.14.

69 12 105
                                    

- მოდით, საუბარი ცალკე განვაგრძოთ. -ცალი თვალით გახედა წამყვანს.

ახლა სამი აიდოლი, ასევე სამი მაფიოზი და ქეი ესის დამაარსებელი სხედან კაბინეტში და მეტად სერიოზულად საქმეს განიხილავენ.

- თქვენი მხრიდან მეტად საცოდავი შემოთავაზებაა, ბიჭებო. -ხელებს იჯვარედინებს სოკ ჯინი და მარიას უკან სწევს, რათა იუნგი მოშორდეს.

- აქ მხოლოდ სამ საცოდავს ვხედავ, ფოსტალიონო. -იცინის იუნგი. -მათ. -თავით გოგონებისკენ ანიშნებს. რამდენიმე ნაბიჯს დგამს წინ და ბატონს კიმს უახლოვდება. -მათ იციან, რომ გონება გაუსუფთავეთ? დავაკონკრეტებ, მეხსიერება წაუშალეთ იმ წამლებით, რომლებსაც ფსიქიატრიულში უკეთებდით! მათ იციან, რომ შვილები ჰყავთ?!!! -მთელს ხმაზე ღრიალებს შუგა, სოკ ჯინს საყელოში ხელს სტაცებს და ძლიერად ურტყამს მუშტს სახეში.

- ამის მოთმენას არ ვაპირებ! -მტკიცედ ამბობს ვივიენი, მინთან მიდის თმაში ხელს ავლებს და უკან სწევს. იუნგი ინერციით დაბლა ეცემა და გოგონას ქვემოდან აჰყურებს. კიმი ახლოს მიდის მასთან, იმუხლება და თავს თავში ძლიერად ურტყამს, თუმცა მაფიოზი კვლავ საღ გონებაზეა. -არ გაბეოდო და არ შეგვეხოთ!! ჩემი გოგონას სულს ვფიცავ, ჯოჯოხეთს დედამიწაზე გამოგატარებთ!!! -ყვირის ვივიენი და ბიჭს ბოლო დარტყმასაც სჩუქნის.

ჯეი და ჯეიქეი უბრალოდ უყურებენ. ვერც ერთი ვერ ხვდება რაზე საუბრობს ვივიენი. ნუთუ გოგონას ბავშვი ჰყავდა? კი, მაგრამ... როდის?

აი მარია და სოფია დაბნეულები იყურებიან. უნდათ იქაურობას მალე მოშორდნენ.

რას ფიქრობ, მკითხველო, ვივიენს ყველაფერი ახსოვს?

- წავედით, გოგონებო! -მტკიცედ ამბიბს სოკ ჯინი და ტრიალდება, როდესაც შუგა ვივიენს აჩერებს.

- ხვალ, მშობლების სახლში, 23 საათსა და 47 წუთზე. -გამაფრთხილებელი ტონით ამბობს მაფიოზი და თანაგუნდელებთან ერთად ორთქლდება.

Psychopath حيث تعيش القصص. اكتشف الآن