მეორე დღე
თაეს პოვ
გუშინ მთელი ღამე ვტიროდი ზუსტად ის მოხდა რაც არ მინდოდა.
დღეს სკოლაში არ წავსულვარ ჰობიმ მომაკითხა და ყველაფერი მოვუყევი... მითხრა კარგია რომ გამოუტყდიო.
არამგონია ეს კარგი იყოს მოკლედ როგორც არის ამაზე ფიქრი არ მინდა.
ვდგები და საჭმელს ვიკეთებ.
მშობლები სოფელში არიან ბებიასთან და ბაბუასთან.
ასე რომ ერთი თვე სახლი ჩემია.
საჭმელი შევჭამე ავალეგე და ტელევიზორის წინ დავჯექი ჩავრთე და მულტფილმი გადიოდა.
ჩიფსი და ხელსახოცები მოვიტანე და ყურება დავიწყე.
ხელსახოცები იმიტომ რომ არ ვიცი რა წამს გამახსენდება ჩემი ოცნება.
ამდენი ტირილისგან თვალები დასიებული მაქვს ცხვირი კი გაწითლებული.
ცოტა ხანში კარზე ზარია, არავის ნახვის სურვილი არ მაქვს მაგრამ მაინც ვდგები ალბათ ჰობია.
კარებს ვაღებ და ვშეშდები თვალები ისევ მიწყლიანდება მაგრამ თავს ვიკავებ რომ არ ვიტირო.
-გამარჯობა...
-გამარჯობა, შენ აქ არა გინდა?
-ხომ გითხარი რომ გინახულებდი ხოლმე, შეიძლება?
-უი ბოდიში, კი შემოდი.
-რას აკეთებდი?
-მულტფილმს ვუყურებდი.
ჩაიცინა და მდივანზე დაჯდა.
-მოდი რამეს ვუყუროთ.
მეც მივდივარ და მის გვერდით ვჯდები.
-თეჰიონ.
-გისმენ.
გვერძე ვიხედები, ხელს მკიდებს და გულმკერდზე მიკრავს.
-მოდუნდი და დამშვიდდი... თვალები დაწითლებული გაქვს,
დასვენება გჭირდება.
ხელებს წელზე ვხვევ ის კი თითებს თმაში ხლართავს და მეფერება.-წახვალ?
-არა რომ გაიღვიძებ აქ ვიქნები გპირდები...
ზევით ვიწევი და თავს კისერში ვურგავ ის ერთ ხელს წელზე მხვევს მეორე კი ისევ ჩემს თმებში აქვს.
-ამას რატომ აკეთებ...
ვამბობ და ისევ ცრემლები მომდის.
-იმიტომ რომ...
-სიმართლე მითხარი გთხოვ.
-მომწონხარ კიმ თეჰიონ.
რაა? მას მე მოვწონვარ? ხომ არ მომესმა? ჯანდაბა ეხლა რა ვუთხრა?
არაფელი მითქვამს თვალები დავხუჭე და ჩამეძინა.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
🥀💚🖤🥀