სკოლის პირველი დღე.
თავს ისე ვგრძნობდი, როგორც პირველკლასელი. ის ემოციები განმიახლდა 20 წლის წინ, რომ პირველად შევაბიჯე სკოლაში და მაშინვე მივხვდი, სადღაც ჯანდაბაში ამოვყავი თავი. ვერასდროს ვიტანდი სკოლას. მძულდა ჩემი მასწავლებლები, რომლებიც თითქოსდა ცდილობდნენ თავისი მიკერძოება დაემალათ, მაგრად არაფერი გამოსდიოდათ. უაზრო გაკვეთილები და საკუთარი აზრის თავზე მოხვევა პატარა ასაკიდანვე მაღიზიანებდა. ამიტომაც იყო, რომ ვერ ვეგუებოდი ვერც ერთ სკოლას და 12 წლის მანძილზე 8 სხვადასხვა კლასში ვიჯექი. მასწავლებლობაც არ იყო ჩემი საქმე. პროფესიით ბიოფიზიკოსი ვიყავი. მიყვარდა ჩემი საქმე და 5 წელი სერიოზულ კვლევით კომპანიებშიც ვმუშაობდი, მაგრამ ახლა დასვენება და რაღაც ახალი მინდოდა ცხოვრებაში. საქართველოც საშინლად მენატრებოდა. უნდა გამოგიტყდეთ, სანამ სამსახურში წავიდოდი შემეშინდა, რომ ამ ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი, არც მასწავლებლობა მომწონდა და არც ბავშვებთან ურთიერთობა გამომდიოდა დიდად. წამით ვინანე კიდეც ჩემი გადაწყვეტილება და ისევ წვიმიან ნიუ-იორკში დაბრუნება მომინდა, მაგრამ გარეთ გამოსულმა ნაცნობი ბუნების და სისუფთავის სურნელმა ჩემი ფიქრები უკუაგდო. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ვეცდებოდი ისეთი მასწავლებელი ვყოფილიყავი, როგორიც მე მჭირდებოდა ბავშვობაში.პირველდღესვე ვაგვიანებდი. წინა დღეს ფეხით ვაპირებდი წასვლას სამსახურში, მაგრამ ფიზიკირად ვერ მოვასწრებდი. მანქანა საშინელ გზაზე, როგორც სწრაფადაც შემეძლო ისე ვატარე და სამსახურში 5 წუთით ადრეც გამოვცხადდი. სვანეთში უკვე საკმაოდ ციოდა. მეც თბილ სვიტერში, ჯინსში და ბათინკებში გამოწყობილი სირბილით წავედი შესასვლელისკენ. ორ სართულიანი, საკმაოდ კეთილმოწყობილი შენობა იყო.ბატონ დუდას ნამდვილად არ დანანებია ფული. დერეფანში ბავშვები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და ზაფხულის არდადეგების შესახებ უყვებოდნენ. თვალებით სამასწავლებლოს ვეძებდი და მალევე მივაგენი.
-გამარჯობა.- ღიმილით მივესალმე ყველას. მაშინვე ყველას ყურადღებამ ჩემსკენ გადმოინაცვლა. უხერხულად არ მიგრძვნია თავი. მიჩვეული ვიყავი. ქალბატონმა გულნარამ შემამჩნია და ჩემკენ ღიმილით წამოვიდა.
-გაიცანით, ალექსანდრა ქავთარაძე. ჩვენი ფიზიკის ახალი მასწავლებელი. 1 წელი იქნება ჩვენთან. -თვალები მოვავლე ყველას. ძირითადად სულ შუახნის ქალბატონები იყვნენ და 2 მამაკაცი. ერთი შუახნის, მეორე კი 35 წლამდე იქნებოდა. დირექტორმა ყველა სათითაოდ გამაცნო. ყალბ ღიმილ აკრული ვესალმებოდი ყველას. ვხვდებოდი დიდად ბედნიერები არ იყვნენ ჩემი იქ ხილვით. დიდად არც მადარდებდა.
-ძლივს ახალგაზრდა შემომემატა.- კმაყოფილმა აატრიალა თვალები გიორგიმ და ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა. -ჩემი და ჩემი ცოლის გარდა ყველა შუახნის არის.- ამის გაგებაზე გარემო მოვათვალოერე.
