part 01

130 12 2
                                    

   ღამის 12 საათი იქნებოდა,  როდესაც  საშუალოდ მაღალი, შავებში გამოწყობილი და პირბადე აფარებულ ტიპი  ბნელ ქუჩებს მიუყვებოდა. ხელზე ხელთათმანები ეკეთა და თან  პატარა  დანა ეჭირა, ის თავისი მსხვერპლის საძებნელად იყო გამოსული, რომ იქვე აეკუწა სადაც შეხვდებოდა. ახლახანს მამა ეჩხუბა, რადგან მან დავალება კარგად არ შეასრულა. ვინაიდან, რადგანაც მამაზე ხელს ვერ აწევდა ყოველთვის ეძებდა მსხვერპლს რომ მთელი ბრაზი მასზე დაენთხია. ხშირად უმართლებდა და განსაკუთრებული სისასტიკით კლავდა ადამიანებს. პოლიცია კი მას ვერ იჭერდა, ისე სუფთად აკეთებდა საქმეს.  ეს არავინ იცოდა მთელ ქალაქში ჭორი იყო გავრცელებული, რომ ღამით ,,მოჩვენება''  დადიოდა და ხალხს კლავდა. ამიტომ ყველა ცდილობდა, რომ საღამოთი გარეთ არ გამოსულიყო.  პოლიცია ყოველთვის პატრულირებდა. მაგრამ რატომღაც ვერ ამჩნევდნენ ღამით მოსიარულე ადამიანს. ისე ოსტატურად ინიღბებოდა. ერთ ქუჩას გაუყვა იმის იმედით რომ ვინმეს ნახავდა, მაგრამ არ გაუმართლა. შემდეგ მეორეს, მესამეს მაგრამ გარეთ არავინ ჩანდა.  ალბათ სადღაც მეცხრე ქუჩა გაიარა და აგერ გამოჩნდა უსახლკარო მაწანწალა.  გარემო დაზვერა და წამის მეასედში ბნელ კუთხეში შეათრია.

- ვინ ხა...  . სანამ დაამთავრებდა წინადადებას მანამდე მუცელში გაუყარა დანა. საწყალი მაშინვე ჩაიკეცა. მან გულაღმა დააგდო და დანით მთელი გულმკერდი დაუჩხვლიტა. გამეტებით ურტყავდა და თითქოს შვებას გრძნობდა, ყოველი დარტყმის დროს სხეულიდან სიბრაზე გამოდიოდა. იცლებოდა და თავისუფლდებოდა.
რომ დაამთავრა დანა გვამს შეაწმინდა და იქაურობა დატოვა.

   მეორე დღეს ქალის კივილმა გააყრუა ქალაქი. თავის სადარბაზოში გამოვიდა და ეს საშინელი სურათი დახვდა წინ.  ნახევარ საათში გაჩნდნენ პოლიცია. ექსპერტ- კრიმინალისტები. ფედერალული ბიუროს მთელი ბატალიონი. მაგრამ აქაც ვერაფერი ჩასაჭიდი ვერ ნახეს. როგორც ყოველთვის ისიც ისე იყო მოკლული არანაირი სამხილი.

დარჩი ჩემთანWhere stories live. Discover now