2

1.3K 65 0
                                    

ვივიენი და იზაბელა ბავშვობიდან მეგობრობენ. ერთმანეთს ყველაფერს უზიარებენ და თუ რომელიმე გასაჭირშია არაფერს არ დაინენებენ ერთმანეთისთვის. მათი მშობლები კლარა და ნატალი ახლო მეგობრები იყვნენ, ერთად უძღვებოდნენ ბიზნესს. კლარას გარდაცვალების შემდეგ ნატალიმ ბევრჯერ ცადა მეგობრის შვილებს დახმარებოდა, მაგრამ ყოველგვარ ფინანსურ დახმარებაზე მათგან უარი მიიღო. ამის გამო ძალიან წუხდა რიჩების ოჯახი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

-იზი, როგორ ხარ?-ფრთხილად ჰკითხა ქერა, ლამაზი შესახედაობის გოგონამ.

-კარგად, შენ?-აკანკალებული ხმით მიმართა სიცივისაგან გალურჯებულმა იზაბელამ.

-იზი არ ხარ კარგად, მე მაინც ნუ მომატყუებ!-მართალია იზაბელა კარგად არ იყო, პატარაობიდანვე ცუდად მოქმედებს მასზე ხმამაღალი საუბარი, როდესაც ვინმე მის ირგვლივ ხმას უწევს მაშინვე კანკალი ეწყება და ხშირად ტირის კიდეც.

-არაუშავს გამივლის.-თავს ძალა დაატანა და მეგობარს გაუღიმა, საპასუხედ კი ჩახუტება მიიღო.

-სულ გაყინული ხარ! რა გჭირს?-აღელვებულმა ჰკითხა მეგობარს.

-არაფერია, ფეხით მოვედი და შემცივდა.-მშვიდად უპასუხა იზაბელამ.

-ამ ყინვაში ფეხით რამ წამოგიყვანა, ტაქსით წამოსულიყავი!-მკაცრად მიუგო ვივიენმა.

-ფული არ მქონდა.-თავჩახრილმა უპასუხა და თვალიდან გადმოგორებული ცრემლი სწრაფად მოიშორა. ვივიენს გულში რაღაც ჩასწყდა, უნდოდა ეთქვა რომ ფულს მისცემდა, მაგრამ იცოდა ამაზე იზაბელას როგორი რეაქციაც ექნებოდა, ამიტომ ხელზე ხელი მოჰკიდა და ხმისამოუღებლად განაგრძო მასწავლებლის მოსმენა. იზაბელასთვის საშინლად დაიწყო დილა, მაგრამ უკვე მიეჩვია თითქმის ყოველი დღე მისთვის ერთნაირია. მთელი გაკვეთილი ჩუმად იჯდა და ფანჯარაში მოფარფატე ფიფქებს შესცქეროდა. ზარის დარეკვის შემდეგ უემოციოდ აკრიბა თავისი ნივთები და კაფეტერიისკენ დაიძრა ვივიენთან ერთად. გზაში ითანი შეხვდა სკოლის პოპულარული ბიჭი, რომლისაც ყველას ეშინია ამბობენ რომ მამამისი ცუდ საქმეებშია ჩართული, მაგრამ იზაბელა არასდროს დაინტერესებულა მისი ოჯახითა და თვით ითანითაც კი.

MAFIA!Where stories live. Discover now