1

367 15 0
                                    

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთაში მასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე. ოდესმე რომ გეთქვათ მასწავლებლად იმუშავებო, ალბათ მაგრად დაგცინებდით და გიჟად შეგრაცხავდით. არასდროს გამომდიოდა ბავშვებთან ურთიერთობა და სწორედ ამიტომ ჩემს თავს ამ პროფესიაში ნამდვილად ვერ ვხედავდი. უცხოეთში სწავლა დავასრულე და მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, მაინც საქართველოში დავბრუნდი. ჩემს ცხოვრებაში მაშინ ის მომენტი იდგა, როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი სისულელე იყო. მინდოდა რუტინას მოვშორებოდი და რაიმე განსაკუთრებული და განსხვავებული მეცადა. მინდოდა იმ ჩარჩოს ფარგლებს გავცილებოდი, რომლის შიგნითაც პატარაობიდან ვიყავი მოქცეული. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც ჩემი მომავალი ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო წამებსა და წუთებში გაწერილი. უნდა მესწავლა იქ, სადაც ჩემს მშობლებს უნდოდათ, უნდა მემეგობრა მათ შერჩეულ ადამიანებთან, უნდა მესაუბრა ისე, როგორც მათ სურდათ. მე ერთადერთი შვილი ვიყავი ოჯახში და მთელი ყურადღება მე მეპყრობოდა. ჩემი მშობლები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებულები იყვნენ. ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო მქონდა. თუმცა ერთხელ ერთმა ბრძენმა თქვა ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო და რაც არ უნდა ვამტკიცოთ რომ ასე არ არის, რეალურად ასეა. მე არ ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ბავშვების ცხოვრებით, არ ვთამაშობდი ქვიშაში, არ დავრბოდი ეზოში, არ მივდიოდი კაფეში, კინოში მეგობრებთან ერთად(რადგან ნამდვილი მეგობრები არასდროს მყოლია), ჩემი მშობლები არ ესწრებოდნენ ჩემს კონცერტებს, არ ვვახშმობდით ერთად, არ ვესაუბრებოდით ერთმანეთს სხვადასხვა თემებზე და ა.შ. მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდი, უამრავ ადგილს ვეცნობოდი, უამრავი თავგადასავლები გადამხდენია, მაგრამ გვერდით არავინ მყოლია, ვისაც ამ ყველაფერს გავუზიარებდი. ჩემი მშობლების შერჩეული მეგობრები ყოველთვის იმედებს მიცრუებდნენ. მათთვის უცხო იყო ნამდვილი ურთიერთობები. არ აინტერესებდათ არაფერი ფულისა და ტანსაცმლის გარდა. იმდენად საშინელ რაღაცებს უკეთებდნენ ერთმანეთს და შემდეგ ისევ ისე აგრძელებდნენ ცხოვრებას, რომ ყოველ ჯერზე გულისრევის შეგრძნება მქონდა. არც მე ვიყავი გამონაკლისი. თავის ქებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. სწორედ ამიტომ მეც მათი მსხვერპლი გავხდი ერთ დღეს და ამ დღის შემდეგ ვარ ადამიანი, რომელიც არავის არ ენდობა. ამ დღის შემდეგ მე მეგობრები აღარ მყოლია, მხოლოდ ნაცნობები, რომლებთანაც სიტუაციიდან გამომდინარე მიწევდა ყოფნა. ერთმა ბრძენმა ისიც თქვა არავის არ ენდოო, ჩემი აზრით, სულელი იყო. ნდობის გარეშე ნამდვილი ურთიერთობები წარმოუდგენელია. ვერასდროს იქნები ადამიანის მეგობარი, თუ ყოველთვის რაღაც ცუდს მოელი მისგან, არ ხარ ნამდვილი, ატყუებ, შენს რეალურ სახეს მალავ. მე ყოველ ჯერზე ამას ვაკეთებდი და სწორედ ამიტომ ვიყავი მარტო. წარსულის გამოცდილებამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ადამიანებს შანსის მიუცემლად ვუხურავდი კარს. მხოლოდ ორ ადამიანს ვენდობოდი, ჩემს მამიდაშვილ გიგას და ბებიაჩემ დოდოს. ორივე სიგიჟემდე მიყვარდა. თუ რაიმე დასამახსოვრებელი მაქვს წარსულიდან ყველა მომენტი ამ ორ ადამიანს უკავშირდება. მოკლედ ძალიან რომ არ გადავეშვა წარსულში გეტყვით, რომ 25 წლის მანძილზე პირველად მივიღე გადაწყვეტილება და 1 სექტემბერს თბილისში დავბრუნდი ფინანსისტის დიპლომით და ფიზიკის მასწავლებლის პროფესიით.
