14

411 53 21
                                    

-როგორი იყო ტოკიო?-იკითხა ჯივუნმა.ჩვენ კი ერთ ადგილას გავიყინეთ.

მან საიდან იცის..

-ძალიან კარგი..დავისვენეთ-თქვა ჯონგუკმა,მე კი მშვიდად ამოვისუნთქე..

-ააჰ,მართლა?მიხარია-ჩაიცინა ჯივუნმა.
-მაშინ სხვანაირად გკითხავთ.როგორი იყო სექსი?-თქვა მან მე კი წავბორძიკდი..ეს..

მან საიდან იცოდა..არა არა!
ჯონგუკს შევხედე,მის სახეზეც შიში აღინიშნებოდა.ჯივუნი კი გამარჯვებულად იცინოდა.

-რა სისულელეებს როშავთ..-ხმის კანკალით ვთქვი მე,მაგრამ ჯივუნმა უჯრიდან რაღაც ამოიღო და მაგიდაზე დადო..მეხსიერების ბარათი?!

-ეს რ..ა არის..-ჯონგუკი ნელა მიუახლოვდა მაგიდას.

-იმედები გაგიცრუეთ ბიჭებო?-თავი გვერდულად გადახარა ჯივუნმა.

-საიდან იცი..-ხმამაღლა მომივიდა..თვალები დავხუჭე,არ მინდოდა რომ ეს ყველაფერი რეალობა ყოფილიყო.

-ოოოოჰ ჯიმინშიი! ასეთი სულელი რომ არ ყოფილიყავი, სერიალში დომინანტის როლს, შენ მოგცემდი-თქვა და სავარძელში ჩაესვენა.
-შენ რა გჯერა რომ იმ სასტუმროში, ნომერი მართლა ჯონგუკმა დაჯავშნა?ან შენ ჯონგუკ?არ მითხრა რომ გჯერა შენი საყვარელი სტაფის,რომელმაც ვითომ შემთხვევით დაგიჯავშნა ასეთი რომანტიკული ოთახი..

-რა სისულელეებს როშავ-თქო! რა ჯანდაბაააა! საიდან იგონებ ამ ყველაფერს,ეს რა არის..-სხეული მიკანკალებდა..

-მაინცდამაინც უნდა დაგიკონკრეტო რა არის?თქვენ ვერ უნდა მიხვდეთ? ასეთი იდიოტები როგორ ხართ!-დაიღრიალა მან.

-ასე რომ..ბიჭებო ჩემგან გაქცევას ნუ ეცდებით..-თქვა და ფეხი ფეხზე დაიდო.

-თორემ ხომ იცით რაც მოხდება?-სიგარეტს მოუკიდა-არამგონია მიხვდეთ..აგიხსნით..

-ამ ყველაფრის გავრცელება წამში შემიძლია.უბრალოდ ერთი ღილაკია საჭირო და ბაჰ! მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში ნახავენ როგორი ცეცხლოვანი ღამე გქონდათ..არა ჯონგუკ? მოისმენენ, როგორ კვნესოდა ჯიმინი შენს ქვემოთ..როგორ თხოვდი რომ გინდოდ..-გული მერეოდა.თვალები დახუჭული მქონდა მაგრამ ვტირდოდი..მუხლებზე დავეცი..განადგურებული ვიყავი.
რასაც ახლა ჯივუნი ამბობდა..ყველაფერი სიმართლე იყო..

k-dramaWhere stories live. Discover now