|ავტორის პოვ|
-თაეეეე ადექი გვაგვიანდება.
ამბობს უკვე გამზადებული ჰობი რომელიც უკვე ოცი წუთია თაეს გაღვიძებას ცდილობს.
-არ იღვიძებ არა? მე შენ გაჩვენებ სეირს.
თქვა და ჩაიღიმა.
კარებთან მივიდა დააკაკუნა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი რომ თაეს გაეგო.
-იუნგი? შენ აქ საიდან? თაე კი ოთახშია.
-იუნგი?! სად არის? მოვიდა? აქ რა უნდა?
განერვიულებული წამოვარდა საწოლიდან და რომ დაინახა არავინ იდგა ჰობის მკვლელი მზერით შეხედა.
-რა იყო თე შენს პრინცს ელოდი? ვერ მოგართვი აეგდე და ჩაიცვი გვაგვიანდება.
-მერამდენედ ჰობი?
-სხვანაირად არ იღვიძებ და რა ვქნა
-არ გამაღვიძო.
-ააა კაი მაშინ ყოველ დღე ვეღარ ნახავ შენს პრინცს.
თაესაც სხვა გზა აღარ ქონდა ადგა და ჩაცმა დაიწყო,
მალევე გაემზადა და სკოლის გზას დაადგნენ.თხუთმეტ წუთში სკოლაში იყვნენ.
მოწესრიგდნენ და თავიანთ მერხებზე დასხდნენ ზარიც დაირეკა და პირველი გაკვეთილიც დაიწყო.
რათქმაუნდა თეჰისთვის უინტერესო იყო ბიოლოგია ასე რომ მის ოცნებაზე ფიქრობდა.
ზარიც დაირეკა თაეც გამოფხიზლდა და დერეფანში გავიდა.
ჰობისთან აპირებდა წასვლას როცა უეცრად ვიღაცას დაეჯახა.
-ბოდიში მე შემთხვევით....
სიტყვა გაუწყდა როცა წინ მისი ოცნება მინ იუნგი დაინახა.
-ფრთხილად იარე!
-ნუ ხარ აგრესიული...
-იცი მაინც ვის ელაპარაკები?
მშვიდი აუღელვებელი ტონით თქვა შუგამ.
-კი, თვით მინ იუნგის.
-შენ რა გიჟი ხარ ამდენს როგორ ბედავ?
-ჩვეულებრივად... შუგა შენთვის თავის დახრას არ ვაპირებ რადგან ცუდი ბიჭი ხარ ჩემს თვალში ეგეთი არ ხარ ჩემს თვალში პატარა და საყვარელი კნუტი ხარ.
-კიდევ ერთი სიტყვა და მაგ ლამაზ სახეს აგაძრობ.
ასევე აუღელვებლად თქვა შუგამ და წავიდა.
თეჰიონი კი იღიმოდა რადგან ამ წამს მისმა ოცნებამ თქვა რომ მას ლამაზი სახე აქვს. ამასობაში ზარიც დაირეკა და შემდეგი გაკვეთილი დაიწყო.
გაკვეთილების შემდეგ ის და ჰობი პიცერიაში წავიდნენ, თან თაემ მოუყვა მისი თავგადასავლის შესახებ, ჰობი კი გაოცებული უყურებდა როგორ არ შეგეშინდაო მაგრამ თაეს პასუხი იყო რომ მას მისი ოცნების არ ეშინია რადგან მას ის უყვარს და მორჩა.
პიცერიიდან თეჰიონი მის სახლში წავიდა ხოლო ჰობი მის შეყვარებულთან.
|თეჰიონის პოვ|
სახლში მივედი გამოვიცვალე ვიმეცადინე და ჩემს ოთახში შევედი კარი მივხურე და საიდუმლო ოთახისკენ გავემართე.
დიახ საიდუმლო ოთახი დალაგების დროს აღმოვაჩინე, მშობლები ხშირად მივარდებიან ოთახში და თან ჩემს ოთახში ჩემი ოცნების ფოტოებს ვერ გამოვფენ.
ხო... მე მას ვხატავ, უკვე ძალიან ბევრი ნახატი დამიგროვდა ზოგი კედლებზე კიდია ზოგი კუთხეში აწყვია და ესე შემდეგ.
ოთახში შევედი კარები მივხურე და სკამზე დავჯექი წინ ტილო დავიდევი და გუშინ დაწყებული ნახატის დასრულებას შევუდექი.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
🥀🖤💚🥀