1

55 2 0
                                    

-ჭუჭყიანია, გაასწორე-
-დიახ- ვაგრძელებ უკვე 3 საათია
-ჭუჭყიანია, უკვე მერამდენედ გეუბნები-ყვირილზე გადადის- ლა-სი-დო ძიეზ(#), შენ დოს უკრავ- ნოტებს უახლოვდება -რით ვერ დაიმახსოვრე- ფანქარს იღებს და დოს გვერდზე ძიეზს უწერს- ნუ ტირი, შენთვისვე გეჩხუბები კარგად, რომ დაუკრა- სალფეტკს მაწვდის-წადი სახე დაიბანე, დამშვიდდი და მერე გავაგრძელოთ-
მხოლოდ თავს ვუქნევ, ვიოლინოს ვდებ და გამოვდივარ. კიბეებზე ჩავდივარ და საჭირო ოთახში შევრბივარ, კარს ვკეტავ და სახეზე წყლის შესხმას ვიწყებ
-შენ ეს შეგიძლია, გამოგივა, ამისთვის ხომ ამდენი იწვალე, ეს ხომ შენი ოცნება იყო, ვიცი რომ გამოგივა- ვამშვიდებდი ჩემს თავს. რომ დავმშვიდდი კლასისკენ წავედი.

სტოპ

დიახ ეს მე ვარ. კანგ ბეტი. და ამ წამსაც როგორც სხვა დროს უსაზიზღრესი მომენტი მქონდა. მოკლედ გეტყვით მენტალური ჯანმრთელობა გამართული ნამდვილად არ მაქვს.

გავაგრძელოთ

კიბეებზე ავდიოდი, როდესაც ვიღაცის სხეულს დავეჯახე.

-ბოდიშს გიხდით, არ ვიყურებოდი-
-პირიქით მე გიხდით ბოდიშს ცუდ ადგილას ვიდექი-
-კარგით, მე წავალ- კლასისკენ დავიძარი და შიგნით შევედი.

თეჰიონის POV:
-თეჰიონ დღეს შენ მოგიწევს შენი დის მუსიკალურში წაყვანა. მალე მოდი, არ დააგვიანო-
-კარგი დედა-მიკას გავხედე-მუსიკალურიდან, რომ გამოვალთ რაღაცები ვიყიდოთ და ვჭამოთ კარგი?-ვუთხარი წარბების თამაშით. მანაც გამიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია
-დე წავედი და 4 საათისთვის მოვალ-
-არ დაიგვიანო-
სახლიდან გამოვედი, ჩემს მანქანაში ჩავჯექი და გავაქროლე კლუბისკენ. მალე მივედი და ჩემს მეგობრებთან ერთად დროის ტარება დავიწყე.

მე კიმ თეჰიონი ვარ კიმების კომპანიის აწ უკვე უფროსი. ეს კომპანია მამამ გადმომცა. ვარ 24 წლის, მყავს 6 გიჟი მეგობარი. აქედან ერთ-ერთმა ჯიმინმა კლუბი გახსნა და გასართობად და კლუბის სანახავად დაგვიძახა ბიჭებს. რომ მივედი ყველა ვნახე, ცოტა გავერთე და წამოვედი. სახლში შევიარე, მიკა წამოვიყვანე და მუსიკალურში მივიყვანე. მიკა კლასისკენ გაიქცა, მეც მივყვებოდი. უცებ ტელეფონმა ვიბრაცია დაიწყო. კიბეზე გავჩერდი და ტელეფონი ჩავრთე. ისევ ვიკა მწერდა. ღმერთო შეაგნებინე ამ გოგოს, რომ არ მომწონს. ეს ექაუნთიც დავბლოკე. ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და გზის გაგრძელებას ვაპირებდი ვიღაც, რომ დამეჯახა. მივტრიალდი და ჩემს წინ ჩემზე დაბალი გოგონა იდგა. თვალები დასიებული ჰქონდა, ეტყობოდა ნამტირალევი იყო. მისი თვალები, ძალიან ლამაზია. ნორმალურად ვერც გამოველაპარაკე, ისე გაუჩინარდა კორიდორში არსებულ ერთ-ერთი ოთახის კარში.

მევიოლინეWhere stories live. Discover now