Your bitchiness

277 35 47
                                    

მითხარი, ჩემო მეგობარო, როგორ ხდება, რომ ყოველთვიურად ჩემი ხალხი შენს ანგარიშზე თანხას რიცხავს და ინფორმაცია, რომელსაც შენ მაწვდი, სრულიად უსარგებლოა?- ნამჯუნი ვილის ცენტრში მდგარ მაგიდას ეყრდნობა. პირდაპირ ალფის წინ,- როგორ მოხდა, რომ პოლიციამ გადარიცხვის შესახებ შეიტყო და თავს დაგვესხა? თვალ - ყური არ უნდა ადევნო უწყებებში მომხდარ ამბებს და ყველაფერი უკლებლივ მომახსენო?

კიმი კაცს გვერდს უვლის და დივნისკენ მიდის.

- მე მშვენივრად ვაკეთებ ყველაფერს, ინფორმაცია ჩემგან არ გასულა,- მამაკაცი ნამჯუნისკენ ბრუნდება და უტიფრად აშტერდება, - დეჯუნს გონიერი გუნდი ჰყავს და დაბრკოლებებს მიქმნის. ახლა, თუ ჩემს ხელფასს გაზრდი შევძლებ, რომ სხვა გადმოვიბირო და ჩვენი საქმეც უფრო დაჩქარდება.

- იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადო შეცდომისთვის და მთხოვო, რომ შეგიბრალო, მეტი ფულის შოვნას ცდილობ? -  ნამჯუნი იღიმის.

- შენ ვერაფერს დამიშავებ. მე მნიშვნელოვანი პიროვნება ვარ მთავრობაში და იმდენად მამაციც არ ხარ, რომ ახლა ბუნტი მოაწყო. ასე რომ, მოდი გადავხედოთ ჩვენს შეთანხმებას,- თავხედურად ამბობს ალფა.

- მართალი ხარ, უნდა განვიხილოთ,- კიმი დივნიდან დგება და ბარისკენ მიდის. - კონტრაქტს ვარღვევ.

- სერიოზულად? როგორ ფიქრობ, ყველაფერი ასე მარტივადაა? კონტრაქტს მხოლოდ შენი სურვილით ვერ დაარღვევ! - ყვირილით ასრულებს კაცი საუბარს, ფანჯარასთან მდგარ თეჰიონს ზიზღნარევი მზერით  ათვალიერებს და ოთახიდან გადის.

- ხალიჩის გაფუჭება დაგენანა, არა?- ეკითხება თეჰიონი სიცილით.

- კი,- კიმი ყლუპს სვამს ჭიქიდან,- როცა დაასრულებ მასთან, ახალი ინფორმატორი მიპოვე.

- გასაგებია, - თეჰიონი ქურთუკს იღებს და გასასვლელისკენ მიდის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გვამს მეორე დღეს მისივე სახლთან ახლოს ტყეში პოულობენ.

Monster in meWhere stories live. Discover now