დილით გაღვიძებულმა დაჟინებული მზერა ვიგრძენი და ზანტად გავახილე თვალები. დუდა თვალებ აციმციმებული დაყრდნობოდა საკუთარ ხელს და სახის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა. გავუღიმე მოწყვეტით ვაკოცე ქვედა ტუჩზე, საბანში უფრო კარგად გავეხვიე და თვალები დავხუჭე.
- უკაცრავად? - საბანი უხეშად გადამაძრო დუდამ, ტუჩები გაილოკა და ჩემს შიშველ სხეულს მადისაღმძვრელი მზერით დააშტერდა.
- გავიყინე, დუდა. - აკანკალებული შევეცადე საბანი დამეთრია, დადვანმა ერთი მოძრაობით მოისროლა იატაკზე და თვითონ წამში აღმოჩნდა ჩემს ზემოთ. თვალებში ცინიკური მზერით ჩამაშტერდა და ისე რომ არაᲤრის თქმა დამაცადა მთელი ძალით დამწვდა ტუჩებზე. ცხელმა ჟრუანტელმა დამიარა და წუთის წინ გაყინული სხეული ახლა ლავასავით ცხელი გამხდარიყო. - არ მყოფნი. - დახშული ხმით ამოილაპარაკა ჩემს ტუჩებთან და მოკლე-მოკლე კოცნებით დაუყვა გზას ჩემი მკერდისკენ.
- ჯანდაბა - ემოციების დამორჩილება ვეღარ მოვახერხე და ყრუდ ამოვიკვნესე. მისი ტუჩები მკერდის თავებს მისწვდა და უსაზღვრო სიამოვნებაში ჩაკარგულმა თავი უკან გადავწიე.
- მაგიჟებ... - კოცნებს შორის ჩურჩულებდა და ახლა ყელისკენ იწევდა. - ღმერთო მაგიჟებ, ალექსანდა. რას მმართებ? მგონი ვყ*ევდები. - გაიცინა, მოწყვეტით მაკოცა და საწოლიდან წამოდგა. ძირს მიგდებული საბანი აიღო და ფრთხილად დამაფარა. თვითონ კი ჩაცმა დაიწყო.
- სად მიდიხარ? - უკმაყოფილომ ავატრიალე თვალები და წამის წინ განცდილი სიამოვნებისგან სხეულის დამორჩილება და სუნთქვის დარეგულირება ვცადე.
- თბილისში უნდა წავიდე, პატარა. - საწოლზე ჩამოჯდა და ღიმილით დამაშტერდა. - იცი როგორი ლამაზი ხარ? - გულწრფელად მითხრა და ორი თითით თმა გადამიწია.
- რატომ? - გულდაწყვეტილი წამოვჯექი საწოლზე და თვალებში ჩავაშტერდი.
- საქმეები მაქვს. ისედაც თითქმის ორი თვეა აქ ვარ, ეს კი ჩემს გეგმებში არ შედიოდა. - ყბაზე ხელი მომიჭირა, მისკენ მიმქაჩა და მთელი გრძნობით მაკოცა.
- ბოდიში გეგმები თუ ჩაგიშალე. - ცინიკურად ჩავიცინე, თვალი ჩავუკარი და მეც წამოვდექი ფეხზე.იატაკზე მიყრილ ტანსაცმელს დავწვდი და ჩაცმა დავიწყე.
- მიბრაზდები? - წამში ჩემს წინ გაჩნდა და ხელში მოქცეული, თავისი ჰუდი, მისი ხელით ჩამაცვა, რომელიც საკმაოდ დიდი მქონდა, მაგრამ მთლიანად დუდას სურნელით იყო გაჟღენთილი. მერე კი თვალი თვალში გამიყარა და პასუხს მომლოდინე დაელოდა.
- რა თქმა უნდა, არა. - გავუღიმე და ხელები კისერზე შემოვხვიე. იმ გოგოების კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთნებოდი უაზროდ რომ ყველაფერზე ჭედავდნენ. ვიცოდი სამსახური ქონდა და ყოველ დღე ჩემთან ვერ იქნებოდა. მესმოდა ყველანაირად. - ვიცი რომ დაკავებული კაცი ბრძანდებით. - გავიცინე და თვალებიდან მის ტუჩებზე გადავიტანე მზერა. - მალე დამიბრუნდი, კარგი? - სუნთქვაშეკრული ელოდა მის ტუჩებს როდის დავწვდებოდი
მე კი არ ვჩქარობდი, მეტიც ეშმაკურად გავიცინე და რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი. - ეს იმისთვის დილით დაწყებული საქმე რომ არ დაამთავრე. - თვალი ჩავუკარი და ბოროტი ჯადოქარივით გადავიხარხარე.
