- სახლში წახვალ? - ეკითხება ქერა და ქურთუკს იცმევს.
- არა, ალბათ სადმე გავივლი. - ისიც, ზემოთ ხსენებულის მოძრაობას იმეორებს და ქურთუკს იცმევს.
- ღამე სად დარჩები? ბოდიში, თავი მოგაბეზრე.
- არაუშავს, - შეეცადა თბილად გაეღიმა. - სასტუმროში დავრჩები. ალბათ...
- სასტუმროში? არ გაგიშვებ. ახლა გამოგწერეს საავადმყოფოდან. შენს თავს კიდევ რამე, რომ აუტეხო? - დაიწყო ბიჭის ტუქსვა. იონჯუნი კი, ღიმილით უსმენდა მას. ბედნიერი იყო, რომ ვიღაც მაინც ღელავდა მასზე.
- რას მთავაზობ?
- ჩემთან წამოდი.
***
ბიჭებმა, სახლის კარი შეაღეს, ზღურბლს გადააბიჯეს და ფეხსაცმელები გაიხადეს.
შემდეგ ქურთუკი მიაყოლეს, და მისაღებში შევიდნენ.
- აქ ისე მოეწყვე როგორც საკუთარ სახლში. დიდი ხანი მოგიწევს დარჩენა. - სუბინი სამზარეულოში გავიდა და უკან, წყლით სავსე ჭიქით, დაბრუნდა.
ბიჭები ერთმანეთთან ახლოს, დიდი ხანი იჯდნენ. ლაპარაკობდნენ ყველაფერზე, და ამ ოთხ საათში, ერთმანეთზე უკვე ყველაფერი იცოდნენ.
იონჯუნიც მოეშვა.
- გეძინება?
- არა
______________________________________
🙂
YOU ARE READING
ME, YOU AND THE OCEAN |Bl|
Short Story" ამჯერად მისი გადარჩენა, ვეღარ შევძელი..." ------------------------------------------------------ 01.02.2023