11

3 0 0
                                    

ხაპაჭურიც გავაკეთეთ. დიდი ომიც გამოვიარეთ. აა ხო რა ომი? მთელი სცენის აღწერა ნამდვილად არ მხიბლავს მაგრამ ცოტას მაინც გეტყვით. ნამჯუნმა თითების ჩამოხეხვასთან ერთად სახეხი გატეხა. რანაირად ჩამოიხეხა ან  რანაირად გატეხა მაგას ვერ გეტყვით, ეგ მას უნდა ვკითხოთ. საბედნიეროდ თითები არ დაუკარგავს. ამ ალიაქოთში სანამ ჯუნს თითებს ვუხვევდი, ჯიმინმა შემთხვევით სკამი გატეხა გადმოვარდნასთან ერთად. მოკლედ ნამდვილი ომი გვქონდა.                                                             -მიკა ჩამოდი ძვირფასო საჭმელი მზადაა- ყველა მაგიდას მივუსხედით - ახლა სტოპ, ჩანგლები და ჩხირები არ დამანახოთ ამას ხელით ვჭამთ- ვაჩვენე როგორ უნდა ეჭამათ. სახეები უნდა გენახათ, ისე გემრიელად ჭამდნენ რომც არ გშიებოდა მაინც მოგშივდებოდა. მეორე ლუკმა პირში ვეღარ ჩავიდე. კიბომ თავი გამახსენა. გეზი ტუალეტისკენ ავიღე. კარების ჩაკეტვა ვეღარ მოვასწარი იატაკზე, რომ დავემხე. უკნიდან თეჰიონის ხმა გავიგე. თმას მიჭერდა. ძლივს ამოვისუნთქე. ხელები და ყბა მიკანკალებდა                                                                                                                                              -კარგად ხარ?-                                                                                                                                                                         -ხო- ძალა გამოცლილმა წარმოვთქვი ტირილი, რომ ამიტყდა                                                 -ჩშშ დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ძლიერი გოგო ხარ, ამასაც გაუმკლავდები, ერთად გავუმკლავდებით- მკერდზე ვყავდი მიკრული, თმაზე მეფერებოდა - მოდი სახე დაიბანე-                                                                                                                     -ბეტ კარგად ხარ?- მკითხა შეშინებულმა მიკამ  რაზეც ბიჭებმაც შემომხედეს                        -კი უკეთ ვარ , ბოდიში, ალბათ მადა გაგიფუჭდათ-                              -იაა რა დროს მადაა, და საერთოდაც სადაა შენი წამლები? დღეს დალიე მაინც?-                      -დაწყნარდი,  უბრალოდ საღამოს დოზა გამოვტოვე-                         -ბეტ ასე არ შეიძლება, ქიმიებზეც არ დადიხარ-                                          -ჯინ-                                                                                                                                                                            -მოიცადეთ რა წამლები ან რა ქიმია ვერ გავიგე, აქ რა ხდება?- ჯანდაბა ესღა მაკლდა            -რა ხდება და მას კიბო აქვს, თავის ტვინის ბოლო სტადიის კიბო, კვდება გესმიის კვდება- ტირილით ამოილაპარაკა თეჰიონმა                                                                                    -ეს სიმართლეა?- გამომხედა ახლა ჰობიმ                                                      -ნეტა ტყუილი ყოფილიყო-  

ყველაფერი გავაფუჭე. მადა თუ ხასიათი, ორივე კატასტროფულად გავაფუჭე. ცოტა ხნის წინ მე ვიყავი თეჰიონზე აკრული, ახლა ის არის ჩემზე.  აი მოხდა  ის რაც ყველაზე ნაკლებად მსუდა, რომ მომხდარიყო. ყველა დადუმდა. სიჩუმე იმდენად ხმამაღალი იყო, რომ უკვე აღარ შემეძლო ასე ყოფნა. 

-ახლა მომისმინეთ, დიახ კიბო მაქვს, მაგრამ ხალხო ტირილით ვერაფერს ვუშველი. ასე რომ ახლა არავინ არ იტირებთ. ახლა წავალ, მაგრამ თუ გავიგებ, რომ რომელიმე გლოვობთ-თავებს წაგაჭრით-

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 26 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მევიოლინეWhere stories live. Discover now