part 8

153 13 40
                                    

-არა ჰიუ არაფერს გატყუებ მართლა. იმ დღიდან მ..მიყვარხარ როცა გადამარჩინე. იმის მიუხედავად რომ რაც გავიცანით ერთმანეთი იმ დღიდან ბევრი დრო არ გასულა. დაახლოებით 1 კვირა გავიდა მხოლოდ. მაგრამ შენმა ამ მზრუნველობამ და სითბომ ჩემში ეს გრძნობა გამოიწვია და მართლა ძალიან მიყვარხარ. ძალიან მიხარია რომ შენნაირ ადამიანს შევხვდი და შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით. - ეს ყველაფერი ლიქსმა მშვიდი და წყნარი ტონით უთხრა.

ჰიუნჯინი კი აცრემლიანებული თვალებით უყურებდა, მაგრამ ცრემლებს არ მისცა საშუალება რომ წამოსულიყვნენ და ახლა თვითონ დაიწყო საუბარი.

-იცი ლიქსს როგორი გრძნობაა როცა დილით იღვიძებ და შენს გვერდით შენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანს ხედავ? არა შენ ადამიანი კიარა ანგელოზი ხარ. ნამდვილი ანგელოზი. რომელმაც ჩემი შავ-თეთრ ცხოვრებას ფერები შესძინა და გაანათა. შენ ისეთი პატარა, საყვარელი, გულთბილი და კიდევ ბევრი სხვა კარგი რამ ხარ როგორ არ შეიძლება ვინმეს არ შეუყვარდე? შენ ანგელოზი ხარ რომელიც ჩემს ცხოვრებას მილამაზებს. ძალიან მიყვარხარ ლიქსს. - ჰიუმ დაასრულა სათქმელი და მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ.

ლიქსის თვალები გაბრწყინებული იყო. უცბად კი თავისი პატარა ხელები შემოხვია ჰიუს. ჰიუმაც ხელები მოხვია და კალთაში ჩაისვა. ესე ჩახუტებულები დაახლოებით 5 წუთი იყვნენ. კიდევ იქნებოდნენ უბრალოდ კარებზე ვიღაც იყო.

-წამოდი ლიქს კარი გავაღოთ - უთხრა ჰიუმ წყნარი ტონით.

ლიქსიც გადმოვიდა ჰიუნჯინის ფეხებიდან და ჰიუს გაყვა უკან რომელიც კარის გასაღებად მიდიოდა.
ჰიუმ კარი გააღო იქედან კი ერთი ბიჭი შემოვარდა რომელსაც აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა.

-ჰან? ჰან აქ რას აკეთებ? - უთხრა ჰიუმ ცოტა გაკვირვებული ტონით. - რამე მოხდა? განერვიულებული ჩანხარ.

HYUNLIX⭐️Where stories live. Discover now