სისულელე, ოღონდ მოკლედ.

47 2 0
                                    

დამპალ მონატრებას გრძნობ,რომელსაც ვერ გამოხატავ.გინდა ეხებოდე, მაგრამ არ შეგიძლია. შენგან უამრავი მილის დაშორებითაა. თუმცა,რომც შენს გვერდით იყოს,ამას მაინც ვერ შეძლებდი.

იცით,ნამდვილი სიყვარული არასოდეს ქრება. მთელი ცხოვრება მის უარყოფაში რომ გაატაროთ,სიკვდილის წინ,სიცოცხლის ბოლო ორ წამს,მაინც შეგახსენებთ თავს. მიხვდებით,თუ როგორი ნაგავი იყო თქვენი ცხოვრება,მიუხედავად ყველა წარმატებისა. გააანალიიზებთ,რომ საკუთარი თავი არასოდეს ყოფილხართ რადგან არასდროს გყოლიათ ის,ვინც თქვენს სულს სჭირდებოდა.მის მშვენიერ სახეს წარმოიდგენთ. იგრძნობთ სინანულს,რომ მას ვერასდროს შეეხეთ. ბედნიერებას,რომ საბოლოოდ მისი სიყვარული აღიარეთ. და სითბოს,რადგან ის გიყვართ. თქვენ სევდიანად ჩაიღიმებთ და თვალებს საბოლოოდ დახუჭავთ...

ახლა კი ფიქრობ,რომ შენ უნდა მიხვიდე მასთან,რათა შენი
ცხოვრება უაზროდ არ გაიფლანგოს. თუმცა შენ გეშინია როგორ გიპასუხებენ და ამიტომ,ჩერდები.ან იქნებ ცდად ღირდეს?არა,კიდევ ერთი იმედგაცრუების გადატანა აღარ გსურს. ბოლოს წყვეტ,რომ მის პირველ ნაბიჯს დაელოდო... დაელოდო მთელი ცხოვრება.და რა მარაზმია,არა? ერთი დიდი სისულელე,რომელიც არასოდეს დამთავრდება,რადგან სიყვარულს ვერაფერი შლის.წარმოიდგენ,რომ არც არასდროს გყვარებია,და იკარგები,საკუთარ თავს კარგავ. ისეთი შეგრძნება გაქვს,თითქოს შენი სული პიქსელებად იშლება და ატმოსფეროში გადადის. შემდეგ ფიქრობ,რომ გიყვარს და თავიდან "იწყობი". ფიქრობ მის სახეზე,თმაზე. მის კანზე და ტუჩებზე,რომლსაც ნაზად დაუკოცნიდი.და სურნელზე,რომელიც არასდროს შეგიგრძვნია.ღმერთმა იცის,რომ შეგეძლოს,რა ტკბილად ჩაიკრავდი გულში.

და ბოლოს;

რატომ უყვარდებათ ადამიანებს ის,ვინც მათთან არასდროს იქნება?!

ადამიანზე, რომელიც მიყვარდა. Where stories live. Discover now