part 4

168 16 4
                                    

ჯერ არცერთს ეძინებოდა იმის მიუხედავად რომ ღამის 1:00 საათი იყო.

-ლიქს არ გინდა ფილმს ვუყუროთ? - შესთავა ჰიუნჯინმა.

-ჰმმმ..
მგონი კარგი იდეაა. მოდი ავარჩიოთ.

ბოლოს აარჩიეს ფილმი რომანტიკაზე.
შუა ფილმის დროს გოგომ და ბიჭმა ერთმანეთს სექსუალურად დაუწყეს კოცნა. ჰიუნჯინი მიხვდა რომ ეს ინტიმურ სცენებში გადაიზრდებოდა ამიტომ ტელევიზორი უცებ გათიშა. ლიქსმა ცოტა გაკვირვებულმა შეხედა.

-ჰიუუ რატო გათიშე? - წუწუნით უთხრა ლიქსმა.
-იმიტო რომ მეძინება.
-კარგი მე დივანზე დავიძინებ.
-არა არა დივანზე მე დავიძინებ სტუმარი ხარ და კომფორტულად უნდა იყო.
-ერთად?
-რა ერთად ლიქს?
-ერთად დავიძინოთ
-რა? მოიცა მოიცა ეს შენ დისკომფორტს არ შეგიქმნის?
-არა. შენ ხო ჩემი გადამრჩენელი ხარ - უთხრა ლიქსმა და საყვარლად გაუღიმა.
-დავიჯერო იმის მერე კაცებს კიდევ ენდობი? - ხუმრობით ჰკითხა ჰიუნჯინმა.
- მე... მე უბრალოდ..... - ხმა გაუწყდა ლიქსს, თავი ჩაღუნა და თვალები აუცრემლიანდა.
-მოიცა ლიქს რა გატირებს. მე უბრალოდ გეხუმრე - ანერვიულებული ჰიუნჯინი ფელიქსს მივარდა და ფრთხილად არხევდა.
-ეს... ეს პირველი.. შემთხვევა არ ყოფილა. წინაზე როცა ეს მოხდა მ..მე მმ..ათ ვაჟიშვ...ი.ლობ..ა და...მაკა....რგვი..ნე..ს - სლუკუნით უთხრა ლიქსსმა.
-რასქვია ვაჟიშვილობა დაგაკარგვინეს? - ცოტა გაბრაზება შეეპარა ჰიუნჯინს ხმაში. იმის მიუხედავად რო ფელიქსს წესივრად არც იცნობდა მაინც ძალიან ნერვიულობდა მასზე.
-გთხოვ ჰიუ... ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია.
-კარგი ლიქსს არ ინერვიულო ლაპარაკს არ დაგაძალებ. წამოდი დავწვეთ. დიდი ლოგინი მაქვს და მგონი უხერხულობაში არ ვიქნებით. - უთხრა ჰიუმ და თან ამშვიდებდა.
5 წუთში ლიქსი დამშვიდდა და ჰიუნჯინთან ერთად ავიდა ჰიუს ოთახში. მართლაც დიდი ლოგინი იყო.
-ჰიუ შეგიძლია პიჟამოები მათხოვო? - მორიდებით ჰკითხა ლიქსმა.
-კი რათქმაუნდა აი აიღე. მე სააბაზაბოში გავალ უხერხულად რომ არ იყო. რო დაასრულებ დამიძახე. - უთხრა ჰიუნჯინმა და თვითონაც აიღო პიჟამოები და გავიდა სააბაზანოში.
_______________
შემდეგ თავშიი რაღაც მოხდება🥲 "იმის" მსგავსი მარა თან "ის" არა. დდ

HYUNLIX⭐️Where stories live. Discover now