ბურტონთა ოჯახს მდიდარ ოჯახად ვერ მოვიხსენიებთ, თუმცა უახლოვდება მათი ფინანსური მდგომარეობა ამ ტიტულს: სამსართულიანი, იმ დროისთვის მოდერნული სახლი ბაღნარში თეთრად მოკაშკაშებდა. გაბრტყელებულ მინდორზე თეთრი ზურმუხტივით მოჩანდა. ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრობდნენ, სუბურბებში.
ლევისა და კელი ბურტონს 2 შვილი ჰყავდათ: ქერათმიანი, მშვენიერი სახის ნაკვთებით დაჯილდოვებული ბეტი, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც ლონდონის ერთ-ერთ ხმაურიან უბანში გადავიდა საცხოვრებლად თავის ქმართან, ლორთფოლდთან ერთად და ლეო, ახალგაზრდა, არცთუისე სასამიავნო საყურებელი, ჭორფლიანი და მუქი ფერის თმის მქონე ბიჭი, რომელსაც ჯერ ვერ მოეპოვებინა პიროვნული და ფინანსური დამოუკიდებლობა და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ლეოს ძალიან ენატრება ბეტი და ხშირადაც კითხულობს მას, თუმცა ბეტიმ უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭა თავის ოჯახს და იშვიათად სცემს პასუხს ლეოს.
ლეოსთვის ამგვარი დამოკიდებულება მისაღებია. მისი აზრით, ადამიანმა უპირატესად თავის შვილებზე უნდა იზრუნოს, ვიდრე სხვებზე. ზუსტად შვილია ამოსავალი ვარსკვლავი ახალი მომავლისა. მერმისისთვის შესაბამისი საფუძვლის შექმნა უწევს ბეტის, ამიტომაც ლოგიკურია, რომ ბეტი ვერ დაუთმობდა იმდენივე დროს თავის ძმას, ლეოს, როგორც იგი უთმობს დროს თავის შვილებს.
დილის 4-ზე შემზარავმა ხმამ გააღვიძა ბურტონთა ოჯახი, რომელიც აშკარად ტელევიზორიდან მოდიოდა. ლევი და კელი უცბად ჩავიდნენ პირველ სართულზე და როდესაც დაინახეს ტელევიზორზე წარწერა, 2 წუთი გაშტერებულები, გულჩაყლაპულნი უყურებდნენ:
„ბრიტანეთს ომი გამოუცხადა საფრანგეთმა. ბრიტანულმა ელიტარულმა დაზვერვამ აღმოაჩინა იარაღები, რომელიც მიმართულია ბრიტანეთისკენ. 20 წუთია დრო, რომ თავშესაფარი შექმნათ. უმჯობესია, გამოიყენოთ გაუმტარი მასალა, როგორიცაა კარი, ფანჯარა, მეტლახი, მიწა. მიეფარეთ მყარ საგნებს. 14 დღის საჭმელი და წყალი დაიმარაგეთ. 14 დღის განმავლობაში არ გახვიდეთ გარეთ, რადგან რადიოაქტიური ნალექი იწყებს ჩამოსვლას ამ პერიოდში. ღმერთმა დაიფაროს დიდი ბრიტანეთი."
ლეო უცბად გააღვიძეს და ჩავიდნენ თავშესაფარში, სადაც უკვე დამარაგებული ჰქონდათ რამდენიმე თვისთვის გათლვილი კონსერვები და წყალი. ლეოსთვის ყველაზე შემაწუხებელი ფაქტი მისი დის უსაფრთხოება იყო. ბეტიმ კი მესიჯით დაარწმუნა, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა, თუმცა მათ შორის სიშორე თრგუნავდა და ბეტიზე ფიქრით ატარებდა ყოველ წუთს.
20 წუთის შემდეგ საზარელმა ვიბრაციამ აამოძრავა თავშესაფარი და რამდენიმე წუთის შემდეგ კი - შეუდარებელმა, ძვლისა და ხორცის შემარხევებელმა ხმამ. კელისა და ლევის ჩახუტებული ჰყავდათ ლეო.
ლეოს ოჯახი ფრანგთა რისხვას შეეწირა, როდესაც ფრანგთა ჯარმა გადალახა ლა მანშის სრუტე და სწრაფად დაარბია ლონდონი. თავშესაფარი გატეხეს ფრანგმა ჯარისკაცებმა და დაცხრილეს კელი და ლევი, ხოლო ლეომ მოასწრო და დამალვა შეძლო კონსერვებს შორის. მის გონებას ვერასდროს დატოვებს ის საზარელი სანახაობა და გრძნობები, რასაც შეესწრო და განიცადა. მისი მშობლების საბოლოო ამოკვნესამ და სიტყვებმა დადაგა გული და მწვავე შრამი დაუტოვა.
