ალექსანდრაააააა - ყვიროდა ნაცნობი ხმა და ძილბურნიდან გამოსულმა მობეზრებულად ავატრიალე წარბები. ფეხზე წამომდგარმა ტანსაცმელი ჩავიცვი და ჯუჯღუნით ჩავედი პირველ სართულზე.
- ხაშია დილის ცხრა საათზე რომ არ ჩამოსულიყავი.- მობეზრებულად ავიქნიე ხელი და მონატრებულ ბიძაშვილს გადავეხვიე, 2 დღის მაგივრად 1 კვირის შემდეგ რომ მესტუმრა. - გამარჯობა. - მერე დანარჩენებს მივუბრუნდი და მიშოს ცინიკურად მომზიმარი სახე დავაიგნორე.
- მეც გამეხარდა შენი ნახვა. - ლოყაზე მიჩქმიტა გიგამ და მის გვერდით დამდგარ გოგოს გახედა. - ალექსანდრა გაიცანი ანა, ჩემი შეყვარებული. - გოგომ თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა და წარბი აწია. ღმერთო ჩემო, რა არ მოეწონა? ირონიულად გამეცინა მის ქცევაზე, მაგრამ გიგასთან არაᲤერი შევიტყე და სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი.
- სასიამოვნოა, ანა. - გავუღიმე და სამზარეულოში გავედი. - რამეს ჰო შეჭამთ? - გავძახე ამოლაგებაში გართულებს. დიდხანს არ აპირებდნენ დარჩენას, მხოლოდ 4-5 დღე. მეტი არც შემეძლო ანას და მიშოს ატანა. ერთი სული მქონდა როდის წავიდოდნენ ამ სახლიდან თავისუფლად რომ მესუნთქა. მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელინი ნახევარი საათის ჩამოსულები გახდნენ უკვე საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. თუმცა გიგას ამას არასდროს ვაგრძნობინებდი. ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე და მასთან ჩხუბი თავისი ჩერჩეტი შეყვარებულისა და ცინიკოსი მეგობრის გამო ნამდვილად არ მინდოდა. ნიკას და ლევანის არაფერს ვერჩოდი. პირიქით ძალიან კარგი ადამიანები ჩანდნენ და მათთან დროის გატარებაც სასიამოვნო იყო.
- როგორ ხარ, ალექსანდრა? - სამზარეულოში, ჩემს გვერდით დამდგარმა მიშომ მკითხა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
- კარგად. შენ? - არც შემიხედავს ისე ვუთხარი და მაგიდის გაშლა დავიწყე.
- მშვენივრად. - გაიცინა და უფრო მომიახლოვდა. მე უკან დავიწიე. - ნუ გეშინია, არ შეგჭამ. - კიდევ უფრო ახლოს მოიწია.
- არ მეშინია. უბრალოდ ჩემი პირადი სივრცის შევიწროვება არ მომწონს. - ირონიულად დავაჩერდი და გავიწიე.
- არც ასე მოგეწონება? - ისე სწრაფად მეცა ტუჩებზე საერთოდ ვერ გავიაზრე. წამᲘთ შოკისგან ვერც კი გავმოძრავდი, მაგრამ გონზე მოვედი, ხელები გულზე მივაკარი და უხეშად გავწიე. თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი, მაგრამ სცენების დადგმას არ ვაპირებდი. დამშვიდებას შევეცადე და თვალებში ჯიქურად ჩავაშტერდი.
- ჩემთან 2 ნაბიჯში მოახლოებულიც კი არ დაგინახო. - კბილებში გამოვცერი. - ეს რამდენიმე დღე აგიტან, ისე რომ ხმასაც კი არ გამცემ და მერე აქედან დაახვევ.
- ვგიჟდები, მიუწვდომელი გოგოს როლს რომ თამაშობ. - პირი გააწკლაპუნა და თვალებში ჩამაშტერდა. - მალე ჩემი გახდები. - თვალი ჩამიკრა და იმ წამს შემოსულ ლევანს გახედა.
- აუ მაგრად მშია - მაგიდასთან დაჯდა ლევანი და მიშოს ალმაცერად გახედა. თავიდანვე შევატყე, რომ ამ ორს მთლად კარგი ურთიერთობა არ ქონდათ. დანარჩენებიც შემოლაგდნენ და მაგიდას მიუსხდნენ.
- ახალი მეზობლები გვყავს? - თავით ფანჯრიდან გამოჩენილი დუდას სახლისკენ მიმითითა გიგამ.
- კი. - მხრები ავიჩეჩე და ჩემს მოზუზუნე ტელეფონს დავხედე. გამეღიმა. - უკაცრავად. - მაგიდიდან წამოვდექი და ჩემს ოთახში ავედი.
- ზუსტად ახლა გახსენეს. - ვუპასუხე თუ არა სიცილით ვუთხარი.
