4

80 18 11
                                    

უკვე სამი დღე გავიდა, რაც იონჯუნი სუბინთან რჩება. თავიდან უხერხულად იყო, მაგრამ ახლა ის მისი მეორე სახლი გახდა... არა მეორე არა, მისი პირველი სახლი გახდა. იცოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, რა დროც არ უნდა ყოფილიყო, სუბინი ბიჭს დიდი სიამოვნებით მიიღებდა.

ამ სამი დღის განვალობაში, იონჯუნი ოჯახს არ მოუკითხავს. მაგრამ შეილება მათ ოჯახი ერქვათ?

***

დილით იონჯუნს ხმაური აღვიძებს, რომელიც საშინლად ჩაესმის ყურებში. საწოლიდან ზანტად დგება და სუბინის მოცემულ ტანსაცმელს იცმევს, რომელსაც უფროსის სურნელი ასდის. ( ვიცი იონჯუნი სუბინზე დიდია, მაგრამ ახლა ასე მჭირდება )

იონჯუნი სუბინის სუნით ტყვევდება.

დატყვევებული შედის სააბაზანოში, რომელიც მისი ოთახის გვერდითაა და იქიდან უკვე მოწესრიგებული გამოდის.

მისაღებში გასვლისას, სრული ქაოსი ხვდება.

სახლში სამი უცხო პიროვნება დახეტიალობს.

აქედან ორი წითელთავა ბიჭი ჩხუბობს, რომელსაც სუბინი აშველებს. მესამე ბიჭი რომელსაც თმები პიტნისფრად შეეღება, უკან მისდევს უფროსებს და მათ სულელურ საქციელზე ეცინება.

იონჯუნი დიდხანს უყურებდა მათ და შეუმჩნევლად იღიმოდა.

- ჰეი, ოინჯუნ გაიღვიძე? - ათი წუთის მერე, ქერა შავთმიანს ამჩნევს, მასთან მიდის, ხელს კიდებს და ბიჭებისკენ მიჰყავს.

- ბიჭებო, ეს იონჯუნია რომელზეც გიყვებოდით, იონჯუნ ეს თეჰიუნია, ეს ბომგიუ, ეს კი ქაი.

- სასიამოვნოა - ღიმილით ჩამოართვა ხელი იონჯუნმა ბიჭებს.

time skip

იონჯუნი ბიჭებს ძალიან კარგად შეეწყო. ახლა ისინი მისთვის ოჯახს წარმოადგენენ. ოჯახს, რომლის გემოც პირველად გაიგო იონჯუნმა. არ უნდა ეს გრძნობა ოდესმე გაქრეს, ამჯერად მას სიცოცხლის ფასად დაიცავს.

ME, YOU AND THE OCEAN |Bl|Where stories live. Discover now