Your family

266 35 29
                                    

- მამას ნუ აწუხებ,- ჯინი მამის კაბინეტისკენ ჯიუტად მიმავალი იუნგის გაჩერებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ,- უშენოდაც ბევრი პრობლემა აქვს, წადი და დაიბანე. ყარხარ ალფის სუნით და საერთოდ, წესიერად ჩაიცვი ბოლოს და ბოლოს.

იდაყვით იჭერს ძმას და სამზარეულოსკენ მიათრევს, მაგრამ იუნგი თავს იხსნის და მამის კაბინეტისკენ გარბის. ოფისის შუაში, უზარმაზარ მაგიდასთან ზის დეჯუნი და მისი მრჩეველი ბატონი ლი. იუნგი გამარჯობას უგდებს მას და პირდაპირ მამის მაგიდაზე ჯდება, თანაც ზუსტად იმ დოკუმენტებზე, რომლებსაც ცოტა ხნის წინ განიხილავდნენ ალფები.

- მამა, დიდ დროს არ წაგართმევ. კუნძულზე მინდა წასვლა ჩემს მეგობართან ერთად,- მომხიბვლელად უღიმის იუნგი მამას.

- პირველ რიგში, ჩამოდი ჩემი მაგიდიდან და მეორე, ნება მომეცი დავასრულო ჩემი საქმე,- ჯუნი ცდილობს, რომ მკაცრი იყოს მასთან, თუმცა მეორე წამს ეღიმება უმცროსი შვილის გამომეტყველებაზე,- გპირდები, რომ განვიხილავ შენს წარმოუდგენლად მნიშვნელოვან საქმეს როგორც კი ბატონ ლისთან დავასრულებ საუბარს. ახლა კი აბანოში გაიქეცი.

ამატებს ჯუნი, იუნგის წელზე ხელს ჰკიდებს და ჩამოსვლაში ეხმარება, ომეგა კი ხვდება, რომ ამ წამს არაფრის თქმას არ აქვს აზრი, ამიტომაც დამწუხრებული გადის კაბინეტიდან.

- ჩემი საქმე არ არის, პრეზიდენტო, მაგრამ მასთან უფრო მკაცრი უნდა იყოთ. ის დღეს ქვეყნის მთავარი ალფის შვილია, სხვა ომეგებმა მისგან მაგალითი უნდა აიღონ,- ამბობს ლი.

-  მართალი ხარ, ეს შენი საქმე სულაც არ არის,- სათვალეებს იღებს დეჯუნი და კვლავ ქაღალდების თვალიერებას უბრუნდება.

* * *

- მე გაგაფრთხილე, - დამცინავად ამბობს ჯინი, რომელიც სამზარეულოში ხილის სალათს მიირთმევს. იუნგი კი მაცივრიდან კოკა - კოლას იღებს და მაგიდასთან ჯდება.

Monster in meWhere stories live. Discover now