არლო

5 0 0
                                    

ქართლის შავად შეღებილ მიწაზე კაშკაშა წითელი დამცინავად მიედინებოდა და მკვდარზე მკვდარი ეფინებოდა. გადაბუგული სოფელი მთლიანად მიწასთან გასწორებულიყო სპარსთა ცხოველური შემოსევის შედეგად. ნაცარმიყრილი ტატნობი ნაღვლიანად შეჰყურებს ადამიანის დაცემას.
  ბრბო იქით-აქეთ დარბის, ცდილობს, თავი დააღწიოს საასპარეზო ველს, რომელიც წინათ ადამიანთა ჰარმონიას ქადაგებდა, თუმცა უშედეგოდ; თითო ნაბიჯის გადადგმაზე ქართველები ხმელეთს საუკუნოვნად ეცემოდნენ, უერთიანდებოდნენ მიწას და მარადჟამ გლოვობდნენ. კლდის ოდესღაც მომღიმარი, მწვანით შემოსილი კალთები უმზერს სისხლის გუბეს და, შერცხვენილნი, დახარეს თავები და დაუბრუნდნენ ხელებგაშლილ წარკვეთას.
  მხოლოდ ძვინვარებდა ინსტინქტი და წარიწყმიდა სულიერება, იმედი. დაისადგურა ფესვების ამომგდებმა ნიჰილიზმმა.
  არლო, თავზარდაცემული, უყურებდა ანარქიას, ცეცხლის გრძელი კონების მიერ შთანთქმულ სოფელს. დაენისლა გონი, გრძნობით დატყვევებული უმწეოდ უყურებდა დამბურველ კვამლს. ბედმა ამოკვეთა მისი გულმკერდიდან სათნოება და შეავსო ამოღრუტნული სივრცე კუპრით.
არლო შორიდან უყურებს ჰაშემს, სპარსს, რომელიც დაუნდობლად ხოცავს, ჟლეტს სოფლის ხალხს და ბევურვათად უყურებს მოკლულთა გრძელ სიას. ჰაშემმა შეიყვანა ჯარი სოფელში და მანვე დაამთავრა მრისხანე რბოლა.
არლოს გადმოუგორდა თვალიდან წმინდა ბროლი, რომელიც ნატიფად დაეცა მიწაზე და გაანათა ბობოქარი ცეცხლით ჩაბნელებული გარემო.
ჰაშემსა და არლოს ირგვლივ უფსკრული გაჩნდა.
ერთმანეთს გაუთავებლად უყურებდნენ და წამში მოიცვა ორივეს გული სასოწარკვეთის ხანძარმა.
რატომ..? რატომ მაინცდამაინც შენ? - ღრიალით ამოღერღა არლომ და შეფაკლულ ღაწვებზე ჩანჩქერივით გადმოედინა ნაღველმორეული ცრემლები.
ჰაშემი დუმდა. გაიტრუნა. იგრნო, რომ დღეიდან ის მხოლოდ პირუტყვია გააფთრებული მტაცებლისა.
არლო თვალს არიდებს ჰაშემს, მისი ნებისმიერი ქმედება დამამცირებლად ეჩვენება. ჰაშემი მისთვის ეშმაკის მოციქულიღა იყო და წარსულში გატარებულმა, ნეტარებითა და სულიერი სათნოებით აღვსილი შეხვედრების მოგონებანი დალპა. არლოში ზიზღმა იმარჯვა, თუმცა კვლავ, მაგრამ სუსტად და ნაზად, სასოწარკვეთის წითელ ცეცხლებს შორის ბჟუტავს მოლურჯო ნაკერჩხალი იდუმალისა, ლტოლვისა და სურვილისა.
არლო უყურებს ჰაშემს. უყურებს გრძნობააღრეული ყველაფრის შემმუსვრელ მშვენიერებას.
ჰაშემი დუმს.
არლოში ცნობიერმა იმარჯვა და გაუფერულდა მისი ხატი.
ჰაშემი გაიქცა, მარადიულად დასჯილი და დატყვევებული ზეციური მორალის მიერ.
არლოც, დასჯილი და დატყვევებული, კვლავ უყურებს შემოგარენს და ფიქრობს, რომ მან ამ სისასტიკეში, თუმცა ირიბად, მაინც მიიღო მონაწილეობა.
  მხოლოდ ერთი მწარე შეძახილის შემდეგ მალევე დამთავრდა შერისხვა და არლოც, გამიწებული, მშვიდად განესვენა გაპარტახებულ, პატივაყრილ, მშობლიურ ნიადაგზე.

* * *
არლო ესპანურად "ორ გორაკს შორის" ნიშნავს. :)

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 01 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩემი მინიატურები.Where stories live. Discover now