6

447 56 46
                                    

როდესაც აეროპორტში ეს ყველაფერი დავინახე,თავი არარაობად ვიგრძენი..
არვიცი.
ასე რატომ შევეზიზღე არმის..
ასე რატომ მიმეტებენ..

მხოლოდ ის მახსოვს რომ ჯონგუკმა ხელჩაკიდებული "გამათრია" ხალხის ბრბოდან..

მანქანაში ვტიროდი..
სუსტი ვარ..
მძულს საკუთარი თავი,არა იმის გამო რაც მოხდა,არამედ იმიტომ რომ სუსტი და უსუსური ვარ!
ყოველთვის ჯოხი ჩემზე ტყდება..
ყოველთვის მე ვარ უძლური..
ყოველთვის მე ვარ ჰეითის მსხვერპლი..

ჯონგუკი?-მასაც ხომ შეეხო ეს ამბავი?
ისიც ხომ ისეა დამნაშავე როგორც მე?
მაგრამ რა? ნერვიულობს?ტირის ჩემსავით?პანიკებს აწყობს?
პასუხი ერთია

არა..

სასტუმროში ყველა თავის ოთახში წავედით,გვიანი იყო დასვენება გვჭირდებოდა..

უკვე ვწვებოდი მაგრამ გული მაინც ჯონგუკისკენ იწევდა..
საათს დავხედე,01:40 წუთია..

ათ წუთში დააკაკუნებს..

01:55..აქამდე უკვე მოვიდოდა..
ნუთუ დაეძინა?
დაავიწყდა?
ხომ არ ეგონა რომ ვიძინებდი და თავი შეიკავა?

უკვე 01:59..

კარზე კაკუნია..
გახარებული წამოვხტი და კართან მივვარდი..გავხსენი და ჯონგუკი იყო..

ახლა რაღაც სხვანაირად გამიხარდა მისი დანახვა..

–ჰიონ..გავისეირნოთ?-მითხრა და თავი საყვარლად გადახარა გვერძე..
–როგორც ყოველთვის..-ყველაფერი გადამავიწყდა და გულწრფელად გავუღიმე,შემატყო და მანაც ლამაზად გამიღიმა.
თითქოს გაუხარდა..თითქოს.

ჩვენ სასტუმროს გარეთ დავხეტიალობდით..სტაფების გარეშე მარტო და ასევე შორს გასვლა გვეკრძალებოდა...

იქვე მაღაზიას მოკრა თვალი,ხელი მაჯაზე ჩამჭიდა და გიჟივით შევვარდით.

შუა ღამეა,შენობაში კი თითქმის არავინ იყო.

–ბანანის რძე ხომ გინდა?-თვალი ჩამიკრა მან და იმ მხარე წამიყვანა სადაც რძე ეგულებოდა.

k-dramaWhere stories live. Discover now