2

20 0 0
                                    

სახლში მისულმა ბეტმა წაიხემსა და დასაძინებლად დაწვა. დაღლილს მალევე ჩაეძინა.
მეორე დილას ადრე ადგა თავისი ცუგო ბეილი გაასეირნა. სახლში დაბრუნებულმა ძაღლს აჭამა. ბეტის მადა არ ჰქონდა, ამიტომ არაფერი უჭამია. უნივერსიტეტის დავალებებს ჩაუჯდა. 3 საათამდე დავალებებს ამზადებდა. ბოლო წიგნის ბოლო ფურცელიც წაიკითხა და მომზადება დაიწყო. კონკურსებსა და კონცერტებზე ყოველთვის შავი ფერის კაბა და შავი ბალეტკები ეცვა. 15:30(ოთხის ნახევრისთვის) მზად იყო, ვიოლინო აიღო და მუსიკალურისკენ დაიძრა. მალევე მივიდა მუსიკალურში და ნაწარმოების დაკვრა/გამეორება დაიწყო.

თეჰიონის POV:
დილით რაღაც ხმაური მაღვიძებს და ეს დედაჩემია რომელმაც ჩემი ოთახის დალაგება გადაწყვიტა და მძინარეს მტვერსასრუტით მადგება თავზე.
-დედაააა- ვყვირი როგორც შემიძლია
-ოჰ დილა მშვიდობისა, არა უფრო სწორად ღამე მშვიდობისა-
-რომელი საათია?-
-2 საათია, სხვათაშორის ძაღლი შენ, რომ უნდა ასეირნო ხომ იცი?-
-მოიცა რომელი საათია?- წამოვხტი საწოლიდან
-2-
-მეჩქარება- უცებ ვიწყებ ჩაცმას და გარეთ გავდივარ. მიკას ოთახის კარზე ვაკაკუნებ და ნებართვას, რომ ვიღებ შევდივარ
-მიკა ადექი და ჩაიცვი-
-უკვე მივდივართ?-
-არა, მარა ყვავილები უნდა ვიყიდოთ, ამიტომ არჩევაში უნდა დამეხმარო-
-კარგი, ჩავიცვამ და გამოვალ-
-ჩქარა-
მოკლედ გუშინ მე და მიკამ გადავწყვიტეთ ბეტის კონკურსზე წასვლა და მისი გამხნევება. ახლა ყვავილებზე მივდივართ, რომ მერე ბეტს მივართვათ.

ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასთან ვაჩერებ მანქანას და გადმოვდივართ.
-მიკა რომელი ყვავილი წავუღოთ?-
-ამმ... არ ვიცი აქ იმდენი არჩევანია-
-მოდი ვარდები წავუღოთ-
-სხვადასხვა ფერის რა(რა ჭრელი გამოვა)-
-კარგი-თეჰიონი ხელით ყვავილებზე ანიშნებს გამყიდველს-მიკა რამდენი გვინდა?-
-5 წავიღოთ-
-მარტო 5?-
-არა, 5-5-
-5-5?-
- ხო თითო ფერიდან 5-
-კარგი-
დრო გვქონდა ამიტომ ყვავილებისთვის 15:30(ოთხის ნახევარზე) დავბრუნდებით.
სახლში მისულებმა ვჭამეთ რადგან მე არაფერი მიჭამია და როგორც ჩანს მიკაც არ იყო ჭამის წინააღმდეგი.
-ისე მიკ შენ სკოლაში არ უნდა ყოფილიყავი?-
-დღეს არ წავედი-
-რატომ?-
-გაკვეთილები არ მისწავლია-
-ნუ მატყუებ-
-არა მართლა, ვეღარ მოვასწარი-
-მიკა სკოლაში ხომ ყველაფერი კარგად გაქვს?-
-კიი-
-ტყუილები საშინლად არ გამოგდის-ჭამა დავასრულე და თეფში ნიჟარაში ჩავდე- ვინმე გაბრაზებს?-
-არა-
-აბა რა ხდება?-
-არაფერიც არ ხდება-
-არა რაღაც ხდება და ამას ასე არ დავტოვ-მიკა ოხრავს-ხვალიდან მე გატარებ სკოლაში-
-არა-
-კი-
-რა საჭიროა შენი წამოსვლა-
-ვიღაც ჩემს დას აწუხებს და შენი აზრით არ უნდა ჩავერიო?-
-არა არ უნდა ჩაერიო-
-ანუ ვიღაც მართლა გაწუხებს-
-არა ეგ არ მითქვამს-ოთახისკენ დაიწყო სვლა
-მაგრამ არც უარყავი-
-აჰჰ-
-ჩაიცვი ნახევარ საათში გავდივართ- ესღა მივაძახე და მეც გავემართე ოთახისკენ.
შხაპი მივიღე, ჩავიცვი და დაბლა დავიწყე მანქანასთან მიკას ლოდინი
-დიდება შენს გამოჩენას- ვამბობ მიკას დანახვისთანავე და მანქანის წინა კარს ვუღებ, ისიც მადლობას მიხდის და ღვედს ირგებს, მეც ვჯდები ჩემს ადგილზე და ჯერ ყვავილების მაღაზიაში შემდეგ კი მუსიკალურში მივდივართ.
მუსიკალურში მისვლისას, დარბაზში ადგილს ვიკავებთ და ბეტის ველოდებით.

ბეტის POV:
კონკურსი დაიწყო და მე კანკალი მიტანს. როგორც ყოველთვის ის შეგრძნება მეუფლება თითქოს ნოტები მავიწყდება. კულისებში ვარ და ვცდილობ დავწყნარდე.
-ბეტ შენი გამოსვლაა-მეძახის მასწავლებელი, მეც ღრმად ვიწყებ სუნთქვას და გავდივარ. დარბაზში მყოფ ხალხს არ ვუყურებ, ვიცი მერე უფრო შემეშინდება. ვიოლინოს აწყობას ვიწყებ და როცა ვაწყობ ხათუნას ვაშტერდები, თავს ვუქნევ იმის ნიშნად, რომ მზად ვარ  და დაკვრას ვიწყებ. შუა ნაწილში ხათუნა ვეღარ უკრავს ტემპში, მე კი პანიკა მიპყრობს, მაგრამ არ ვჩერდები და ბოლოშიც ჩავდივარ. ძლივს დავამთავრე. მთელი ეს პერიოდი ერთ წერტილს ვუყურებდი და რომ დავამთავრე ახლაღა შევნიშნე სავსე დარბაზი. რამოდენიმე ბავშვმა ყვავილიც ამომიტანა. თავის დაკვრის შემდეგ სცენიდან ჩამოვდივარ და ჩემი მასწავლებლის გვერდით ვიკავებ ადგილს. ველი როდის დასრულდება კონკურსი. კონკურსის დასრულებამდე ცუდად ვხდები, ჰაერი არ მყოფნის ამიტომ გარეთ გავდივარ და ხარბად ვისუნთქავ.
ვხედავ როგორ მოდის ვიღაც დიდი ვარდების თაიგულით, მაგრამ სახეს ვერ ვხედავ
-ეს თქვენთვისაა მის ბეტ-
ახლაღა ვამჩნევ თეჰიონს რომელიც კაცის უკან დგას რომელსაც ყვავილები უჭირავს.
-ვოუ მადლობა საჭირო არ იყო, თანაც ამდენი, რატომ შეწუხდით?-
-რა შეწუხებაა. შესანიშნავად დაუკარი- უცებ თავის ტკივილი მახსენებს თავს
-მადლობა- ახლა თავრბუც მესხმის და უცებ ყველაფერი შავდება.

მევიოლინეWhere stories live. Discover now