❗ბონუს თავი❗

249 22 7
                                    

ჯეიჯეის pov:

დედას და მამას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა , მათ გარეშე ძალიან მიჭირს. ამ 17 წლის მანძილზე ყველანი გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ , მათ ასეთ საქციელს ძალიან ვაფასებ , მაგრამ ისინი დედას და მამას ვერ შემიცვლიან. დღეს ჩემი დაბადების დღეა , ბიძია ჯიმინმა ყველაფერი მოაგვარა, გადაწყვიტა დიდი წვეულება გამართოს მე ხომ დღეს 18 წლის ვხდები , სრულწლოვანი გავხდები. სანამ წვეულება დაიწყებოდა მსურდა რომ დედას და მამას საფლავზე ავსულიყავი. ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე წავეყვანე ზღვაზე. 20 წუთში მივედით , ფული გადავიხადე და მანქანიდან გადმოვედი.

საფლავებს მივუახლოვდი , ორი საფლავი ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით იდგა , ყვავილებით მორთული ზედ კი გარდაცვალების რიცხვი და მათი სახელები ეწერა. დედას საფლავთან მივედი და საფლავის ქვას ხელი გადავუსვი.

_დედა მე მოვედი_დავიხარე და ფოტოს ვაკოცე , ისეთი ცივი იყო ტუჩები მიმეყინა._მომენატრე._
თვალებზე მომდგარი ცრემლები მოვიწმინდე და ახლა მამას საფლავს გადავუსვი ხელი.

_მამა , როგორ ხარ ? იმედი მაქვს რომ კარგად ხარ , დედას კარგად მოუარე იქ._მკრთალად გავუღიმე.

_იმედი მაქვს მეც მალე მოვალ თქვენთან , იცით დღეს ჩემი მე-17 დაბადების დღეა თქვენს გარეშე. ჯერ კიდევ მიჭირს იმის აღიარება რომ თქვენ აქ არ ხართ , ჩემთან აღარ ხართ. თითქმის არაფერი მახსოვს , არ მახსოვს თქვენთან გატარებული დრო , რაც გულს მითთგრუნავს , ნეტა უფრო მეტი დრო გაგვეტარებია ერთად._საბოლოოდ გაიკვლიეს გზა ჩემს სახეზე ცრემლებმა._ნახვამდის დედა , ნახვამდის მამა._მათ დავემშვიდობე და იქაურობა დავტოვე. ხო მათი საფლავები ზღვაზეა , იქ სადაც მათ სული დალიეს.

სახლში როცა მივედი უკვე ყველაფერი მზად იყო ცოტახანში სტუმრები უნდა მოსულიყვნენ მე ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი , კიბეებზე მიმავალს ბიძია ჯიმინი დამხვდა და მთხოვა რომ მას გავყოლოდი. მამას კაბინეტში შევედით და სავარძელზე მოვკალათდით.

_ჯეი ეს დედაშენისგან და მამაშენისგან არის , გუშინ კაბინეტში გიპოვე , ზედ ბარათი მოყვა რომელსაც ეწერა რომ ამას მაშინ განახებდნენ როცა 18-ის გახდებოდი , მეც სწორად ჩავთვალე რომ ეს შენთვის მეჩვენებინა. აქ ყველა ის მოგონებაა რაცა რ გახსოვს._ბიძია ჯიმინმა ტელევიზორი ჩართო.

ტელევიზორში დედა და მამა გამოჩდნენ , დედას კი მე ვყავდი ხელში და მომღიმარი სახით უყურებდა კამერას.

"საყვარელო იცი ჩვენს შვილს უფრო მეტ ყურადღებას აქცევ ვიდრე მე!"_დაიწუწუნა მამამ რაზეც დედას ჩაეცინა.

"ჯონგუკ ნუ იქცევი ორი წლის ბავშვივით , ბოლო ბოლო რამხელა კაცი ხარ"_მამა მაინც გაბუსხული იყურებოდა , ბოლოს დედამ ლოყაზე აკოცა და მამაც მოლბა.

"მამას პაწიაა~"_ლოყებზე წამეთამაშა მამა.

"აბა იქით გაიწია ჩემი ბავშვია"

"საერთოდაც შენც ჩემი ხარ და ეს პატარა ქონდრისკაციც"_ მამამ ხელები შემოჰხვია დედას.

"ოჰჰ , ბავშვს დავაძინებ და მოვალ"_ დედა პატარა ხის სახლში შედის და მალევე იქიდან მარტო გამოდის.

"გუკიი~ წამო ზღვას მაინც ვუყუროთ , მოშორდი მაგ კამერას ერთი"

"ოო კაი რა ძვირფასო ამას ხომ ჩვენი შვილისთვის ვწერთ , წამო კამერით წავიდეთ თან ვანახებ ჩვენს შვილს თუ როგორ გავწუწავ დედამისს წყლით"_ამაზე ორივეს გაეცინათ და ზღვისკენ წავიდნენ. დედა წინ მიდიოდა მამა კი უკან მიყვებოდა კამერით ხელში. მალევე ზღვის ნაპირას შეჩერდნენ მამამ კამერა დადო და დედა ხელში აიყვანა.

"ჯონგუკ რასაკეთებ გაგიჟდი ? დამსვიი"_მაგრამ მამა დედას არ უსმენდა , ზღვაში შევიდნენ და დიდხანს თამაშობდნენ ბოლოს როცა ზღვიდან გამოვიდნენ მამამ კამერა ხელში დაჭირა და დედას გვერდში ამოუდგა.

"ჯეი საყვარელო გილოცავთ დაბადების დღეს, მე და მამაშენი იმედი მაქვს გრანდიოზულ დაბადების დღეს მოგიწყობთ , ხო ასეა გუკი~?"_დედამ მამას გახედა.

"რათქმაუნდა ძვირფასო ასეა"_ერთმანეთს მოეხვივნენ და ეკრანი გაშავდა.

ცრემლებად ვიღვრებოდი , ბიძია ჯიმინი კი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.

_ჯეი მათ მართლა ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, იმედი მაქვს იქ ზევით ერთად და ბედნიერად არიან.

_ძალიან მენატრებიან.

_ჯეი როცა ისინი მოგენატრებიან ცას გახედე ხოლმე , ისინი იქიდან გიყურებენ.





You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 01, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Შენ Კრიმინალი Ხარ (Დასრულებული)Where stories live. Discover now