-გინდა რომ გაგვაგიჟო? იმისთვის არ გამიზრდიხარ რომ რომელიღაც სოფელში მასწავლებად იმუშაო. რას იტყვის ხალხი? საზღვარგარეთ იმიტო გასწავლეთ, რომ მამაშენს დახმარებოდი კომპანიაში და არა სადღაც მიყრუებულ სოფელში 2 ლარზე გემუშავა. -ახალი ამბით შეძრწუნებული იყო დედაჩემი.
-ნონა, თუ არ გახსოვს გეტყვი, რომ პირველი, რეალურად თქვენ არ მასწავლეთ საზღვარგარეთ. ას პროცენტიანი დაფინანსება მივიღე და თქვენთვის ერთი თეთრიც არ გამომირთმევია. მეორე, 25 წლის ვარ უკვე და თვითონ გადავწყვეტ როგორმე რა მინდა ცხოვრებაში და მესამე, ფეხებზე ხალხი რას იტყვის. თუ თქვენი პრესტიჟის დაკარგვა არ გინდათ, უთხარით რომ ქველმოქმედების პონტში ვარ წასული 1 წლით. -ბოლო წინადადება სიცილით ვთქვი და ჩემს ბარგს დავავლე ხელი.
-ვერსადაც ვერ წახვალ.-კატეგორიული იყო მამაჩემი.
-რა იყი დამაბავ? - ირონია არ დავაკელი ხმას.
-ილია, ნახე როგორ გველაპარაკება. არცერთხელ წინააღმდეგობა არ გაუწევია და ახლა რა დაემართა. - ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ნონა.
-აზრი არ აქვს. მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე და სამსახურიც ვიშოვე. რაც არ უნდა თქვათ და რაც არ უნდა გააკეთოთ მაიც წავალ.
-კარგი, წაბრძანდი. 1 კვირაში მაინც უკან დაბრუნდები და მოგწონს თუ არა კომპანიაში იმუშავებ. ნონა, ახლა უქრის და უნდა გაგვაგიჟოს, ვაცადოთ ხოხვით მოვა ჩვენთან და საკუთარ საქციელს ინანებს. -ხელი აიქნია ილიამ და ოთახი დატოვა. არც მე გავჩერებულვარ დიდხან დედას დავემშვიდობე და ბებიაჩემთან წავედი. ზუსტად ვიცოდი გიგაც იქ იქნებოდა და სიურპრიზს გავუკეთებდი. ჩემი ნივთები მანქანაში ჩავაწყე და გზას გავუდექი. იქიდან პირდაპირს სვანეთში წავიდოდი. სვანეთი იმიტომ ავირჩიე, რომ დოდო სვანი იყო. ბავშვობიდან იმდენ რამე მიყვებოდა სვანეთზე და სვან ხალხზე, რომ ძალიან მინდოდა მათი ნაწილი მეც გავმხდარიყავი. ამიტომ ზუსტად იმ სოფელში და იმ სახლში ვიცხოვრები, სადაც დოდო ცხოვრობდა ერთ დროს. ეს ამბავი რა თქმა უნდა პირველი მან გაიგო და ძალიან გახარებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით. ფიქრებში ვიყავი წასული ბინასთან რომ მივედი. ბარგი მანქანაში დავტოვე, საჩუქრები ავიღე და კიბეებზე ფეხით ავირბინე. ჭუჭრუტანას ხელი ავაფარე და ზარი დავრეკე.
-გიგა, მაცადე გამოვაცხობ და მერე ჭამე...-კარს აღებდა და თან გიგას ელაპარაკებოდა. რომ დამინახა შეხტა. -ვაიმე, ბებია -ცრემლი წამოსცვივდა და ხელები გაშალა ჩასახუტებლად. მეც არ დავაყოვნე და მთელი ძალით მოვხვიე ხელები. -ჩემი ლამაზი გოგო, როდის ჩამოხვედი? -არ მიშორებდა ისე მელაპარაკებოდა.
-ცოტა ხნის წინ.-ორივე ლოყა დავუკოცნე, კარი მივხურე და სახლში შევედი. მისაღებში გიგა გაწოლილიყო დივანზე და კალათბურთს უყურებდა. თვითონაც კალათბურთელი იყო. ხმაურზე გამოიხედა და მე რომ დამინახა წამში წამოფრინდა ფეხზე.
