6

98 9 0
                                    

დილით შუგასთან ერთად ვიღვიძებ.

თავი ისევ მის კისერში მაქვს ჩარგული,ნელა ვდგები რომ არ გაეღვიძოს.

უფრო კომფორტულად ვაწვენ და საბანს ვაფარებ.

მე სამზარეულოში გავდივარ და რამიონის მომზადებას ვიწყებ.

ნახევარ საათში ვასრულებ და სუფრას ვაწყობ.

შუგასთან მივდივარ და ნელა ვანჯღრევ რომ გავაღვიძო.

-შუგა გაიღვიძე საჭმელი მზად არის.

-კაი რა ცოტახანიც თე...

ზედმეტსახელმა გული ამიჩქარა და გამეღიმა.

-სკოლაში დაგაგვიანდება, მიდი ადექი...

წასვლას ვაპირებდი როცა მაჯაზე ხელი ჩამავლო და მის გვერდით დამაწვინა სხეულზე მიმიკრა და თავი კისერში ჩამიდო.

-არ მკითხო რატომ უნრალოდ ცოტა ხანს ასე ვიყოთ გთხოვ.

არაფელი მითქვამს ნელა თმაში ხელი შევუცირე და ვეფერებოდი კნუტივით გაინაბა ჩემს მკლავებში და ძილი შეიბრუნა.

ცოტა ხანში ისევ გავაღვიძე არ უნდოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო სკოლაში უნდა წასულიყო.

გემრიელად მივირთვით და ეხლა უბრალოდ მდივანზე ვზივართ არც ერთი ვსაუბრობთ, ბოლოს სიჩუმეს შუგა არღვევს.

-თეჰოინ... მე უნდა წავიდე.

ფეხზე დგება.

-მადლობა ყველაფრისთვის.

-პირიქით მადლობა შენ დიდი ხანია ასე კარგად არ მძინებია...

-შეიძლება კიდევ გინახულო?

-რა თქმა უნდა როცა გინდა.

ფეხზე ჩაიცვა და გასვლას აპირებდა როცა შემობრუნდა ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა.

თვალები ამიცრემლიანდა. მეც მაგრად მოვეხვიე.

-თავს გაუფრთხილდი არ იტირო და სკოლაში დაბრუნდი გთხოვ.

-ხომ მართლა ვისთან ერთად ხარ პროექტში, დავურეკე მასწავლებელს და ვუთხარი რომ ვერ მოვიდოდი.

მოვშორდი და თვალებში ვუყურებდი.

-არავისთან. მასწავლებელს უარი ვუთხარი პროექტის გაკეთებაზე შენს გარეშე, შენ ვერავინ ვერ შეგცვლის ასე რომ როცა მოისურვებ მაშინ გავაკეთებთ პროექტს.

-კარგი... ცოტა დრო მომეცი,

-როგორც გინდა, კარგად თე...

-კარგად ოცნებავ.

მას ჩაეღიმა და სახლიდან გავიდა.

კარები დავკეტე და მდივანზე წამოვწექი

ძალიან ბედნიერი ვიყავი უზომოდ ბედნიერი ვიყავი მის გამო.

იმის გამო რომ ის არსებობდა.

შეიძლება ჩემი ოცნება ოცნებად აღარ დარჩეს და რეალობად იქცეს?

შეიძლება კი შეიძლება არა ვინ იცის

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

🥀💚🖤🥀

ჩემი ოცნებაWhere stories live. Discover now