3.

84 10 17
                                    

-    თქვენ რა არ მისმენთ?
-    დამშვიდდი ნიამ, ის ჩემთანაა
ეს ხმა, 10 წელიაა ველოდები ამ ხმის მოსმენას , 10 წლის განმავლობაში ბევრჯერ მიფიქრია როგორ შევხვდებოდი მას , ბევრი ვარიანტიც განმიხილავს, მაგრამ ამ სიტუაციას ვერ წარმოვიდგენდი. ისევ ხესავით გაუნძრევლად ვდგავარ , მთელი სხეული გამიჩერდა, მას თვალს არ ვაშორებ, ისიც უტუხად მიყურებს .
-    ვინმე ამიხსნით აქ რა ჯანდაბა ხდება? - ჯიმინი

მის სიტყვებზე როგორც იქნა გამოვფხიზლდი
და სირბილით დავტოვე ოთახი , გამწარებული მივრბოდი
-ვივიენ, მოიცადე, დამელოდე , ვივიენ!!
უკან ხმა მესმოდა, ჰოსოკი იყო, ნაბიჯს უფრო ავუჩქარე, მაგრამ დამეწია, მკლავში ხელი მომკიდა და მისკენ შემატრიალა. მის გულ-მკერდს მივეჯახე, ორივე ღრმად ვსუნთქვადით და რამდენიმე წამის განმავლობაში ვუყურებდით ერთმანეთს.
-გამიშვი, მტკივა
-მაპატიე,გთხოვ ნუ გარბიხარ ვილაპარაკოთ
-არ ვფიქრობ, რომ რაიმე გვაქვს სალაპარაკო
-მაშინ აქ რატომ მოხვედი?
- რა შენი საქმეა?
- ისევ ისეთი ბავშვური და ჯიუტი ხარ , წამოდი

ხელი მომკიდა და სადღაც მიმათრევდა.
-ჰეი გამიშვი სიარული ჩემითაც შემიძლია
- რომ გაგიშვა გაიქცევი, თან უკვე ერთხელ გაგიშვი და მას შემდეგ 10 წელი გავიდა , აღარ მინდა იგივე სისულელე გავიმეორო.

მის სიტყვებზე ვფიქრობდი, თუ სისულელედ თვლიდა რატომ არ მომძებნა? რატომ არ მოვიდა? ერთხელ მაინც რატომ არ დამირეკა?

***.

რომელიღაც ოთახში შემიყვანა, აქ დაჯექი, ჩვენგან რამდენიმე მეტრით დაშორებულ სავარძელზე მიმითითა. 5 წუთში დავბრუნდები, არ გაიქცე.
თავი დავუქნიე და სავარძელში მოვთავსდი. სულელივით მეღიმებოდა, ის ისეთი ლამაზი და დახვეწილია.
მალევე დაბრუნდა ორი ყავით ხელში , ჩემს წინ დაჯდა და ლატეს ჭიქა ჩემ მხარეს გამოასრიალა.
-არ დაგვიწყებია
- იმიტომ რომ შენ არ დამვიწყებიხარ
- ხო? შენი ქმედებები სხვას ამტკიცებს ჯონგ ჰოსოკ.
არ მპასუხობდა, უბრალოდ იჯდა და მიყურებდა , დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა, სულელივით იღიმოდა და ისე მიყურებდა თითქოს მსოფლიოში ყველაზე საოცარ ქმნილებას უყურებდა.
-    ნუ იღიმი, მაღიზიანებ.

First loveWhere stories live. Discover now