თავი 1

1.6K 90 143
                                    

უკვე სამი თვეა ამ საგიჟეთში ვარ.

ფსიქოლოგები ჩემს "განკურნას" ცდილობენ.

უბრალოდ სასაცილოა, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ.
ამ საგიჟეთში კი უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ მოვხვდი.

მე ხომ უბრალოდ 5 ადამიანი მოვკალი და მათი სისხლით კედელზე შედევრი დავხატე.

კარგით,მართალია ეგ ადამიანური საქციელი არაა.

მე მართლაც რომ სხვებისგან განსხვავებული ვარ.

აქ ჩემი ადგილი არაა,მე ნამდვილად არ ვგავარ აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც კედლებს თავს ურტყავენ,თმებს იგლიჯავენ და მთელი დღე თავიანთ წარმოსახვით მეგობრებს ელაპარაკებიან.

ამიტომ დღეს ამ ადგილს თავს დავახწევ.

AUTHOR P.O.V

დერეფანში სწრაფი და ხმამაღალი ნაბიჯების ხმა ისმოდსა.

თეთრ ხალათიანი მოხუცი სწრაფად მიემართებოდა მთავარი ფსიქოლოგის კარებისკენ.

პირდაპირ შერბის მის კაბინეტში, შეშფოთებული და ანერვიულებული კი აქეთ-იქით დადის.

-სიტყვებს ვერ ვპოულობ.
არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ გადმოვცე.-ჭაღარა თმაში ხელები შეიცურა და ფსიქოლოგს პირდაპირ თვალებში შეხედა,რომელსაც ვერაფერი გაეგო თუ რა ხდებოდა.

-ანტონ დაწყნარდი და მითხარი რა ხდება.-ფსიქოლოგს აღელვება დაეტყო.

-ბატონო ნამჯუნ,ხომ იცით ჩვენი მეცნიერული მოსაზრება ფსიქოპატის გენზე.-ნამჯუნმა სახე დაასერიოზულა,ეს თემა ზედმეტად მნიშვნელოვანი იყო.

-კარები დაკეტე და ყველაფერი დაწვრილებით ამიხსენი.-მოხუცმა სწრაფად მიკეტა კარები და მაგიდის წინ მდგომ სავარძელზე დაჯდა.

-ჩვენი მოსაზრება ფსიქოპატის გენზე გამართლდა.-ნამჯუნს სახე ეცვალა,სულ გაფითრდა.
ყურებს ვერ უჯერებდა.
ეს ძალიან სერიოზული საქმე იყო.

🔞👨‍🏫შეშლილი მასწავლებელი👨‍🏫🔞 | J.JK(დასრულებული)Where stories live. Discover now