ლეომ, უმწეოდ დარჩენილმა, გადაწყვიტა, ბეტი მოეძებნა. ისღა იყო ერთადერთი ადამიანი და მეგობარი, ვინც შემორჩა ამ სამყაროში და სურს, რომ მასთან ახლოს იყოს და, ასევე, შეიტყოს, თუ როგორია მისი მდგომარეობა: ცოცხალია, თუ - მკვდარი.
როდესაც ჯარმა დატოვა ლონდონი და სხვა ქალაქზე აიღეს იერიში, ლეო მოემზადა წასასვლელად. რამდენიმე დღის მარაგის საკვები და წყალი ჩაილაგა ჩანთაში.
დიდი ხნის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დადიოდა. ის ტელეფონში გადმოწერილ რუკას ენდობოდა.
საზარელი სანახაობაა ქალაქ ლონდონში მის შემდეგ, რაც დაიწყო ინგლისელებსა და ფრანგებს შორის თითქოს დაუსაბამო ომი: ლონდონის ქუჩებს ამშვენებს ერთმანეთზე დაწყობილი ადამიანთა გვამები, რომლებიც უკვე იხრწნებოდნენ და ამ გვამებიდან წამოსული სურნელის გამო ჰაერის ჩასუნთქვაც მოითხოვდა ძალიან დიდ გამძლეობას. რადიოაქტიულმა ნალექმა ბუნება გააპარტახა, წაიშალა სიცოცხლის იერ-სახე და მხოლოდ მონაცისფრო-მოყავისფრო ფერთა შეხამებით წარმოდგება ლონდონის მკვდარი კოლორიტი. სანიტარია დაირღვა და ადგილობრივმა ეპიდემიებმაც იჩინეს თავი: მოსახლეობის უმრავლესობას არა მხოლოდ ომის, არამედ ხოლერას, ტეტანუსისა და სხვა მავნებლობათა ხშირი ტალღების გამკლავება უწევდა. ზოგიერთი ადამიანი დაჭრის შემდეგაც ცოცხლობდა რამდენიმე დღე და ბობღავდნენ საკვების ან წყლის მოსაპოვებლად. ამ უიმედოდ ფორთხიალის დროს კვდებიან და წითლად ღებავენ და ქმნიან კონტრასტს ლონდონის თითქმის უფერო, უაზრო კოლორიტში. ლონდონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნელი სიკვდილით მოკვდა. კედლები დროდადრო ინგრეოდა, ეყრებოდა ადამიანთა გროვებს და ბუნების ძალით იმარხებოდნენ.
ამ სურათის ნახვის შემდეგ ლეომ ვერ გაუძლო და აერია გული. მის ყურებში დაუსრულებელი წუილი ისმოდა და მწვავე ელვა მარადიულად დარბის მის გულში. მას შეძრწუნდა ადამიანთა მოდგმა. ლეოსთვის მიუღებელი იყო სისხლისღვრა, მითუმეტეს უდანაშაულო მოსახლეობის იქამდე მიყვანა, რომ იძულებულები გახდნენ, ნელა მოკვდნენ და ნელა შეეწირონ უსაფუძვლო შერისხვას.
მხოლოდ ლონდონის ცენტრალური ნაწილი არის, საბედნიეროდ, რადიოაქტიური, და არა გარე უბნები. ბეტი, ღვთის წყალობით, ერთ-ერთ გარე უბანში ცხოვრობდა.
დიდი დროის შემდეგ, ლეომ მიაღწია იმ უბანს და ნახა, რომ ეს უბანიც იყო მსხვერპლი ფრანგთა მიწასთან გამასწორებელი რისხვისა. თავში ურტყავდა გულის არათანმიმდევრული ფეთქვა. ღაჟღაჟა ლოყები დროდადრო უფრო უწითლდებოდა და თვალებიდან ერთი-ორი ცრემლი საწყლად ჩამოუგორდებოდა გაუზომელი დარდისა და სულიერი ტკივილის, ვაების გამო.
მოძებნა ბეტის სახლ-კარი და ნახა, რომ განადგურებული იყო. შიგნით შევიდა. დაათვლალიერა იქაურობა სწრაფი ტემპით. თავში ურტყავდა მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან გამოწვეული ხმა, თუმცა ვერსად იპოვა ბეტი და მისი ოჯახი. რაღაც გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩინა თავშესაფრის კარები. უყურა დიდი ხნით, რამდენიმე წუთი მაინც. უყურა, უყურა და, საბოლოოდ, გადადგა ნაბიჯი: შეაღო კარი.
