იმედია ოდესმე ისევ მომეცემა საშუალება, დავწერო ხარისხიანად. ხარისხიანად ანუ,გრძნობით. იმედია ისევ შევძლებ ვინმეს ვანდო ჩემი გულის გასაღები. უკვე 485 დღეა აღარავინ მყვარებია. ახლაც მახსოვს, როგორი აღტაცებული ვიყავი, როცა ვიგრძენი რა ყოფილა განთავისუფლება ტკივილისგან. მინდა გითხრათ, თავი ღმერთთან ისე ახლოს არასოდეს მიგრძვნია, როგორც იმ დღეს. დღეს კი მენატრება, ვინმე მიყვარდეს. იმედია ისევ შევძლებ ამ რისკზე წასვლას. ოდნავ განსხვავებული იქნება, რადგან მაშინ ამას რისკად ვერ აღვიქვამდი, მე ხომ არ ვიცოდი რეალურად რა ტკივილის ჩუქება შეუძლია შენთვის. მე ხომ ბოლომდე მივენდე, ნდობაზეც არ მიფიქრია ისე გადავეშვი სიყვარულში. ალბათ ახლა, შემეშინდება. თუმცა მაინც მჭამს სურვილი, ისევ მიყვარდეს.
ბოლოს კი შენ, მანდ ტელეფონს მიღმა. ულამაზესი ხარ, ყველაზე მშვენიერი ხარ,ამაში არასოდეს დაეჭვდე. მე მინდა, რომ შენს სულს მოუფრთხილდე, გული არ დაკარგო. იზრუნე საკუთარ თავზე, შეიყვარე, მიიღე. დააფასე შენი იდენტურობა და იდეოლოგია. იფიქრე, ბევრი იფიქრე სანამ აზრს არ გამოძერწავ. ფიქრის ფერებზე ლამაზი არაფერი მეგულება, ამ სიფერადით კი ბევრს მიაღწევ,დამიჯერე. დაიმახსოვრე, თუ კარგი გული გაქვს , ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ. არ გაიკარო ახლოს ადამიანები, რომლებიც შენში უარყოფით ემოციებს იწვევენ. შენს გონებაში გადათელე ყევლა პიროვნება, ვისაც შენი არ სწამს ან ცდილობს დაგაკნინოს. მე მწამს შენი! და ამ წამიდან, მინდა შენც ირწმუნო საკუთარი თავის! მინდა, რომ შენს მიზნებზე იფიქრო, მე მჯერა შენ მთებსაც კი დაძრავ, თუ კი ეს გულით მოინდომე. მხოლოდ ერთი იცოდე, მარცხის შიშით არ განაგრძნო სვლა, გამარჯვების და გამოცდილების წყურვილით გადადგი ნაბიჯი. ამ ორიდან რომელიმე მაინც გერგება წილად. სიამოვნებით ავღნიშნავ,ორივე ერთმანეთზე ფასეული რამაა. ახლა ჩემთან გვიანია, ხვალ მეც უნდა ვიშრომო ჩემი მიზნების მიღწევისთვის. დროებით...და მაინც, საკუთარ სულში ჩაიხედე ადამიანო, გული არ დაკარგო, მოუფრთხილდი.
YOU ARE READING
ადამიანზე, რომელიც მიყვარდა.
Fanfictionპირველი ორი ეძღვნება ბავშვურ სიყვარულს, რომელსაც დღეს ვერც კი მოვიაზრებ სიყვარულად. აი სხვა დანარჩენი კი...მას. თუმცა უნდა ვაღიარო,რომ გრძნობა გაქრა, დამავიწყდა როგორი განცდა იყო და, მძულს მასთან განვლილი მოგონებების გახსენება, რადგან უმეტესად ტკივ...