33

1K 41 20
                                    

ჯერ კიდევ გაოგნებულები იყვნენ ექიმის სიტყვების შემდეგ, ვერცერთი ვერ ხვდებოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდათ ამაზე. ლუკასს ახლა უფრო მეტად სურდა სასტიკი გზებით მოეკლა ის, ვინც იზაბელას შეეხო. მას ან ბავშვს რომ რამე მოსვლოდათ ამას ვერ გადაიტანდა, იმაზე მეტად შეუყვარდა იზაბელა ვიდრე წარმოიდგენდა. დერეფანში ერთ-ერთ სკამზე ზის, მძინარე ლილე მკერდზე ჰყავს მიხუტებული და მოთმინები ელოდება იზაბელას გაღვიძებას. პატარას მოცუცქნულ სახეს აკვირდება და ხვდება როგორ უყვარს, არ დაუშვებს მას რამე დაემართოს. ამდენი ხნის მანძელზე ლუკასს არავინ არ ჰყავდა ისეთი ვის გამოც ყველაფერს დათმობდა, ახლა კი მზადაა ლილესა და იზაბელას გამო ნებისმიერ რამეზე თქვას უარი.

-გილოცავ ძმაო.-უხერხული სიჩუმე დაარღვია ლუიმ და ძმას მხარზე ხელი დაარტყა.

-მადლობა...-ვერაფირი მოიფიქრა ამის გარდა რა ეთქვა.

-ნეტავ ბიჭი იქნება თუ გოგო?-ინტერესით იკითხა სარამ.

-მთავარია ჯანმრთელი იყოს, ეგ არ არის მნიშვნელოვანი.-ჭკუა დაარიგა შვილს ელეონორმა და გადაღლილ ლუკასს შუბლზე აკოცა. ვერ იტანს როდესაც რომელიმეს რაიმე განსაცდელის გამოვლა უწევთ, ბავშვობიდანვე სამივე მუდმივად სტრესის ქვეშ იყვნენ, ელეონორის ქმარი საშინლად ექცეოდა მათ, შვილების მიმართ ყოველთვის მკაცრი და სასტიკი იყო. ერთხელაც არ მოქცეულა ნამდვილი მამასავით. მისი გარდაცვალების შემდეგ ლუკასი იძულებული გახდა მაფიას შეერთებოდა, ელეონორი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, მაგრამ იცოდა სხვა გზა არ ჰქონდათ.

-პაციენტმა გაიღვიძა, შეგიძლიათ რამდენიმე წუთით მასთან შეხვიდეთ. გაითვალისწინეთ მხოლოდ ერთი ადამიანი.-ექიმის სიტყვების გამო გახარებული ლუკასი წამში წამოხტა სკამიდან, ლილე სარას მიუყვანა, შემდეგ კი ექიმს სწრაფი ნაბიჯებით გაჰყვა. პალატაში ნახულმა გული მოუკლა, საწყალი გოგონა დალურჯებული სხეულითა და უამრავი კათეტერით გაუნძრევლად იწვა საწოლზე, ჩაწითლებული თვალებით უემოციოდ გაჰყურებდა ფანჯარაში, სახეზე კი ფერი არ ედო.

MAFIA!Where stories live. Discover now