.2.

196 22 59
                                    

- მისის კიმ! დამელოდეთ! -ყვირილით მირბოდა ბიჭი.

- მის კიმი.

- უკაცრავად?

- მის კიმი ჯონგ. მე ჯერ კიდევ მარტოხელა ვარ. -გაუღიმა და გზა განაგრძო.

- მოიცადეთ! -კვლავ ყვირილით გაეკიდა.

- გისმენთ ჯონგ, რა ხდება?

- შეიძლება ყავაზე დაგპატიჟოთ?

მარიას მზერამ ჯონგი გაყინა.

- კარგით, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. თქვენთან საუბარი მინდა ლექციასთან დაკავშირებით.

- მაშინ შეგიძლია ხვალ აუდიტორიაში დამელოდო.

- ქალბატონო მარია!

- გისმენ.

- გთხოვთ!

- არა.

- ასე არა? -ჯონგმა მარია ძალით ჩასვა მანქანაში და კაფისაკენ წავიდა.

ცოტა ხნიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილას მივიდნენ.

- როგორ ბედავ?!

- აი ასე მის კიმ. -გაუღიმა ბიჭმა და მანქანიდან გადავიდა.

კაფეში შევიდნენ.

- რას შეუკვეთავთ? -გაუღიმა თინეიჯერმა გოგონამ.

- მის კიმ?

- ...

- ორი ლატე და ორი სტაფილოს ნამცხვარი. -ჯონგმა შეუკვეთა.

- ახლავე იქნება.

მალევე შეკვეთა აიღეს და კუთვნილი ადგილი დაიკავეს.

- მორჩი ყავის სმას და მითხარი რა გინდა!

- ნამცხვარი გასინჯე, უგემრიელესია.

- ჯონგ!

- მის კიმ. -კვლავ ღიმილით უყურებდა ბიჭი.

- მივდივარ! -თვალები აატრიალა და ჩანთა აიღო.

- კარგი, კარგი. -გაიცინა და გოგონა ადგილზე დასვა. -მის კიმ, უბრალოდ მინდოდა უკეთ გამეცანით. როგორც გავიგე ჩემზე პატარა ხართ. თქვენობით კი მხოლოდ იმიტომ მოგმართავთ, რომ ლექტორი ხართ.

Psychopath Wo Geschichten leben. Entdecke jetzt