•4•

698 54 20
                                    

Author pov:

ადამიანი არაფერია თუ არა ინპულსური არსება. ემოციებს, გრძნობებს აყოლილი. რა იქნებოდა ადამიანს გული, რომ არ ჰქონდეს? ალბათ, ისე ვიცხოვრებდით, როგორც რობოტები! არავითარი ემოცია, სურვილი, გრძნობა. ჯონგუკი სწორედ ისეთი ადამიანი იყო გული, რომ არ ქონდა. ჯერ კიდევ პატარა იყო, რომ ამოგლიჯეს! მაგრამ სასწაულები, ხომ ხდება არა? რატომ გვაქვს ადამიანებს ამის იმედი? იქნებ უბრალოდ იმდენად უსუსურად ვგრძნობთ თავს ამ სამყაროში, რომ ეგღა დაგვრჩენია! ალბათ, ახლა ბევრი განიკითხავთ მას! ასე უეცრად როგორ შეეგუა უცხო ქალაქში ყოფნას? ძმას? მამას? მაგრამ ოო, მეგობრებო, ადამიანი ხომ ამ სამყაროში ყველაფერს ეგუება მარცხის გარდა! ახლაც მანქანაში იჯდა და შეჰყურებდა მოღრუბლურ ცას! სადაცაა იწვიმებდა და ასეც მოხდა. თითქოს ამინდიც გრძნობდა იმას, რასაც ახლა შ/ს განიცდიდა. გოგონა მთელი გზაა ტიროდა და ხმას არ იღებდა.
- კარგი ახლა მორჩი რა ტირილს! - მობეზრებულად გააქნია თავი ბიჭმა. - კლუბში მალე მივალთ და ესე ატირებული უნდა იყო?
- მეზიზღები ვერ გიტან! საერთოდ ადამიანი როგორ გქვია? უგულო არსება ხარ! - ცრემლებს ამოაყოლა ის სიტყვები რასაც გულში გრძნობდა. ჯონგუკი კი საეჭვოდ ჩუმად იყო. ამასობაში, უკვე კლუბს მიუახლოვდნენ. მათ მანქანასთან ერთად მეორე მანქანაც გაჩერდა. საიდანაც თეჰიონი და ნამჯუნი გადმოვიდა. შ/ს ადგილზევე გახევდა, როდესაც ნამჯუნის ნაწყენი მზერა იგრძნო. მათი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა.
- ნუ უყურებ! - სახე ახლოს მიუტანა ჯონგუკმა და კბილებში გამოცრა. მანამდე კი კოცნის ინტერპრეტაცია გააკეთა. ნამჯუნს ეგონა, რომ მათ ერთმანეთს აკოცეს.
- გაიწიე! - ზიზღით კრა ხელი და მანქანიდან გადავიდა. მას ჯონგუკი მალევე მიჰყვა, ხელი ჩაკიდა და კლუბში ისე შევიდნენ.
ახალგაზრდები ერთმანეთში ირეოდნენ. კლუბში იმაზე მეტი ხალხი იყო, ვიდრე მანამდე.
- ვა, ვა... ნახე აქ ვინ მოვიდა! - იკითხა ჯიმინმა, რომელიც ცოტა მთვრალი იყო.
- შ/ს, მიხარია შენი ნახვა! - ღიმილით წავიდა სუნა და ატირებულ გოგოს გადაეხვია. - რამე მოხდა? - მაშინვე აფორიაქთა, როგორც კი გოგოს სახე შენიშნა.
- არა, არაფერი! - გაიღიმა გოგონამ და შეეცადა ჯონგუკის ხელისგან თავი გაეთავისუფლებინა.
- კარგი, მოდი დაჯექი! - მანაც გაუღიმა და თავის გვერდით ადგილი დაუთმო.
- აბა რას შვრებოდით უჩემოდ? - დაიწყო ჯონგუკმა საუბარი.
- არაფერს ისეთს, ვსვამდით!
- მოიცა, ესე მოწყენილობა იყო? - ჩაიცინა გვერდულად ჯონგუკმა.
- იდეა მაქ! - წამოიძახა დოჰუნმა. - ,,ს თუ მ" ვითამაშოთ! ოღონდ ბავშვური არა! - და ეშმაკურად აათამაშა თვალები!
- მე თანახმა ვარ!
- მეც! - ყველა თანახმა იყო, მხოლოდ შ/ს არ იღებდა ხმას!
- შ/ს, შენ რატო არ თამაშობ? - ჩაეძია ჯიმინი.
- არ მიყვარს ეს თამაში!
- ოოო, ახლა უფრო საინტერესოა! მიდი რა გთხოვ!
- კარგი, კარგი... - დანებდა ბოლოს.
- კარგი, დავიწყოთ! - წრე შეიკრიბა და თამაშიც დაიწყო! ზოგმა იქვე გაიხადა, ზოგმაც ისე ჩაკოცნეს ერთმანეთი მიდღემჩი რო არ იზავდნენ! ამ ყველაფერს სასმლის თანხლებით აკეთებდნენ და რა თქმა უნდა ეს ამართლებდა მათ საქციელს. ყველა მთვრალი იყო გარდა შ/ს-სა.
- ნამჯუნ, სიმართლე თუ მოქმედება? - წამოიწყო ჯიმინმა.
- სიმართლე! - თქვა ჯუნიმ.
- მაშინ, გვითხარი... რატომ და სად წახვედი მას შემდეგ რაც ჯონგუკი შ/ს-თან წავიდა? - ბოროტად ჩაიცინა ჯიმინმა. ნამჯუნმა მზერა შ/ს-ს გაუსწორა. გოგონამ, მეორე მამაკაცის მზერაც იგრძნო, რომელიც მისი გამოხედვით წვავდა.
- მე...მე შ/ს-თან წავედი! - სიტყვა გაუწყდა ნამჯუნს, თან შ/ს-ს თვალს არ აშორებდა. - რადგან, მე ის მომწონს! - თქვა ეს და გაიღიმა! შ/ს კი გაწითლდა და მოულოდნელობისგან შოკში ჩავარდა. ამ განცხადებას ოვაციები მოჰყვა. ჯონგუკი კი საეჭვოდ ჩუმად იყო. ხმა არ ამოუღია, დაავლო ხელი მის ჩაფხუტს და კლუბიდან გავარდა.
- ეი, ეი ჯონგუკ საით? - იყვირა ჯიმინმა, რა დროსაც შ/ს იქით გაიხედა საითაც ჯონგუკი გავიდა. არ ვიცი გულმა უბრძანა თუ ასე გახდა საჭირო, მაგრამ იქაურობა დატოვა და ჯონგუკს გაეკიდა.
- ჰეი, საით? - ხელი, მაჯაში ჩაავლო და იგრძნო როგორ უკანკალებდა ჯონგუკს ხელი.
- შენი საქმე არ არის! იქ დაბრუნდი სადაც სატრფო გელოდება! - კბილებში გამოცრა და ხელი გაითავისუფლა გოგონასგან.
- ამას რატო ამბობ? - გულუბრყვილოდ შეეკითხა გოგონა.
- სულელი ხარ! მეტი არაფერი შ/ს! - თავი გააქნია ჯონგუკმა. - გაჩუმდი და თავად უპასუხე ჩემს შეკითხვას! რატომ გამომყევი მე და რატომ არ დარჩი ნამჯუნთან? - ჰკითხა ეს და სახე მიუახლოვა. მარცხენა ხელით გოგონას სახე დაიჭირა და ცერა თითით ნიკაპის ხაზს მოეფერა.
- მე...მე..- ხმა აუკანკალდა გოგოს. ის, ის იყო ჯონგუკი კოცნას აპირებდა, რომ მოულოდნელად ნამჯუნი გამოჩნდა.
- შ/ს! - დაიძახა. ჯონგუკი მაშინვე მოშორდა გოგოს. - შ/ს, რა გინდა აქ? წამოდი ჩემთან ერთად! - ჯონგუკმა ჩაიცინა და გოგოს თვალები მიაპყრო.
- კარგი, მოვდივარ! - მზერა გაწყვიტა და ნამჯუნს ხელი ჩაკიდა. გარეთ წვიმაში მოლოდ ჯონგუკი დარჩა ჩაფხუტით ხელში.