- ჯანდაბა. - გაეცინა დუდას და ხელი თავზე გადაისვა. - მაგარი ჩამიტარე, თუმცა დაგავიწყდა, რომ მე ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მინდა. - შეთქმულივით ამოილაპარაკა ბოლო სიტყვები და ტუჩებზე დამწვდა. - მაგრად გამიმართლა შენს მაგივრად მოხუცი ნათელა რომ არ ავიყვანე სამსახურში, გემრიელო. - მომშორდა, ტუჩები გაილოკა და გაიცინა.
- მალე ჩამოხვალ? - მოწყენილმა შევხედე. მართლა ძალიან მომენატრებოდა. თითქმის ორი თვე იყო გასული , რაც ყოველ დღეს ერთად ვატარებდით და ახლა იმის გააზრება, რომ ხვალ სახლში აღარ დამხვდებოდა საერთოდ არ მსიამოვნებდა.
- მოგენატრები? - წარბები აათამაშა და სამზარეულოში გასულს, უკან გამომყვა.
- საერთოდ არა. კაცებს რა დალევს, ვიპოვი ვინმე ახალს. - მხრები უდარდელად ავიჩეჩე და ჩაიდანი შემოვდგი გასქურაზე.
- მაქსიმუმ კოჭლი ზურაბა იპოვო, იმასაც არა მგონია ენერგია ეყოს მხურვალე ღამეების საჩუქებლად. - ერონიულად ჩაიცინა და საჯდომზე ხელი შემომარტყა. წამოვიყვირე და აზუზუნებული ჩაიდანი გაზქურიდან გადმოვდგი.
- უი, ახლა გამახსენდა, რომ ორ დღეში გიგა ჩამოდის მეგობრებთან ერთად. იცი როგორი სიმპატიური ძმაკაცები ყავს? - თეატრალირად დავაღე პირი და ეშმაკურად აციმციმებული თვალებით მის რეაქციას დავაკვირდი. მინდოდა გამომეწვია და გამომივიდა კიდეც. კისერზე ძარღვები დაებერა და ხელები მოემუშტა. წამისწინ ჭინკებ ათამაშებულ თვალებში კი მრისხანება ჩადგომოდა. ჩვენს შორის მანძილი შეამცირა და მთელი ძალით მომაწვა.
- ვინმეს, უბრალოდ ვინმეს რომ შეხედო - კბილების ღჭრიალით ამოთქვა - ყელს გამოვჭრი. - ბოლო სიტყვები ღიმილით მითხრა. წუთის წინ გაკეთებული ყავა ხელიდან ამართვა, დიდი ყლუპი მოსვა და დამაჩერდა. - ჩემი წასვლის დროა, პატარა. - დამაჩერდა და ხელები გაშალა ჩასახუტებლად. არც კი მიფიქრია ისე შემოვხვიე ხელები და თავი მის კისერში ჩავრგე. ღმერთო, რაღაც არა ამქვეყნიური, თავბრუდამხვევი სურნელი ქონდა. სიგარეტი, სუნამო და რაღაც დუდასეული სურნელი ერთმანეთს ერეოდა და შეუდარებელ კომბინაციას ქმნიდა. - იცი როგორ მᲘჭირს წასვლა? მინდა სულ ჩემთან იყო. ჯანდაბა. - ჩემი თმის სურნელით გაბრუებულმა ამოილაპარაკა. - წამოდო ჩემთან ერთად. ამის დედაც, წამოდი რა. - მომშორდა და მავედრებელი თვალებით დამაჩერდა.
- დუდა, ხომ იცი რომ არ შემიძლია? - ჩამწყდარი ხმით ამოვილაპარაკე და თვალები მოვარიდე. - ვმუშაობ.