-არ მითხრა, რომ აქედან რომელიმეა შენი ცოლი. - გაკვირვებული დავაკვირდი და ისევ გარემო მოვათვალიერე. ჩვენს გარდა ახალგაზრდა არავინ იყო. გიორგიმ მაგრად გადაიხარხარა. საერთოდ თავის ასაკთან შედარებით ცოტა ცანცარა იყო.
-ის ბუღალტერია, დღეს არ არის.
-ალექსანდრა. - გულნარას ხმა მომესმა. შეტრიალება ვერც მოვასწარი ისე უცბათ ამესვეტა წინ. უზარმაზარ სხეულთან ერთად. ფეხზე წამოვდექი და ჩემზე ერთი თავით მაღალს ავხედე.ჰო მეც საკმაოდ მაღალი ვიყავი. უსაზღვროდ სიმპატიური იყო.დაახლოებით 32-33 წლის იქნებოდა. ამდენი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, უამრავი ბიჭის ყურადღება მიმიპყრია, მაგრამ ეს მამაკაცი უბრალოდ უღმერთოდ სიმპატიური იყო.
-გამარჯობა. -არ დავიბენი და გავიღიმე.
-დუდა ეს არის ჩვენი ახალი მასწავლებელი. ალექსანდა ქავთარაძე. - თავისზე ბევრად მაღალ მამაკაც შეხედა, რომელიც ურცხვად მათვალიერებდა წარბაწეული. -ალექსანდრა, შვილო. ეს დუდა დადვანია. ჩვენი სკოლა მან ააშენა.
-სასიამოვნოა.-მის გამოწვდილ ხელს, ჩემი მივაგებე. თვალებში მიყურებდა ირონიულად. ოდნავ მომიჭირა ხელი და შემიშვა.
-იმედია ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება. - საშინლად ხრიწიანი ხმით მითხრა.
-როგორ მოგეწონა ჩვენი მასწავლებელი? - ხელი გადახვია გიორგიმ.
-მოგისწრია გაცნობა.-ჩაიცინა და გადაეხვია.
-რაღაც ძალიან დაიკარგე შენ- ალმაცერად ახედა გიორგიმ. სავარაუდოდ დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და საკმაოდ ახლოც.
-რამდენიმე კვირა შეხვედრები არ მაქვს და აქეთ ვარ. -ზარის დარეკვამ შეაწყვეტინათ საუბარი. მეც გაკვეთილი მქონდა. ჩემი ნივთები ავიღე და ისე სწრაფად გავქრი ადგილიდან მეც კი გამიკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბატონი დუდა მეზობლები ვიყავით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მისთვის თვალიც კი არ მომიკრავს.
სამსახურიდან სასტიკად დაღლილო მოვდიოდი. ფეხით სიარული ძალიან მიყვარდა და მანქანას საერთოდ აღარ ვიყენებდი. ძალიან მღლიდა სკოლის სიტუაცია. ხმაურს ვერ ვიტანდი, სადაც აქამდე ვმუშაობდი ისეთი სიმშვიდე იყო ბუზის გაფრენის ხმას თუ გაიგებდით მხოლოდ, ახლა კი ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოვჩნდი. ამ ფიქრებში ვიყავი ჩემი ოცნების სახლს რომ მივადექი და კართან მდგარი უზარმაზარი შავი ძაღლი პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. ძაღლების არ მეშინოდა, პირიქით ვგიჟდებოდი მათზე. არც ახლა დავძრულვარ. ძაღლი მომიახლოვდა, გარს შემომიარა და ზედ შემომახტა. თავი ვერ შევიკავე და დაბლა დავეცი. მან კი მთელი სახე ამილოკა და თამაში დამიწყო. მეც მოვეფერე. ბალახებში გაწოლილს სუნთქვა მიჭირდა სიცილისგან. მერე ორი ძალიან პატარა ლეკვი გამოვიდა ღობის მეორე მხრიდან. ისეთი საყვარლები იყვნენ. თუმცა წესიერად ვერც ვარჩევდი. სიცილისგან ცრემელებს თვალები დაებინდა. მათაც სავარაუდოდ დედას მიბაძეს და ჩემთან თამაში გააგრძელეს. ისე გავერთე, რომ ვერც შევნიშნე დუდა დადვანი, როგორ მიყრდნობოდა ღობეს და სანახაობას სიგარეტის კვამლში გახვეული შესცქეროდა. უცბათ წამოვიწიე და ფეხზე წამოვდექი. დედამ და შვილებმა უკმაყოფილოდ ამოიწკმუტუნეს და ახლა პატრონის მხარეს გადაისროლეს.
