ჯონგუკი

93 10 3
                                    

ის 10 წლისაა.
მამამისი 50-ის.
დედა - გარდაცვლილი
და - გარდაცვლილი

მას უყვარს გარეთ, სუფთა ჰაერზე ჯდომა.
ჩიტები მის ფეხებთან თამაშობენ.
ცდილობს შეეხოს, მაგრამ
ისინი მიფრინავენ.

" - ე, ლაწირაკო, სად ხარ?! "

მამამისი ეძახის.
ფეხზე დგება და ოთახში შერბის.
მამა მთვრალია.
ის დივანზე ზის, ფეხები კი მაგიდაზე აქვს შემოწყობილი.
ტელევიზორში ფეხბურთია ჩართული.
მას არ უყვარს ფეხბურთი.

" - კიდევ ერთი ბოთლი
ლუდი მომიტანე! "

ჯონგუკი თავს უქნევს და მაცივრისკენ მირბის.
მაცივარი მაღალია.
ის ფეხის წვერებზე იწევს და მაცივარს ხსნის.
ის ცარიელია.

კარს ხურავს.
ნელა ბრუნდება ოთახში.
ხმას არ იღებს.
თავის ფეხებს უყურებს.

" - სადაა ჩემი ლუდი,
პატარა ლაწირაკო? "

" - ა.. აღარ არის.. "

" - ხმამაღლა
ილაპარაკე, ნაბიჭვარო! "

" - მეტი აღარ არის. "

თავს მაღლა სწევს.
სახეში სილას იღებს.
ცრემლები სცვივა.
პატარა მარგალიტები.

" - გითხარი, რომ
შეგიძლია შემომხედო?! "

მამამისი იცინის და
ცარიელ ბოთლს იღებს.
ის მინისაა.

ბიჭი ნაბიჯს უკან დგამს.
მან იცის რას აპირებს ის.
მან ეს ადრეც გააკეთა.
ეს მტკივნეული იყო.

" - როგორ ფიქრობ
სად მიდიხარ? "

მამამისი დგება და ბოთლს ისვრის.

ის ძირს ეცემა.
მინა იფშხვნევა.
ბიჭი ნემსებს გრძნობს უცოდველ თითებზე.
ქვევით იყურება.
შუშის ნატეხია.
მუხლს სწევს და შუშას იშორებს.
მტკივნეულია.

სისხლი მის სხეულს ტოვებს.
წითელი,
სწრაფი,
მთელს ფეხზე მოლივლივე.

" - ოდესმე მითქვამს, რომ დედაშენს ძალიან ჰგავხარ? "

RAINWhere stories live. Discover now