- მართლა? - უფრო მეტად დაბოხებული ხმით მითხრა და ვიგრძენი როგორ გამოუშვა სიგარეტის კვამლი.
- დუდა, ძალიან ბევრს ეწევი. - უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე.
- ძალიან მომენატრე. სიგიჟემდე. - ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა. - 1 კვირა უშენოდ ძალიან ბევრია.
- მეც ძალიან მომენატრე. ახლა გიგას უაზრო ძმაკაცების ნაცვლად შენ უნდა იყო აქ. - გულისწყრომით ამოვილაპარაკე. მართლა ძალიან მენატრებოდა.
- რამე მოხდა? - აშკარად დაეძაბა ხმა და დარწმუნებული ვიყავი ყელზე ძარღვები დაებერა.
- არაფერი. - წამში ვიუარე. ვიცოდი ბევრი საქმე ქონდა და არ მინდოდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ფაქტის გამო, უარესად დამეძაბა.
- დარწმუნებული ხარ? - ეჭვი გაერია მის ხმას.
- კი. იყავი ექიმთან? - ჩემთვის საინტერესო თემას დავუბრუნდი.
- ვიყავი და ზუსტად ის მითხრა, რასაც მე გეუბნებოდი, გადაღლილი ვარ. ამიტომაც ნუ ნერვიულობ ჩემზე.
- ეცადე ცოტა დაისვენო და გამოკეთდე კარგი? - ნერვიულად ამოვილაპარაკე და გავიღიმე თითქოს დაინახავდა.
- მე ვიცი, რაც გამხდიდა კარგად, მაგრამ 600 კილომეტრით არის ჩემგან მოშორებული. - უკმაყოფილომ ამოიბურტყუნა და გაეცინა. - ახლა შეხვედრაზე უნდა წავიდე პატარა, დაგირეკავ კიდევ. - ტელეფონი გავთიშე და ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოს მაგიდა უკვე აელაგებინათ და ყველა მოსაღებში შეკრებილიყო. გიგას გარდა ყველა ჯოკერს თამაშობდა. დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა, მხრებზე ხელი მომხვია და სამზარეულოსკენ წამიყვანა. უკვე ვიცოდი რაზე უნდა ელაპარაკა.
- აბა? - მაგიდაზე ხელები შემოაწყო, ზედ ნიკაპით დაეყრდნო და ეშმაკური ღიმილით დამაკვირდა.
- რა აბა? - თავი დავიდებილე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.
- ვინ არის? - გაიცინა და ცხვირზე ხელი ჩამომკრა.
- ჩვენი მეზობელი. - გავიცინე და მხრები ავიჩეჩე.
- არ მჯერა რომ ძლივს ვიღაც მოგეწონა -გაიცინა და ისევ ეშმაკურად დამაკვირდა.
- ჯერ აქ არ არის, როცა ჩამოვა აუცილებლად გაგაცნობ. ვიცი მოგეწონება. - თვალი ჩავუკარი. - შენ სერიოზულად ფიქრობ ანაზე? - გიგას პირთან მიტანილი წყლის ჭიქა გაუშეშდა და გადაიხარხარა.
- რა იყო, არ მოგწონს?
- შენ მოგწონს? - წარბები ავზიდე და წყლის ჭიქა ხელიდან ავართვი.
- დამშვიდდი ალექსანდრა, ცოლად მოყვანას არ ვაპირებ. - დამამშვიდებლად გაიცინა. - იმედი მაქვს შენი სატრფო უკეთესი იქნება. - წარბაწეულმა გაიცინა და ჩემს უკან გადაიტანა მზერა.
- ვაა, სატრფო გყავს, ალექსანდრა? - მიშოს ირონიული ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას. არ შევტრიალებულვარ და არც ხმა გამიცია. წამოვდექი, გიგაც ადგა და მისაღებისკენ დავიძარით. უკვე გასვლას ვაპირებდი ხელზე შეხება რომ ვიგრძენი. - ეგ ფაქტი საერთოდ ყ*ეზე , მაინც ჩემთან იქნები. - თვალი ჩამიკრა მიშომ და ხელი შემიშვა.
- საოცარია ადამიანის გონება. ხანდახან ფანტაზიებში ცხოვრება ურჩევნია, ვიდრე რეალობასთან შეგუება. 0.001 % პროცენტიც კი არ გაქვს შანსი ჩემთან. უკანასკნელად გეუბნები, დაახვიე. - გავუცინე და ოთახიდან გავედი. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ. ძველ გრეხებს იხსენებდნენ და მუცლის ტკივილამდე იცინოდნენ. უკვე საღამოს 8 საათი იყო მოსული ყველა თავის ოთახში რომ წავიდა, მგზავრობისგან დაღლილები. მეც აღარ დავრჩენილვარ დიდხანს, ჩემს ოთახში ავედი და ცოტა ხანში მეც დავიძინე. მეორე დღეს სამსახურში ვიყავი წასასვლელი.