-ეე, ჰო არ ღადაობ? როდის ჩამოხვედი? -წამში ჩემს წინ აღმოჩნდა და ისე ჩამეხუტა ძვლების ტკაცუნის ხმა გავიგე. მეც როგორც შემეძლო შემოვხვიე ხელები და მის მკლავებში გავიტრუნე. საშინლად მომნატრებია. იმდენი ხანი იყო არ მენახა.
-აუ, ძალიან მომენატრეთ. -ამოვისლუკუნე და ორივე შევთვალიერე.
-არ კადრულობდი ჩამობრძანებას და მოგენატრებოდით აბა რა იქნებოდა. - ცხვირი აიბზუა გიგამ და საჩუქრების გახსნა დაიწყო.
-ვმუშაობდი, ჰო აგიხსენი. -თვალები ავატრიალე და სიცილი დავიწყე მის გამომეტყველებას რომ შევხედე. პირღია უყირებდა ჩემს საჩუქარს.
-მელანდება ჰო? - ძლივს ამოთქვა და მომაშტერდა.
-არა, ნამდვილია.-გამეცინა მე.თავისი საყვარელი კალათბურთელის ავტოგრაფიანი ფეხსაცმელები ეჭირა ხელში, რომლის მისაღებადაც ზუსტად 5 საათი ვიდექი რიგში, თუმცა გიგას ბედნიერი სახის დანახვისთვის ღირდა. 26 წლის იყო და ჯერ კიდევ ბავშვივით იქცეოდა.
-რამ აგაცანცარა ამხელა ბიჭი? - უკმაყოფილოდ აიქნია ხელი და თავის საჩუქარს მიუბრუნდა დოდი. ულამაზესი შარფი და უამრავი ჩაი იყო. გიჟდებოდა დოდო ჩაიზე. კოლექცია ქონდა. - ალექსანდრა, რამდენი ჩაია. ჩემს კოლექციას შევმატებ. -ბედნიერმა ამომხედა და თვალიერება განაგრძო.
-დოდოშკა იცი ვისი ხელმოწერაა? ლეგენდის, კობი ბრაიანტის. -ემოციებს ვერ მალავდა გიგა. ჯერ სად იყო.
-მანდ მაისურებიც არის, ნახე აბა.-თავით შეფუთვისკენ მივანიშნე. მანაც წამში ამოქექა რამდენიმე მაისური, მაგრამ ყურადღება მხოლოდ ერთს მიაქცია. მაიკლ ჯორდანის ავტოგრაფი იყო. გიგას ყვირილის ხმა, ეჭვი მქვს მთელმა ქალაქმა გაიგო.
-მაგის მისაღებად იმდენ ხანს ვიცადე ნახევარი სიცოცხლე დამაკლდა. - უკმაყოფილოდ ამოვთქვი.
-რა მოხდა მერე?-მხრები აიჩეჩა ვითომც არაფერიო.
-ბებია, გეთქვა რომ მოდიოდი გაგიკეთებდი რაღაცებს. -ქოთქოთებდა დოდო და თან სუფრას აწყობდა.
-დოდოშკა, რაღა უნდა გაგეკეთებინა ქორწილისთვის გაქვს მგონი სუფრა გაშლილი. -გავიცინე და გემრიელობები გადმოვიღე თეფშზე.
-გაფიცებ, მასწავლებლობა რამ გადაგაწყვეტინა თან სვანეთში?-ჭამის დროს მკითხა გიგამ.
-რამე ახალი მინდოდა მეცადა. -მხრები ავიჩეჩე.
-შენ არ იცი რა გელოდება, ბებო. ერთი სიამოვნებაა დილით გაღვიძებული აივანზე რომ გამოხვალ და ბუნებას გახედავ. ყველაზე მშვიდად იგრძნობ თავს. ისე მენატრება. რამდენი ხანია არ ვყოფილვარ. სიყვარულს რა ვუთხარი, თორემ რა ჯანდაბა მინდოდა თბილისში. -უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა დოდომ და თავი გააქნია. გამეცინა.
-მერე ჩამოვალ და წაგიყვან. - პირგამოტენილმა ამოვილაპარაკე.
იმ დღეს უამრავ თემაზე ვისაუბრეთ. დოდო ისევ გვიყვებოდა ისტორიებს სვანეთზე და მის ბავშვობაზე. რამდენიმე დღეში კი ამ ისტორიის ნაწილი მეც გავხდებოდი.

სვანეთი-სიყვარულის კუთხე💗Where stories live. Discover now