3

1.1K 58 0
                                    


ნახევარ საათში უკვე სამსახურში იყო იზაბელა. მისვლისთანავე უფროსის კაბინეტისაკენ დაიძრა რათა ნებართვა აეღო სოფის შენობაში ყოფნაზე. კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ ნელა შეაღო.

-გამარჯობა, შეიძლება ჩემი და აქ იყოს სანამ მუშაობას დავასრულებ? ხელს არავის არაფერში არ შეუშლის.-ხმისკანკალით ჰკითხა უფროსს. კაცმა მკაცრად შეათვალიერა გოგონა და მობეზრებული ხმით უთხრა:

-კარგი, მაგრამ თუ რამეს დააშავებს შენ აგებ პასუხს!

-არაფერს დააშავებს გპირდებით.-უფროსის პასუხისგან გახარებულმა წარმოთქვა.

-კარგი ახლა წადი, სტუმრები მალე მოვლენ, იცოდე ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. რასაც გეტყვიან უსიტყვოდ შეასრულებ!-თავიდან მშვიდი ტონი ბოლოში გაამკაცრა შუახნის კაცმა. იზაბელა სწრაფად გამოვიდა კაბინეტიდან და პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა, თანამშრომლებს მიესალმა და ჯერ კიდევ გაბუტულ სოფის ლოყაზე აკოცა.

-ჩემო პრინცესა, ახლა მე უნდა წავიდე შენ კი აქ დამელოდე და არსად წახვიდე, კარგი?-ღიმილით მიმართა პატარას. სოფიმ მხოლოდ მსუბუქად დაუქნია თავი და იქვე სკამზე ჩამოჯდა. იზაბელამ სწრაფად ჩაიცვა მიმტანის ფორმა და თანამშრომლებს შეუერთდა.

-გოგოებო იცით რა სიმპატიური სტუმრები გვყავს?-აღტაცებით დაიწყო ჭორაობა ერთერთმა.

-ხოო, გავიგე რომ მდიდრები არიან, თან ზედმეტად სექსუალურები.-დაეთანხმა ქერა ახალგაზრდა გოგოც.

-მე კიდევ მოვისმინე რომ საშიშ ხალხია.-წარმოთქვა შავგვრემანმა, ლამაზი შესახედაობის გოგონამ.

-მორჩით ჭორაობას, ჯობია საქმეს მივხედოთ!-გაბრაზებული ტონით წარმოთქვა ახალგაზრდა ბიჭმა.

-კარგი რა ნიკ, ნუ ხარ ეგეთი სერიოზული.-დამცინავად მიუგო ბეატრისმა ბიჭს და მხარი გაკრა. სანამ იზაბელა საქმეში იყო გართული სოფიმ ძალიან მოიწყინა, ამიტომ ცოტა გასეირნება გადაწყვიტა. მართალია დამ გააფრთხილა რომ ოთახში დარჩენილიყო, მაგრამ არაფერი დაშავდება თუ ცოტას გაივლის და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდება. ჩუმად გამოაღო გასახდელის კარები და ფრთხილად გაუყვა დერეფანს, ეშინოდა იზაბელას არ დაენახა თორემ დატუქსვა არ ასცდებოდა. ცოტახანში ლამაზ დარბაზში შეაბიჯა, ისე მოიხიბლა გარემოს თვალიერებით ხალხის ფეხის ხმაც კი ვერ გაიგო.მხოლოდ მაშინ აიხედა ზევით როცა ვიღაცის ძლიერ სხეულს შეეჯახა.

MAFIA!Where stories live. Discover now