19

427 60 26
                                    

-ჯიმინ ჰიონი საყვარელია- ჩაიხითხითა ჯონმა და ლუდი მოსვა,შემდეგ კი პაკის კომენტარები წაიკითხა.

"ჰაჰაჰა,მინდა თმა უკან შეგიკრა"

ჯიმინის ეს კომენტარი წაიკითხა და ჩაიხითხითა.
გაუხარდა,სითბოთი აივსო..

-ჰიონ-კამერასთან ახლოს მივიდა-მოდი ჰიონ..-მორცხვად გაიღიმა ჯონმა.

რამდენიმე წამში,ეკრანზე ჯიმინის ახალი კომენტარი გაჩნდა.

"ჩემო პატარა,ბევრი ჭამე,მე მალე მოვალ.."

ეს კომენტარი ხმამაღლა არ გაუჟღერებია.
ჯონგუკი არეული იყო.
ბედნიერიც,დაბნეულიც.
ჰიონს ელოდა..

ჯონგუკმა ლაივი ნახევარი საათით კიდევ გააგრძელა და შემდეგ გათიშა.

ტელევიზორი ჩართო და რაღაც სისულელების ყურება დაიწყო.
სინამდვილეში მისი გონება,სხვაგან იყო.
სადღაც,ვიღაცასთან..

კორეული დროით ღამის სამი საათი იყო.

ჯონს ყოველგვარი იმედი გადაეწურა იმისა,რომ პაკი მოვიდოდა...

მალევე კარზე ზარის ხმა გაისმა.
უმცროსი დივანს გადაახტა და კარი გახარებულმა გააღო.

-შეიძლება?-იკითხა პაკმა და ორი ბოთლი სოჯუ,ხელებით ასწია.

ჯონმა გაიღიმა,გვერძე გაიწია და პაკს გზა დაუთმო,რათა ოთახში შესულიყო.

ბიჭებმა სოჯუ დალიეს,სნექებიც მიირთვეს..
საუბრობდნენ.
იცინოდნენ,ძველ დროს იხსენებდნენ..

ორივემ იცოდა, რატომაც იყო მოსული პაკი..
მაგრამ ვერცერთი ბედავდა იმ თემაზე საუბარს..

თითქოს რაღაცას გაურბოდნენ,ეშინოდათ.
მათ შორის არსებული რაღაც,სტკენდათ..
ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ და ერთმანეთის ყურებით ტკბებოდნენ..

კი,აქედან ერთი თავდავიწყებით იყო შეყვარებული.
მეორეც! მაგრამ მისი შინაგანი ქვეცნობიერი,ჯერ კიდევ ვერ აღიარებდა ამას..

k-dramaWhere stories live. Discover now