3 თავი

145 7 1
                                    

დილით ტელეფონის ზარი მაღვიძებს, ტელეფონი როდესაც ავიღე და ირაკლის სახელი წავიკითხე გამიკვირდა ნუთუ ისევ ძველი ნომერი აქვს და საქართველოში დაბრუნდა, ტელეფონს ვუპასუხე:
ირა: ხომ არ გაგაღვიძე?!
მე: გამაღვიძე! მაგრამ როდის დაბრუნდი?
ირა: ერთი საათის წინ
მე: რატომ არ მითხარი მოვიდოდი
ირა: ახლა აეროპორტთან კაფეში ვარ შეგიძლია მოხვიდე ?
მე: ახლავე მოვალ და წამოგიყვან.
ბარგი გააქვს ?
ირა : არა როგორც ყოველთვის.
მისამართს მოგწერ
მე : კარგი
_ საუბრის დასრულებისას ტელეფონი გავთიშე და მოწესრიგება დავიწყე.
საათს როდესაც შევხედე თერთმეტი საათი იყო, ნუთუ ამდენ ხანს მეძინა? უკვე ლექციაზეც დამაგვიანდა,ჯანდაბა!
სახლიდან SUZU_სთან ერთად გავედი .
კაფეში შევედი და ირაკლი დავინახე ( ირაკლი ჩემი ბავშვობის მეგობარია , ის ერთ ერთი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია ) მაგიდას მივუჯექი.
ირა: ეკა ანუ მოხვედი?
მე: არ მივსულიყავი , როდესაც მეგობარი მთხოვს მოსვლას?!
ირა : SUZU_ სთან ერთად მოხვედი?
მე: კი! ახლა ჩემი გამოკითხვის დრო არის! შენ ის მითხარი როგორ?
რა მოხდა ასეთი რომ დაბრუნდი ?!
ირა: როგორც ხედავ კარგად!
შენთვის კარგი ამბავი მაქვს!
საქართველოში ვრჩები და შენს უნივერსიტეტში ლექტორად ვიწყებ მუშაობას! _ გავუღიმე
მე: კარგია რომ 27_ წლის ასაკში მიაღწიე!
ირა: გაგიმართლა შენი ლექტორიც ვიქნები, ორშაბათიდან!
_ ყავა დავლიეთ და ჩემს სახლში წავედით.
ირა: სამი წლის წინ რომ გნახე კორპუსში ცხოვრობდი ,ახლა კი შენი სახლი გაქვს .
მე: კორპუსს გარაჟი არ ჰქონდა თანაც ხმაური იყო, ამიტომ მშობლებმა დაბადების დღეზე ეს სახლი მაჩუქეს .
ირა: სანამ ბინას ვიპოვნი შეიძლება შენთან დავრჩე?
მე:სულ გეუბნები რომ ჩემი სახლი შენი სახლია! როდის გახდი ასეთი მორიდებული?!
ირა: ზრდილობის საკითხია !
მე: როგორც ყოველთვის ბარგი არ გაქვს ,დღე საყიდლებზე უნდა წავიდეთ შენთვის ნივთები ვიყიდოთ თან მეც ვიყიდი პროდუქტებს თორემ შიმშილი მოგვიწევს!_ ირამ გამიღიმა
მე წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ
ირა: სახლში რამდენი საძინებელია?
მე: 6 საძინებელია ეს ჩემი ოთახია ხოლო ეს ჩემი ძმის
ირა: ანუ შენი ძმა აქ ცხოვრობს?
მე: არა უბრალოდ აქ რჩება ხოლმე, აირჩიე საძინებელი და შემდეგ წავიდეთ პროდუქტები და ნივთები ვიყიდოთ თორემ ჩემი მუცელი მალე საუბარს დაიწყებს.
ირა: ოთახი ავირჩიე ახლა წავიდეთ ,მეც მშია ,შენს მომზადებულს ყველაფერს შევჭამდი .
საყიდლებზე ჩემი მანქანით წავედით ხოლო სახლში ზედმეტად ბევრი რამ მოვიტანეთ.

სიყვარული?!Where stories live. Discover now