ეტყობა, საჭმელი ამოეწურათ, წამში გაიელვა გასაოცარმა აზრმა ლეოს უკვე თითქმის განადგურებულ და აღშფოთების ბინდში გახვეულ გონებაში: ლორთფოლდმა, ეტყობა, მოკლა თავისი ცოლ-შვილი და ნაყრდებოდა მათი სისხლითა და ხორცით. გაგიჟებული ჭამდა და სხვრუპავდა ცოდვილ სითხეს და ხორციელი სიამოვნებისგან გამოწვეული გრძნობა მკაფიოდ გადაკვროდა მის სახის ნაკვთებზე. ლეო წაბორძიკდა, ვერ გააცნობიერა, თუ რა იხილა. ლორთფოლდს ვერც შეენიშნა ლეო და სწრაფად, გაუჩერებლად განაგრძობდა თავის დაპურებას. ლეო კი განცვიფრებული, გულამოვარდნილი და თავზარდაცემული უყურებდა. ჯერ კიდევ ბინდნაკრავმა გონებამ ბოლომდე ვერ გააცნობიერა მის წინ თუ რა სცენარი იყო გამართული... ხორცი ზეობს და სულიერება სრულიად გაიბილწა, განადგურდა, მიწასთან გასწორდა. ლეოში გრძნობა ჩაკვდა, გამოილია, გამოიფიტა და ადამიანურობა დაკარგა. საზარლად დაემანჭა სახე, თავისთავად მოსდიოდა თვალებიდან ცრემლის უზარმაზარი ზვირთები, როდესაც გააანალიზა დის სიკვდილი, თუმცა ხმის გამოცემის უნარიც დაუკარგავს და მხოლოდ უყურებს. უყურებს ათი თუ ოცი წამი. ლორთფოლდმა კვლავ ვერ შეამჩნია ლეო. ლეოში რაციონალურობა ჩაკვდა, გაიღვიძა მასშიც ბუნებრივმა ინსტინქტმა და უეცრად იფეთქა გულმა, სისხლძარღვებმა სისხლით და გაღვივდა მასში შურისძიების სურვილი. ლეოს, უკვე წონასწორობადაკარგულსა და გაშმაგებულს, წამოღებული ჰქონდა იარაღი. დაუმიზნა ლორთფოლდს, მაგრამ გასროლამდე შეჩერდა. შეჩერდა და წამში შეიმკო მისი წამიერად შავი გონება დაკარგული, ფერადი ჰუმანურობით...... და გაიელვა წმინდა სიბრძნემ მის გონებაში: „ყველანი ვართ ომისა და ადამიანის ხელის სხვერპლნი."
ლეომ საკუთარ თავს დაუმიზნა თოფი და მხოლოდ უეცარი, ჭექაქუხილისებრი ხმის შემდეგ გამოვიდა თითქოს დაუსრულებელი ტრანსიდან ლორთფოლდი და გააცნობიერა, თუ რა სისასტიკეშიც მონაწილეობდა.***
რამდენჯერაა აღწერილი გაზეთების მიერ მსგავსი შემთხვევები, რომლებსაც ხშირად ვისმენთ ომის დროს? ეს არის საკაცობრიო ცოდვა, ძმა ძმას ემტერება, რათა გადაურჩეს გარემოებას და არ იყოს მსხვერპლი არაადამიანური ადამიანურობისა. ომი ცოდვაა, ადამიანიც - ცოდვის მარჯვენა ხელი. ინდივიდები შობენ ომს, ხოლო ომი - საზოგადოებას, ზნედაცემულსა და სიავით გაბილწულს.***
ტექსტის ფოტო კვლავ ხელოვნური ინტელექტითაა დამზადებული. ფრიად საოცარია ტექნოლოგია, სადამდე მოვსულვართ, როგორც საზოგადოება, ხედავთ? ეს მხოლოდ დასაწყისია ტექნოლოგიური რევოლუციისა, მომდევნო რამდენიმე წელში კიდევ უფრო გამრავალფერდება ჩვენი სამყარო ამგვარი წინსვლით და, შესაძლებელია, უტოპიასაც მივაღწიოთ... თუმცა ეს ცალკე განსახილველი საკითხია.
YOU ARE READING
ჩემი მინიატურები.
Randomმოგესალმებით. პირველად ვაქვეყნებ ჩემს ნაშრომებს, რომელიც აქამდე ჩემთვის მქონდა დატოვებული და მხოლოდ და მხოლოდ ჩემს უახლოეს ხალხს ვაკითხავდი ხოლმე. არაა რაიმე გრანდიოზული კრებული, თუმცა ჩემს გულში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და, იმედია, თქვენშ...