ომი გამოსავალი არარის.. დღითიდღე რწმუნდებიან ის ხალხი ვისაც ომი ნანახი აქვს. მათ გონებაში სამუდამოდ დაიდებენ ბინას ის კადრები.. კადრები რომელიც ისტორიას მოგვითხრობენ, ისტორიას რომელიც სისხლის მდინარეებისგან შედგება. მართალია ომი გამოსავალი არარის.
ათასობით ადამიანი უსახლკარო დარჩა, მათ დაკარგეს სახლი, ოჯახი, ახლობლები ან თუნდაც პატარა ლეკვი. მათშორის თეჰიონი აღმოჩნდა, არავინ იცის როგორ გადარჩა მას უბრალოდ ესმოდა მამას განწირული ყვირილი შემდეგ კი თითქოს ყველაფერი გაუფერულდა, ახსოვს როგორ გადალახა დიდი ტყე ფეხშიშველამ, ახსოვს როგორ სცემენ ერთი ნაჭერი პურის ნატეხისთვის, შემდეგ კი ამ დაწყევლილ თავშესაფარში მოხვდა. მაგრამ გადარჩენის გამო მადლობას ვერ გადაუხდის რადგან სულ არ სდომებია სიცოცხლე. ახალი დირექტორის მოსვლამ თითქოს ოდნავ მაინც შეცვალა გარემო.
დილით თეჰიონი კარის ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა არცისე ღრმა ძილიდა, სწრაფად წამოდგა და კარი მაშინვე გაიღო.
-ნივთები აიღე მიდიხარ._ მხოლოდ სამი სიტყვა გაიგო და მაშინვე შფოთვა დაეტყო სახეზე, შფოთვა იმის, რომ ეს ახალი სამყარო უფრო ბინძურს გახდიდა თითქოს ჭაობში უფრო ჩაითრევდა. გუშინ რაც დირექტორის კაბინეტიდან გამოვიდა ღამე თეთრად გაათია იმაზე ფიქრით თუ რა მოუვიდოდა იქ.
ბევრჯერ გაუგონია თავშესაფრიდან 17 წლის ბიჭები მიჰყავთ ყიდიან და მაფიის კლუბებში ანაწილებენ, თუ გაგიმართლა მიმტანად ან დამლაგებლად გაგამწესებენ თუარადა ბებრების გემრიელი ლუკმა გახდები რომლებიც ძალიან ბევრს აფასებენ ახალგაზრდა ბიჭებზე.თეჰიონს ბევრი არაფერი აუღია რადგან თითქმის არც არაფერი ჰქონდა, რამოდენიმე წყვილი ტანსაცმელისა და ყელსაბამიც რომელიც არც იცოდა საიდან ან როგორ აღმოჩნდა მასთან. გარეთ გასვლისას უსიტყვოდ რაღაც მანქანებზე გადაანაწილეს და წავიდნენ. თეჰიონს მაინც გახარებულს ხდიდა ის ფაქტი, რომ იქ კარგად ყოფნის შანსი უფრო ჰქონდა ვიდრე თავშესაფარში. იქნებ ბედმა გაუღიმოს და მიმტანად გაამწესონ ვინიცის. თავის უიღბლობაზე არასდროს წუწუნებდა, არასდროს ჩაფიქრებულა მის ასეთ ცხოვრებაზე. უბრალოდ როდესაც ეს გონებაში გაუელვებდა ღრმად ამოიხვნეშდა, უკვე ცრემლებიც გამოელია, უკვე ცრემლებითაც ვეღარ გამოხატავდა მის ემოციებს.
YOU ARE READING
თავშესაფარი.(რედაქტირების პროცესში)
Horror"სულით როგორი ბინძური ხარ მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ანგელოზი კიმ.." [23.09.2022]. [....].