•5•

736 51 13
                                    


Y/N pov:
არ ვიცი საიდან დავიწყო. ჩემი ცხოვრება სულ რამდენიმე კვირაში ერთ დიდ ცირკად იქცა. ნამჯუნი, ჯონგუკი, ახალი ბავშვები... მოულოდნელი აღიარება ნამჯუნისგან. მართალია, ბიჭების ყურადღება არასდროს მაკლდა. საფრანგეთშიც იყვნენ ისეთი ბიჭები, რომლებიც დღე და ღამ მაწუხებდნენ, მაგრამ ახალი ქალაქი, ის წერილი, ამ ყველაფერმა ჩემში დიდი ქაოსი გამოიწვია. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ნორმალური ადამიანებიც არიან. მიკვირს, მაგრამ თეჰიონი მართლაც უფროსი ძმასავით მექცევა. მეც ისე შევიყვარე ის... სუნა ისეთი მეგობარი გახდა არასდროს, რომ არ ვყოლია. ამ ყველაფრის დაჯერება არ მინდოდა, რადგან ნდობის დიდი პრობლემები მაქვს. მაგრამ სასწაულებიც ხდება, არა? და ამის უნდა ვიწამოთ.
ნამჯუნთან დაკავშირებით არ ვიცი რა ვქნა? დღეს ,,პაემანი" გვაქვს. დავთანხმდი, რადგან ვფიქრობ მასთან ურთიერთობა დამეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. პაემანი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბიბლიოთეკიდან იწყება. იქ ვაპირებთ შეხვედრას სკოლის, შემდეგ და კაფეში წავალთ. ახლა ჩემს ოთახში ვარ, დედა და მამა აგარაკზე წავიდნენ დღეს დილით, ორი კვირა არ იქნებიან. თეჰიონს უხარია ,,თავისუფლება". ჩანთას ვალაგებდი როდესაც დაბლიდან ხმაური მომესმა. ოთახიდან გამოვედი და დაბლა ჩავედი. იქიდან უკვე მესმოდა ხმები.
- თეჰიონა~ა, კარგი რა! გთხოვ წამოდი, თანაც შ/ს-ც წამოვა. - ჩემი სახელი როგორც კი შემომესმა კიბეებს მოვშორდი და კალიდორში გავედი. იქ კი ჯიმინი და სუნა იდგა.
- აიგუუ, შ/ს რა საყვარლად გამოიყურები, ამ დეგენერატულ ფორმაში! როგორ გიხდება, მე კიდე ქათამს ვგავარ! - მისალმების გარეშე დაიწყო სუნამ ჩემი შემკობა.
- დილამშვიდობისა! - მივესალმე ყველას. - სუნა, შენც ულამაზესი ხარ.
- აიშ, ნუ ამბობ ეგრე თორე ვწითლდები! - გაიცინა და მხარზე ხელი 'დამარტყა'.
- თეჰიონ, არ წავიდეთ? - მივუბრუნდი მას.
- ჰმ, კი! - უცებ, გამოერკვა ფიქრებიდან. - ჰო, წავიდეთ! - თქვა და მანქანის გასაღები აიღო.
- რა ჭირს ამას? - შემეკითხა ჯიმინი.
- არ ვიცი, ეს ორი დღეა უცნაურად იქცევა. - ვუპასუხე და მეც დავიწყე ფიქრი ამაზე. იქნებ რამე ცუდი ხდება?
- შ/ს, თეჰიონს ვეუბნებოდი, ჯონგუკი წვეულებას აწყობს თავის აგარაკზე ბუსანში. გთხოვ, ეგებ შენ დაითანხმო, რომ წამოვიდეს. თან შენც წამოხვიდოდი. - დაიწუწუნა სუნამ.
- სუნა, არ ვიცი. შევეცდები ის დავითანხმო, მაგრამ მე ვერ წამოვალ. დღეს სულ სხვა გეგმები მაქვს. - ამოვიჩურჩულე დარცხვენილმა. გეგმებში, რა თქმა უნდა ნამჯუნს ვგულისხმობდი.
- ჰმ, ზუსტად იგივე თქვა ნამჯუნმა. რამე ხდება? - ბოროტი ღიმილით შემომხედა ჯიმინმა.
- აიშ, ეს ვინაა? - თვალები აატრიალა სუნამ. - გაანებე თავი ამ გოგოს რა? - და თავში გემრიელად უთავაზა. გამეცინა.
- შ/ს, არ მოდიხართ? - გამომძახა თეჰიონმა.
- კი, თე მოვდივართ! - ვთქვი და სამივე ერთად მანქანას მივუახლოვდით.
მთელი გზა არც-ერთ ჩვენგანს არ ამოუღია ხმა. ინსტაგრამს ვსქროლავდი, მოულოდნელად ეს პოსტი რომ შემხვდა. აზრზე არ ვარ რატო, ან რა ჯანდაბად ამომიგდო ინსტაგრამმა ეს პოსტი? ან საერთოდ რატო მყავდა გამოწერილი?

თამაში | J.J.KWhere stories live. Discover now