.16.

59 9 144
                                    

- დამშვიდდი გოგონა, ჩემს მეგობარს მოვაკითხე.

- აქ რას აკეთებ?! -ფეხზე დგება სოკ ჯინი.

- უკვე ვთქვი, ჩემს მეგობარს მოვაკითხე-მეთქი, არა?! -ბიჭს უახლოვდება და ნელა და კარგად გასაგებად ეუბნება. სოკ ჯინი ბიჭს ჩუმად, სხვებს რომ არ გაეგოთ, ისე ეკითხება.

- ჯონგუკ, ვივიენი შენი მეგობარი არასდროს ყოფილა. აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!! -გაბრაზებული უყურებდა. თითქმის ხვდებოდა რაც ხდებოდა.

- ვივიენ, ეს სიმპათიური ბაჭია შენი მეგობარია? -თავი წამოყო სოფიამ.

მარია და ვივიენი გამწარებულები უყურებდნენ ჯონს. ბიჭი კი სიტუაციით ერთობოდა.

- მე ჯონ ჯონგ... -გააწყვეტინეს.

- არ დავუშვებ ისტორია განმეორდეს! -ეუბნება მარია ვივიენს და ჯონგუკი გარეთ გაჰყავს. ცოტა ხანში კი უკანვე ბრუნდება.

- როგორც ჩანს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა. -ამბობს მარია და ყავებს ნაგავში ყრის, რაზეც სოკ ჯინი ჩუმად იცინის. ხვდება, რომ გოგონა საერთოდაც არ ენდობა ჯონს.

მალევე იშლებიან და სახლებში მიდიან.

ვივიენი ჰოსოკის სახლში ვარდება, იცის, რომ ჯონი იქ იქნება.

- ჯონ ჯონგუკ!! -ყვირის და ქმრის კაბინეტისკენ მიდის. იქ შესულს არავინ ხვდება. შემდეგ კი სავარჯიშო ოთახში ჩადის. და აი, მისი ვარაუდი, რომ იქ იქნებოდნენ, გამართლდა.

- ჯონ ჯონგუკ!!! ეს რა გამოსვლა მომიწყე იქ!!! -გაცეცხლებული უყურებდა.

- ხომ მითხარი, რომ უკეთეს მისალმებას ელოდი? -დამცინავად უპასუხა.

- სოფიას გამო მოხვედი, ხომ ასეა?!!

- კი და თან არა. -წყლის ბოთლი მოიმარჯვა.

- შე ნაბიჭვარო! -ამბობს ვივიენი და დაბლიდან გირს იღებს, ბიჭისკენ ბრუნდება და ესვრის. ჯონი ძლივს იცილებს და ღრმად სუნთქვას იწყებს. არ ეგონა, რომ ამას იზამდა. გარშემომყოფები, ჯონგი და მინი, კი უბრალოდ უყურებდნენ. -კიდევ ერთხელ დაენახები სოფიას და ცხვირიდან გამოგიღებ ხერხემალს! -ყვირის და უკანმოუხედავად ტოვებს იქაურობას.

Psychopath Wo Geschichten leben. Entdecke jetzt