- ეს დედამოტ*ნული თბილისი ახლოს მაინც იყოს. არ მინდა აქ რომ მარტო დაგტო... - სიტყვა შუა გზაში გაუწყდა, რადგან წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და მაგიდას დაეყრდნო. თავბრუ ეხვეოდა. სწრაფად მოვხვიე მკლავი და სკამზე დავსვი.
- დუდა, ღმერთო ჩემო. - საშინლად შემეშინდა. ბოლო პერიოდში ხშირად ემართებოდა ასე. ხანდახან მთელი დღე არ ჩნდებოდა და მასთან სახლში მისული საწოლში უღონოდ მწოლიარე და თვალებ ჩაცვენილი მხვდებოდა. რამდენჯერაც დალაპარაკება ვცადე იმდენჯერ სიტყვა ბანზე ამიგდო და წესიერად არც დამლაპარაკებია. - რა გჭირს? კარგად ხარ? - შეშინებულმა ცრემლები გადმოვყარე და მის წინ დავიხარე. სახეზე დავაკვირდი და ტელეფონი მოვიმარჯვე სასწრაფოში დასარეკად.
- კარგად ვარ, პატარა. არ არის საჭირო სასწრაფოში დარეკვა. - ტელეფონი წამართვა და წამოდგა. სახეზე ფერი საერთოდ არ ედო და აშკარა იყო თავს კარგად ვერ გრძნობდა.
- ამიხსნი რა ჯანდაბა გემართება? - ატირებულმა მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე. - უკვე რამდენჯერ გახდი ცუდად. რატომ არ გინდა სასწრაფოში დავრეკო?
- ალექსანდრა, სერიოზული არაფერია. უბრალოდ გადავიწვი. სახლიდან ვმუშაობდი, მაგრამ მაინც თავზე საყრელი საბუთები მქონდა მოსაგვარებელი. უბრალოდ დავიღალე. ყველაფერი კარგად მაქვს. - მის ხელებში მომიქცია და თავზე მაკოცა. - წავიდეთ. - გასაღებების აცმას, სიგარეტს და ტელეფონს ხელი მოკიდა და კარისკენ წავიდა.
- მეღადავები? - ერთ ადგილზე შევხტი. - ასეთ მდგომარეობაში ვერსად ვერ წახვალ. გზაში ისევ რამე რომ დაგემართოს? არა! ვერ წახვალ. არ გაგიშვებ! - კატეგორიული იყო ჩემი ხმა და თვალების ბრიალით გადავუდექი წინ.
- დამშვიდდი, გიორგი და ქეთაც მოდიან. გიორგი დაჯდება საჭესთან. - დამამშვიდებლად გამიღიმა. თუმცა აშკარად ვიგრძენი ამის ძალაც კი ძლივს ქონდა.
- ექიმთან წადი. გთხოვ. როცა ჩახვალ ექიმთან წადი ეგრევე. არ არის ნორმალური შენი მდგომარეობა.
- კარგი, წავალ. არ ინერვიულო კარგი? კარგად ვიქნები. ჭკუიდან გადავალ იცოდე თუ ჩემზე ასე ინერვიულებ. მე კიდე ჰო იცი, როგორი დედამოტ*ნული ვარ მაგ დროს? ფეხით ჩამოვალ. - თავის სიტყვებზე გაეცინა და ისე მომიმწყვდია მის მკლავებში სუნთქვა შემეკრა.
- ძალაინ არ მომანატრო თავი. დიდად სატელეფონო ურთიერთობების ფანი არ ვარ, მაგრამ შენ შეგიძლია ხანდახან დამირეკო. - ამოვიბურტყუნე და გავუცინე. მის ტუჩებს დავწვდი გემრიელად ვაკოცე და მასთან ერთად წავედი მანქანისკენ.
- ჭკვიანად იყავი იცოდე. - თითი დამიქნია სიცილით და მანქანაში ჩაჯდა. - ჯერ არ წავსულვარ და უკვე გული მიწუხდება შენს გარეშე. - ისე გულწრფელად თქვა ადგილზე ჩამოვდნი.
- ასე ვერასდროს ვერ წახვალ. არ მინდა, მაგრამ ვიცი ბევრი საქმე გაქვს. ამიტომ ახლა ავდგები და სახლში წავალ. - სიცილით ვთქვი და პასუხს აღარ დავლოდებივარ ისე გავიᲥეცი დუდას ჰუდში გამოწყობილი ჩემი სახლისკენ.