დასაწყისი

172 16 2
                                    

ორშაბათი დილაა.
ჯონგუკმა გაიღვიძა.
10 საათია.
წვიმს.
კბილებს იხეხავს.
პირიდან კაფი ჩამოსდის.
სახეზე წყალს ისხამს.
მისი სახე იღვიძებს.
ტანსაცმელს მნიშვნელობა არ აქვს.
გამოცვლისთვის თავს არ იწუხებს.
ნაცრისფერ ქურთუკს იცვამს.
გასაღები ტრიალდება.
კარი იკეტება.

მატარებლის სადგურზე ხმაურია.
ზედმეტად ბევრი ხალხია.
ზედმეტად ბევრი ქოლგა.
წვიმის ხმა თავში ურტყამს.
წკაპ.
წკუპ.
გამაღიზიანებელია.

პლათფორმაზე დგას.
ბრბოს უყურებს, რომელიც მატარებელს ავსებს.
თავად არ შედის.
ფეხით აგრძელებს წვიმაში სიარულს.
ქარი მის ქოლგას იპარავს.
იაფი ღირდა. არ ადარდებს.

წვიმა ასველებს მის ქურთუკს.
ნაცრიფერი უფრო მუქდება.

წასასვლელი არსადაა.
სახლში არ მიდის.
პარკში ჩერდება.
იქ სკამებია.
მშრალი სკამები.

ჯდება და ჰაერს ღრმად ისუნთქავს.

კვამლი.

ხველებით ტრიალდება გვერდით.

მის გვერდით კაცი ეწევა.
კვამლი ჯონგუკისკენ მიემართება.

ჯონგუკი მოწყენილია.

" - პარკში არ უნდა ეწეოდე. "

ამბობს ჯონგუკი.

" - შენს საქმეს მიხედე."

პასუხობს ბიჭი.
მის ხმაში გაღიზიანების ნოტებია.

" - მოწევა ფილტვებს აზიანებს."

არ ეშვება ჯონგუკი.

" - შენ მოკვდები."

" - შეიძლება ასე უკეთესიც იყოს."

პასუხობს ბიჭი.
სიგარეტის კვამლს ღრმად ისრუტავს და გარეთ უშვებს.

ჯონგუკი არ პასუხობს.
არ იცის რა უპასუხოს.

ბიჭი სიგარეტს ასფალტზე სრესს.
წვიმის გამო ნაცრისფერი კვალი რჩება.
ასფალტი ბინძურდება.

RAINWhere stories live. Discover now