***
ჯუნი და შ/ს ხელჩაკიდებულები დაბრუნდნენ უკან. ამის დანახვაზე ყველამ იფიქრა, რომ ისინი უკვე შეყვარებულები არიან.
- ვა, ვა! რა წყვილია ნახე! - თვალი ჩაუკრა ჯიმინმა. შ/ს კი მოულოდნელად ნამჯუნს ხელი გაუშვა.
- შ/ს, რა გჭირს? - ჰკითხა ნამჯუნმა და ხელებში მოიქცია გოგონას სახე!
- არაფერი, უბრალოდ... - წამოიწყო დაბნეულმა.
- ჩემმა აღიარებამ აგანერვიულა? ბოდიში თუ ასეა!
- არა, უბრალოდ მოულოდნელი იყო!
- ანუ? თანახმა ხარ? - იკითხა ეჭვისთვალით.
- ამმ, დრო მჭირდება ნამჯუნ! მართლა კარგი ბიჭი ხარ! ზრდილობიანი, საყვარელი, მაგრამ დრო მჭირდება! - ნაღვლიანად შეხედა ბიჭს.
- რამდენ დროსაც გინდა იმდენა მოგცემ! - გაუღიმა ნამჯუნმა და ლოყაზე ტკბილი კოცნა დაუტოვა.

***
სკოლაში, როდესაც შევიდა შ/ს უამრავი ადამიანის მზერა დაიჭირა, რომლებიც ისე უყურებდნენ გეგონება, ახლახანს კაცი მოკლაო. მიუახლოვდა კარადას. გახსნა, იქ კი წერილი დახვდა.

,, დილამშვიდობისა პრინცესა! ალბათ, ახლა შენს ახალ ბიჭთან ერთად მოხვედი სკოლაში! და ამ წამს შიშით კითხულობ ამ წერილს! დაიმახსოვრე, მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ! ახლა კი ამას, ისე მალე გავაკეთებ ვიდრე მოელი! დაიმახსოვრე, შენი ჯოჯოხეთი ახლა იწყება!"

- სიყვარულით ჩემგან!

_______________
ოოო, აბა დაიძმაბა სიტუაცია!😏
დღეს ადრე მოვრჩი სწავლას, ასე რომ ეს თავი ჩემგან!😚

_______________ოოო, აბა დაიძმაბა სიტუაცია!😏დღეს ადრე მოვრჩი სწავლას, ასე რომ ეს თავი ჩემგან!😚

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

"Conan gray" საკმაოდ კარგი მუსიკოსია მომწონს! გირჩევთ მოუსმინოთ!😉😘

თამაში | J.J.KWhere stories live. Discover now