიდა რამე შეემთხვა მაგრამ არა ის უხუცესია რაუნდა შეემთხვას ,ფიქრებში აბნეული დაეხეტებოდა ოთახში ,მხოლოდ მაშინ გაიაზრა ეს როცა სარკეში მილიარდჯერ მოჰკრა საკუთარ ანარეკლს თვალი, აფორიაქებული ჩამოჯდა საწოლზე, დარდობდა ეშინოდა და განიცდიდა,მობილურს დაწვდა შეტყობინებებს შეტყობინებებზე აგზავნიდა,ბოდიშიც კი მოუხადა დილინდელისთვის, ოღონდ ის გამოჩნდეს და მეტი არაფერი სურს, ბოლთის ცემასა და ფორიაქში 3საათი გავიდა, სული უწუხდა, გული ეწვოდა ,შიშისგან სხეული გაეყინა, ცახცახმა აიტანა თბილ ხალათში გახვევამაც არ უშველა, ისევ დასწვდა მობილურს და ვინიცის მერამდენედ დაურეკა, მაგრამ წამებში შეახმა ხელთ არსებული საგანი როცა ოთახში გალეშილი ალფა შემობობღდა, გაუხარდა სხეული დაუბრუბდა როცა უვნებელს ხედავდა, მაშინვე მივვარდა და მხრებში ამოუდგა, საწოლზე მიაწვინა ,ნახევრად რადგან უმეტესად საწოლის თავს მიაყრდნო ზურგით,
-რამდენი დაგილევია ქუქ ,მე კი მოვკვდი ნერვიულობით -თავი გადაიქნია ომეგამ ,თავბრუ დაეხვა სასმლის სუნი ხელით აირიდა რაწამს ამწვარ ნესტოებში უცნაური სურნელი შეიგრძნო, გაოცებულმა მიყვა ადრესატს და იმ წამს ნეტავ მიწა გასკდომოდა ალფას სხვა ომეგას სურნელი ასდიოდა ,ის კი ისეთი მკვეთრი იყო ალფას სურნელსაც კი გამისჯვნოდა, სხეული დაეკრუნჩხა ,ენა ჩაუვვარდა
-რა ...რა ..გააკ.ეთე-სიტყვები სადღაციდან ამოაძვრინა და მთელი სული მიაყოლა თან, ალფამ ნახევრად შეაღო თვალები მისი სიტყვები კი მხოლოდ ეს იყო
-გეგონა შენ დაგელოდებოდი?-ომეგა მ იგრძნო წვა ღაწვებზე ,იგრძნო როგორ მოაპობდა მხურვალე ცრემლი ლოყებს, ძალა გამოცლილი ბარბაცით მოშორდა საწოლს და უეცრად დაბნელდა,ელვის დავლა იგრძნო მხოლოდ მეტი არაფერი
-------------------------------------------------------‐--
პირი მშრალი აქვს ლამის უდაბნო ჰქონდეს ხახაში ,ხელის ცეცებით ეძებს წყლის ბოთლს მაგრამ ვერ პოულობს ,ერთი შეგინებით ჭყეტს თვალებს და სიმწრით დგება ფეხზე, ისაა ნაბიჯი უნდ აგადადგას როცა ოთახში უცნაურ სილუეტს კრავს თვალს, ნელნელა იწმინდება მხედველობა გარჩევით ხედავს იატაკზე მისვენებულ ომეგას გონებაში კი კადრებად გაურბის მომხდარი, დაფეთებული მივვარდა, სხეულს ჰაერში იტაცებს და ღრიალით გარბის ოთახიდან
-ნამჯუნ მანქანა ჩქარა-ხმაზე წყვილი შეშლილებივით ვვარდებიან ოთახებიდან ,ალფა უსიტყვოდ მისდევს უკან უხუცეს ,ომეგა ოთახისკენ გარბის რაიმე ნივთების მოსაგროვებლად, შესასვლელში მიყინულს კი მხოლოდ ერთ რამეზე უშეშდება თვალი, სისხლით მოთხვრილ იატაკზე, ცრემლები თავისით მოთხრიალებს ,უკვე აღარაფერი ახსოვს უკან მოუხედავად გარბის დაძრული მანქანისკენ, იმის კითხვასაც ვერავინ ბედავს რამოხდა, მაგრამ ეს თავად წყვილმაც არიცის .
------------‐--‐--------------------------------------
აქოშინებული იღვიძებს ჯადოქარი, ოფლში მცურავი შეშინებული დააცეცებს თვალებს
-რამოხდა ჩიმ -მკლავზე ჩააფრინდა ვამპირი
-არ ვიცი იუნ უცნაურად ვგრძნობ თავს ,
-დამშვიდდი გთხოვ ყველაფერი კარგადაა ,ინერვიულე და ეს ისევ ჩაგრჩა გულში არა
-არა იუნ ეს რაღაც სხვაა, გთხოვ სახლში დარეკე
-კარგი ახლავე დამელოდე-ვამპირმა მობილური აიღო კომოდიდან და სასურველ ნომერზე დარეკა, ზარი გადიოდ ამაგრამ არავისგან ისმოდ აპასუხი
-ხედავ იუნ რაღაც ხდება -ცქმუტავდა ჯადოქარი
-დამშვიდდი გთხოვ ცოტახანში კიდევ დავრეკავ-ბიჭს ამშვიდებდა მაგრამ თავის შფოთვას ვერაფერს უხერხებდა
------‐------------‐-------
რეანიმაციული განყოფილების კედელს ზურგით აკრული ალფა არადა არ შორდება
-ქუქ გთხოვ დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება -ომეგა აცრემლებული თვალებით ცდილობს მეგობრის დამშვიდებას დაფეთებული ჰობი ჩანთით გამორბის ლიფტიდან,
-აი ჯინ რაც მთხოვე ყველაფერი წამოვიღე,,ჯინ იქ.
-ვიცი-შეაწყვეტინა ბიჭს და გვერდით გაიყვანა
-ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა ექიმი არაფერს ამბობს ,-ომეგას ხმა უკანკალებდა
-უბრალოდ არვიცი რავთქვა -ხელები შემოიწყო თავზე და წამოწოლილი კურცხალი გადაყლაპა ჰობიმ კარები იღება ალფა ვერც იაზრებს ისე ვვარდება ექიმს
-მითხარით რომ კარგადაა ,გთხოვთ მითხარით-თვალებს ვერც გაიგებთ რა ფერიაქვს ,მასში მხოლოდ სასოწარკვეთა ისახება
-მისმინეთ ბატონო ჯეონ, გვესმის ძალიან რთულია მაგრამ ,სიტყაციიდან გამომდინარე არჩევნის გაკეთება გიწევთ შვილსა და მეუღლეს შორის -ფას არასდროს უფიქრია მსგავს ტკივილზე ახლა კი ფეხებ მოკვეთილი ეხეთქება ცივ იატაკს ენა კი საუკუნოდ უვარდება---------
ბოდიშით დაზაფრული თავისთვის😥😥
ESTÁS LEYENDO
მხოლოდ შენ 2 ნაწილი(დასრულებული)
De Todoმხოლოდ შენს მეორე ნაწილი ტრიბრიდი თეჰიონისა და უხუცესი ალფის ჯონქუქის სიყვარულის ისტორიის გაგრძელება ,თავის მეგობრებთან ერთად