part 2

221 18 6
                                    

Avtor's pov:
ბიჭი ერთ-ერთ კაცს მივარდა და მუშტი ძლიერად მოუქნია, კაცი ეგრევე მიწაზე დაეცა ეტყობოდა რომ ნასვამი იყო. ამის დანახვაზე მეორე კაცი მივიდა ისიც ნასვამი იყო, ბიჭმა ამას წიხლი მუცელში ჩაარტყა ისიც უკან გადავარდა. ამის დანახვაზე მესამე ოდნავ გონს მოეგო პატარა ბიჭს ხელი შეუშვა და გაიქცა.

ბიჭი მას აღარ გაჰკიდებია და უყურებდა იმ ორ კაცს რომლებიც ძლივს ადგნენ და ბორძიკით მაგრამ მაინც სწრაფი ნაბიჯებით გაეცალნენ გაცეცხლებულ ბიჭს. ბიჭს არ უნდოდა მათი ასე გაშვება მაგრამ გაახსენდა პატარა ბიჭი რომელიც ჩაკეცილი იყო კედელთან, ტირილის თავიც აღარ ჰქონდა ამ პატარა არსებას.

ბიჭი პატარა ბიჭს ფრთხილად მოუახლოვდა არ უნდოდა შეეშინებინა.
-ჰეი, კარგად ხარ? - ჰკითხა პატარა ბიჭს.
პატარა ბიჭმა ოდნავ შეხედა ბიჭს რომელიც მასთან ახლოს იყო ჩაცუცქული და თავი მსუბუქად დაუქნია.
-აქვე ვცხოვრობ, წამოდი ჩემთან დახმარება გჭირდება - უთხრა ბიჭმა.
ბიჭს ისევ არაფერი უპასუხია და თავი სუსტად დაუქნია. ბიჭმა პატარა ბიჭის სხეული ჰაერში აიტაცა. ის ძალიან მსუბუქი იყო.

ხელში აყვანილ პატარა ბიჭთან ერთად დაახლოებით 10 მეტრი იარა რის შედეგადაც მიაღწია სახლს. კარი შეაღო, სინათლე ჩართო და დივნისკენ წავიდა. ბიჭი დივანზე ჩამოსვა რომელიც შიშისგან კანკალებდა. ცოტახანში ბიჭიც მის წინ სავარძელზე ჩამოჯდა.

-შეგიძლია აბაზანაში შეხვიდე. იქ ყველაფერი ახალი დავტოვე მაგრამ ტანსაცმელი ჩემია იმედია მოგერგება - უთხრა ბიჭმა და გაუღიმა. პატარა ბიჭმაც თავი დაუქნია.
________________________

Daavoutet 🤗

HYUNLIX⭐️Where stories live. Discover now