აყროლებულ ოთახში აშკარად შენიშნავთ სიძველისგან გაცრეცილ საწოლს და ლეიბს, ლეიბზე კი ცხოვრებისგან გაცრეცილ ადამიანს შენიშნავთ. ძნელია უყურო და შენში რაიმე გრძნობამ არ გამოიჩინოს თავი.საწოლზე მხრით წევს, მუხლები გულმკერდთან აქვს მიხუტებული, მთლიანად კანკალებს იქნებ სითბოს შენარჩუნება უნდა, სიცივე ხომ ასე ძალიან გლეჯს მის სხეულს, ვინიცის.
ცივი ბნელი კედლები ბევრი რამის მომსწრენი არიან, მათაც ჩამოსტირით სახე ისინი ხომ ყველაზე სევდიანად გამოიყურებიან მაგრამ კიმ თეჰიონზე მეტად?თეჰიონი..
ერთ დროს ყველაზე ლაღი პეპელა იყო სანამ ამ დაწყევლილ ადგილას მოვიდოდა სადაც ვირთხების სამუდამო საბუდარია. ტანსაცმელი ნახევრად გაგლეჯილი იყო როგორც ყოველთვის ტანი მზისგან დამალული შეუდარებელი მაგრამ სევდიანი და დასისხლიანებული იყო.ფიქრობდა რა დააშავა ასეთი, რომ ეს დაიმსახურა. მას ხომ არ უნდოდა ეს ყველაფერი, მაშ ვისი ბრალია? იქნებ სულაც მისი ბრალია, მაგრამ როგორ გამოისყიდოს ეს?
ფიქრს დრო გაჰყავს თითქოს სიცივე გაქრა, მაგრამ ის არ გამქრალა უბრალოდ მას ვეღარ ამჩნევს. ცოტახანში შელახული 'კარი' იღება დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელია, მართალია თეჰიონს მისკენ არ შეუხედავს მაგრამ ამას ხვდება გულის რევის შეგრძნება აწვება როცა ხვდება რისთვის მოვიდა.
თეჰიონი წამოდგა, თითქოს შეგუებოდა მის ბედს და მორჩილად მიდიოდა სასაკლაოზე სიკვდილისთვის განწირული ბატკანივით.თანამშრომელი მაღალია წვერიანი და ალბათ ღიპიანი თეჰიონს წარმოდგენა ამას შეეჩვია. თეჰიონისკენ იწევა, სიგარეტის სურნელი აქვს პირიდან კი აყროლებული სუნი ამოსდის. თეჰიონის ნიკაპს იქცევს თითებს შორის, მეორე ხელით თმაზე ეფერება, თეჰიონს კიდევ ერთხელ უნდა, რომ პირდაპირ ზედ არწყიოს ისედაც უკვე ნეხვის გროვას.
-დღესაც მშვენივრად გამოიყურები მაგრამ მოგვიანებით გადავდოთ ციცქნა._ მყრალ პირს აღებს და თავის მოუვლელ ყვითელ კბილებს სიდიადით აჩენს._ ორი ამბავი მაქვს, ერთი ის, რომ ბოსი გარდაიცვალა._ ვითომდა მწუხარედ თქვა._ მეორე ის, რომ ახალი ბოსი გვყავს და ყველა დიდ დარბაზში უნდა შევიკრიბოთ სიტყვით გამოდის._ თეჰიონს არაფრის თქმა არ აცალა ისე ჩაავლო ხელი და წაიყვანა, მაგრამ თეჰიონს ხომ არაფრის თქმა უნდოდა.
YOU ARE READING
თავშესაფარი.(რედაქტირების პროცესში)
Horror"სულით როგორი ბინძური ხარ მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ანგელოზი კიმ.." [23.09.2022]. [....].