X

658 38 0
                                    


ნოა მთელი  ვნებით  მკოცნიდა, მისი სიმხურვალე, ჩემი კანკალი, მისი სუნთქვა, მისი შეხება და ეს კოცნა რა ხდება?!
ყველა გამოშტერებული გვიყურებდა ისე ვიყავით თითქოს შეყვარებულები დიდი ხნის მონატრებულები  ერთმანეთს შეხვდენენო

გავიაზრე. რა ხდებოდა ჩემს გარშემო. სად ვიყავი  და ახლა რას ვაკეთებდი.
კოცნა შევწყვიტე ნოას ხელები სხეულიდან მოვიშორე და გავიქეცი...
- დეა
- ნოა რა ხდება?!
- ყველაფერს მერე აგიხსნი ნია.
გამომყვა

სკოლის დერეფანში მივრბივარ და ვტირი მაგრამ არ ვიცი რატომ
- დეაა მოიცადე!
- .....
ხმას არ ვცემ ახლა უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა
ვგრძნობ როგორ მიახლოვდება ნოა როგორ  მკიდებს ხელს და მაჩერებს...
- რა გინდა!
- რამე ცუდი გავაკეთე?!
- ამას მართლა მეკითხები?!
- შენ რა ტირი?!
- არა
ხელი სახეზე მომისვა  რომ ცრემლი მოეშორებინა მაგრამ ხელი უხეშად  გავკარი
- ეს რატომ გააკეთე!
- დეა რა გჭირს?
- მე რა? მჭირს ეს შენ რა გჭირს ბანაკის მერე სულ უცნაურად იქცევი
- ......
- ჩემ მიმართ პირველად ხარ ასეთი.     მიცავ, საჩუქრებს და სურპრიზებს მიწყობ, აღარ მაღიზიანებ და ახლა ეს... კოცნა
- რა იყო ეს ნოა რატომ გააკეთე
- ხოო შევიცვალე, გაკოცე რადგან შემიყვარდი შენ კი ეს როგორც ჩანს  არც კი გახსოვდა
- რ...აა? გუ....ლი..სხმობ?!
გაოგნებული ვეკითხები
- ბანაკში როცა ის შემთხვევა მოხდა როცა საწოლში დაგაწვინე და ეს სიტყვები გითხარი ,,შენ ხარ ის უბედური ვინც მე მომწონს ,, მაგრამ შენ ეს ვერ გაიგე მე კი ამ გრძნობის დამალვა აღარ შემიძლია ვერ ვისვენებ შენზე ფიქრით იმაზე ფიქრით რომ ჩემგან შორს ხარ და იმ....
- გეყოფააა!
გაურკვევლობისგან ხმამაღლა დავიყვირე და ნოა გავაჩუმე თუმცა თვალებში დამიბნელდა ფეხებში ძალა დავკარგე და მუხლებში  ჩავიკეცე ერთადაერთი რისი დანახვაც მოვასწარი ის იყო რომ ნოა დავინახე რომელიც ჩემს დაჭერას ცდილობდა
- ,,დეააა!,,...
ამის მეტი აღარაფერი მახსოვს.












როცა ვიღვიძებ და ვმოძრაობ ვგრძნობ როგორ მტკივა თავი და ხელი რომელიც დაცემის დროს ცუდად მომყვა შემდეგ მესმის ნაცნობი ხმა
- დეა? გაიღვიძე 
- დედა?
- როგორ ხარ პატარავ?
- სად ვარ?
- საავადმყოფოში
- რა მოხდა?
- შენი დაბადებისდღის წვეულებაზე გონება დაკარგე
უცებ გამახსენდა ყველაფერი რაც წვეულებაზე მოხდა
- ჯანდაბა თავი საშინლად მტკივა
- დედა ნია? ბავშვები? ისინი სად არიან?  ხომ კარგად არიან?
- კი დაწყნარდი გარეთ გიცდიან
- შეიძლება რომ მხოლოდ ნია შემოვიდეს?
- არა საყვარელო ჯერ ცოტახნით დაისვენე
- დედა?! გთხოვ?
- კარგი ცოტა ხანი
- კაი
ნია შემოვიდა პალატაში
- დეაა? ჩემო ლამაზო როგორ შემაშინე?!
- მაპატიე
- როგორ.ხარ? რამე ხომ არ გტკივა
- არაფერი. მისმინე ყველაფერს აგიხსნით ის კოცნა რაც......
- დეა?! დაისვენე მაგას მერე  აგვიხსნი დამშვიდდი
- მადლობა.
- ჩემო საწყალო გოგო როგორ შემაშინე რამდენი რამ გადაგხდა თავს. * ჩამეხუტა*
- ნოას ხელში კიდე კარგად ვარ
- აუცილებლად მომიყევი მერე რა მოხდა
- კარგი

უცებ პალატის კარი კექიმმა შემოაღო
- ოჰ ქალბატონო იუბილარო გაგიღვიძიათ
- გამარჯობა
- გამარჯობა გამოჯანმრთელებას გისურვებ.
- დედაშენს უკვე ველაპარაკე შეგიძლია უკვე სახლში წახვიდე
- მადლობა
- არაფრის მე ხელს აღარ შეგიშლით

- მოდი დეა დაგეხმარები.





საბოლოოდ იმ დღეს სახლში დავბრუნდი შედარებით კარგად ვიყავი მაგრამ სკოლაში ვერ წავიდოდი და თავს ისე ვერ მოვიკატუნებდი თითქოს ჩემ დაბადებისდღეზე  არ  ამიხსნა სიყვარული იმ ადამიანმა ვისი მოკვლაც ერთ დროს მინდოდა.
ახლა მხოლოდ დასვენება, მარტოობა და ფიქრი მჭირდება.

,,სიძულვილიდან სიყვარულამდე,,(დასრულებული)Where stories live. Discover now