-ძალიან იშვიათია, ზევსს რომ ვინმე მოეწონოს. - უფრო ხრიწიანი გახდომოდა ხმა. ჩაახველა, რომ ცოტა გაეწმინდა.
-ვგიჟდები ცხოველებზე. ალბათ მიხვდა და ამიტომაც მოვეწონე, არა პატარა? - ხელით წავეთამაშე ზევსს. მერე კი ჩემს ფეხებთან აწკმუტუნებული ლეკვები ავიყვანე ხელში და მოფერება დავუწყე. -უსაყვარლესები არიან. -ერთი ნაბიჯით უკან დავიწიე და ძირს დავეცემოდი დადვანს რომ ხელით არ დავეჭირე. ტერფი და გვერდი საშინლად მტკიოდა. ალბათ ცუდად დავეცი.
-კარგად ხარ?- არც კი განძრეულა, ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოსულმა მკითხა. წამით სუნთქვა შემეკრა და საშინლად ლურჯ თვალებს დავაკვირდი.
-ღმერთო, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. -ისეთი არაადეკვატური ვიყავი იმ მომენტში, მეც კი გამიკვირდა საკუთარი თავის.
-დაცემისას თავი მაგრად დაარტყი თუ სულ ასეთი არაადეკვატური ხარ? - გაიცინა და წელზე შემომხვია ხელი.
-ცოტა-ცოტა ორივე. - გავიცინე და ვცადე მისი ხელისგან თავი გამენთავისუფლებინა.
-ვერ დადიხარ, მიგიყვან სახლამდე. - ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- არ მინდა. მე თვითონ წავალ. - გავჯიუტდი. მეც არ ვიცი რატომ. - კიდევ კარგი შაბათ-კვირა უწევს. -ჩემთვის ამოვიბურტყუნე.
-წამოდი, წამოდი. - სიცილი დაიწყო. ისეთი მომხიბვლელი ღიმილი ქონდა წამით შემშურდა. ხელში ამიტაცა და ჩემი სახლისკენ წამიყვანა. -არაფერს ჭამ? ძალიან მსუბუქი ხარ. -ხელში შემათვალიერა.
-რას არ ვჭამ. როცა მშია იმდენს ვჭამ შენც კი შეგჭამ. -ასეთი სისულელე რატო ვთქვი არ ვიცი. თვალები ავატრიალე. ეს ჟესტი არ გამოპარვია და გულიანად გადაიხარხარა.- ნუ დამცინი.
-25 წლის კი ხარ, მაგრამ 2 წლის ბავშვს გავხარ.-სიცილს უფრო უმატა და ჩემი სახლის კართან ჩამომსვა, რომ გამეღო.
-მადლობა რომ დამეხმარე. - ცხვირი ავიბზუე და სახლის კარში ისე გავუჩინარდი უკან, არც მომიხედავს. მთელი დღე უაზროდ გავლიე. ღამეც ვერ დავიძინე. დრო ჯერ კიდევ არეული მქონდა და ამერიკის დროზე ვიყავი მოწყობილი. სიმღერები ჩავრთე და როგორც შემეძლო ჩემი ატკიებული ფეხით ავყევი. პატარაობიდან ვმღეროდი. საკმაოდ კარგი ხმა მქონდა.ამიტომ, როცა კი საშუალება მომეცემოდა სულ ვმღეროდი. ამის შესახებ საერთოდ არავინ არაფერი იცოდა. მხოლოდ ჩემთვის მიყვარდა სიმრერა, როცა არავინ მისმენდა. ახლაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის სიმღერა დავიწყე.
