***
ოთახში ბნელა, სამარისებული სიჩუმეა, რომელსაც გოგონას ტირილის ხმა არღვევს. მონოტონურად და ნელ-ნელა გაისმის მისი ქვითინი. საწოლზე მიწვენილი, საკუთარი მუხლებში ჩაფლული სწორედ ასე იცავს თავს. რისგან? იმ მონსტრისგან, რომელიც ბავშვობაში ყველას გვეგონა საწოლის ქვეშ არსებობდა, როცა რეალურად ისინი ადამიანებში სახლობდნენ. ხელში რაღაც ქონდა ჩაბღაუჭებული რომელსაც ალბათ საკუთარი სიცოცხლის ფასად არ გაუშვებდა ხელს. მოულოდნელად წამოდგა. ხელებით ცრემლები მოიწმინდა, თითქოს და საკუთარი თავი გაამხნევა, მაგრამ წამიც კი ვერ გაძლო და ისევ ქვითინი დაიწყო.
- ჯანდაბა, ორსულად ვარ!***
ცხოვრება. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა? ალბათ, ძალიან ბევრ რამეს. მოდი არ დავიწყებ ფილოსოფიურ და ორაზროვან საუბრებს იმის შესახებ თუ რა არის ცხოვრება? რას გვასწავლის და ა.შ. ეს ხომ ძალიან მომაბეზრებელია. ათასი ვინმე წერს, ათასი ვინმე გამოხატავს აზრს. მაგრამ რა? ცხოვრება ისევ ისეთი ერთფეროვანი და მოსაწყენია. ხშირად ხდება ისე რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ჩაკეტილი სამყაროს ბრალია და იქნებ ეგრეც არის? აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ სხვა ქვეყანაში წასვლით შენი ცხოვრება სრულიად ძირფესვიანად იცვლება ან ის ხდება, რასაც შენი ქვეცნობიერის ძალიან ღრმა ნაწილში აღტაცებით წარმოიდგენდი.
ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვვარაუდობდი, მაგრამ ხომ ამბობენ წინასწარ არაფრის განსაზღვრაა შესაძლებელი. ავიღე ჩანთა და გავემართე სკოლისკენ სადაც დარწმუნებული ვიყავი ჯოჯოხეთი მელოდა. სასაცილოა, რა მარტივია ადამიანის შეძულება და რა ძნელი შეყვარება. ნუ ზოგისთვის პირიქით. ვერც მაგას იტყვი ვისთვის რა როგორაა?
მოკლედ, ეს დღე იყო ყველაფრის დასაწყისი➡️*რამდენიმე საათის შემდეგ*
***
Y/N posted a new photo:
YOU ARE READING
თამაში | J.J.K
Roman d'amourშ/ს-ს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება ხდება, როცა მიიღებს უფლებას ისწავლოს სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში. ეს სკოლა სხვა სკოლებისგან განსხვავდება. აქ გაბატონებულია ფული და არა ცოდნა. სკოლას ოთხი ბიჭი მართავს:კიმ ნამჯუნი; კიმ თეჰიონი; პაკ ჯიმინი და...