აფსურდი

80 4 0
                                    

შემოდგომის მორიგი დღე.

თანდათან ზაფხულის სითბო გადადის და სუსხი მიწიდან,ყველაფერს ედება.გრძნობ ამასთან ერთად შენც როგორ იყინები.იგივე მეორდება. იგივე რაც წინა წელს,რაც მანამდე და რაც,არც შემდეგში შეიცვლება.ან იქნებ შეცვლილიყო...

ქაოსი.

შენი დამოკიდებულება ხალხის მიმართ ისე ცივდება,თითქოს მთელი სიყვარულის მაგარაგი დახარჯე რაც გქონდა.

იცლები.

ამ სიცარიელეს ვერაფერი შეავსებს.ან იქნებ შეევსო...

მგრძნობიარე ხდები.

უფრო აგრესიული ხარ,ვიდრე აქამდე.ყველაფერი შენს ირგვლივ,შენში სიძულვილს აღვივებს.როგორ გინდა ყველას ატკინო.შენში დაგროვილი ბრაზი,რომელიც დღითიდღე იზრდება,ელოდება მომენტს,მომენტს როცა სხვებზე გადმოაფრქვევ. ამ ემოციას ვერაფერი გააქრობს.ან იქნებ გაექრო...

ტირილი გინდა.

გსურს ცრემლებს უფლება მისცე შენს სახეზე თავიანთი გზა მოძებნონ,თუმცა იკავებ.როგორც ყოველთვის.მაგრამ აღარ შეგიძლია. თავს უფლებას აძლევ იტირო. გსიამოვნებს როგორც უშვებ ქაოსს გარეთ და მშვიდდები. გინდა გაქრე და ეს მთელი უაზრო რუტინა,ზანტი ყოველდღიურობა,რომელიც არასდროს შეიცვლება დასრულდეს.ან იქნებ შეცვლილიყო...

ხვდები.

რომ თავს ვეღარ უშველი და ისევ დამამშვიდებელი გჭირდება.ისე,დეპრესიაა კიი,რასაც გრძნოობ?!არ არის,ეს აგრესიაა. თუმცა ვინ იცის?!ახლა შენც არ გესმის საკუთარი თავის. გრძნობ,რომ რაღაც გაკლია,და ეს გჭამს.მაგრამ არასდროს იცი რა. თუ შეივსები,აგრესია გაქრება. თუმცა რა გაკლია,იცი?არა.

სისულელეა.

შენ ძალიან კარგად იცი რაც გაკლია,ყოველთვის იცოდი.მაგრამ არასდროს აღიარებ.საკუთარ თავთანაც არ აღიარებ,რადგან იმედი აღარ გაქვს. იმედი აღარ გაქვს,რომ რაიმე შეიცვლება. და ეს გულს გტკენს,შენს თვალებს ცრემლებით ავსებს და შენ კვლავ არაფერი შეგიძლია.რადგან ამას მხოლოდ შენ გრძნობ,მასში არაფერია შენთვის. თუმცა მაინც გინდა,მისი კანი,მისი სურნელი შეიგრძნო. სახე დაუკოცნო და უთხრა,რომ ყველაფერს გირჩევნია. მაგრამ გახსენდება,რომ მას საპასუხოდ არაფერი აქვს. სიძულვილს გრძნობ,შენი თავი გძულს...თავიდან იაზრებ,რომ შენთან არ მოვა.

ჩერდები.

ცოტა ხანში ცინიკურ სიცილს ჩუქნი საკუთარ თავს,რადგან იცი,რომ შენი პრობლემა სხვების პრობლმებთან ახლოსაც ვერ მივა.ბოლოს კი,აღარ აღიარებ მას. შენ უერთდები ზანტ ყოველდღიურობას,ისევ...

ფაქტი:

სამყარო სავსეა შენნაირებით,უარესებით და უკეთესებით.შენ მათ გვერდით არავინ ხარ და უსასრულო არარსებობაში ტივტივებ.

ადამიანზე, რომელიც მიყვარდა. Where stories live. Discover now