- Half past twelve
Watchin’ the late show
In my flat all alone
How I hate to spend the evening on my own. - როგორც შემეძლო ჩემს უკანალს ვათამაშებდი და იატაკის ჯოხს მიკროფონად ვიყენებდი. რამდენიმე წამში კარზე კაკუნი გავიგე. არავის ვიცნობდი ისეთს, რომ ღამის 2 საათზე სახლში დამდგომოდა. გაუბედავად მივედი კართან და გამოვაღე. ჩემს წინ დუდა დადვანი იდგა. მე კი ჩემს უფუმფულეს ძაღლებიან პიჟამაში ვიყავი გამოწყობილი და თავზე კოსა დაუდევრად შემეკრა. არც მკითხა ისე შემოვიდა სახლში და დივანზე დაიკავა ადგილი. გაოცებული გავყევი უკან და მის წინ დავდექი.
- უკაცრავად? - კითხვის ნიშნის მზერა შევანათე და ცალი წარბი ავწიე.
- ძალიან საყვარელი ხარ. - ისე გულწრფელად მითხრა და გამიღიმა, რომ გაშეშებული დავრჩი ერთ ადგილას. კომპლიმენტებს ძალიან ხშირად მეუბნებოდნენ, მაგრამ მისგან მოსმენა რაღაც სასწაულად მესიამოვნა. ღიმილი ქონდა რაღაც სასწაული. საერთოდ ძალიან ხშირად იღიმოდა ან უბრალოდ მე მეჩვენებოდა.
- შენ კიდე ვერ ხარ. -პატარა ბავშვის პასუხივით გამომივიდა და ჩემს თავზე ნერვები საშინლად ამეშალა. - ამ დროს აქ რას აკეთებ?
- მეგონა გეზიზღებოდა საღამოს მარტო გატარება. - სიცილით მითხრა და სიგარეტი ამოიღო. - შეიძლება? - კოლოფზე მიმითითა. ნებართვას ითხოვდა. გამეცინა. თავი დავუქნიე და სამზარეულოდან საფერფლე გამოვუტანე. თავის გრძელ თითებში მოექცია ღერი და ეწეოდა. მე ისე მონუსხულივით შევცქეროდი, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს აკეთებდა.
- ეგ უბრალოდ სიმღერის ტექსტი იყო. - აზრზე რომ მოვედი მაშინ ვუთხარი.
- შეიძლება. თუმცა ადამიანს ყველაფერი შეუძლია თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. - თვალი ჩამიკრა და გაიცინა. ეჭვის თვალით შევხედე და მის გვერდით ჩამოვჯექი.
- რატო გაჩერდი? - ნაწყენმა გამომხედა. არა მართლა ვერ იყო.
- მაყურებელებს მიჩვეული არ ვარ. - გულწრფელდ ვუთხარი.
- არადა სასწაული ხმმა გაქვს და უფრო ფართო აუდიტორიას უნდა მოასმენინო. - შემომხედა და გამიღიმა. ალბათ იცის ასე რომ მოქმედებს მისი ღიმილი ჩემზე და სპეციალურად აკეთებს.
- მე კიდე პირიქით მგონია. მირჩევნია საკუთარი თავისთვის ვიმღერო, ვიდრე სხვებისთვის. - მხრები ავიჩეჩე. - სხვათაშორის შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ჩემი ნამღერი მოისმინა და საერთოდ არ მომწონს ეგ ფაქტი.
- ღადაობ? - სახე გაუბრწყინდა. - დაფიქრდი, ახლა საიდუმლო გვაკავშირებს ერთმანეთთან. შენ ვერც წარმოიდგენ ისე გამისწორდა ეგ ფაქტი, რომ მარტო მე ვიცი როგორი მაგარი ხმაც გაქვს. - აღფრთოვანებულმა მითხრა.
- ეგ არ არის სამართლიანი. მე არ ვიცი შენი საიდუმლო. - მოჩვენებითი სიბრაზით გადავაჯვარედინე ხელები და გავიცინე.
- მე ვხატავ. არავინ იცის ამის შესახებ შენს გარდა. ბარი-ბარში ვართ.
- მართლა? მანახებ ნახატებს? - პატარა ბავშვივით აღტაცებულმა ვკითხე და თვალებში ჩავაშტერდი.
- ერთ დღეს შეიძლება განახო კიდეც, მაგრამ დღეს არა.