...
ისევ შემოდგომა დადგა. დამთავრდა ყველასთვის საყვარელი ზაფხული და დაიწყო მოსწავლეების ტანჯვა. შემოდგომა კარგია, ლამაზია და ნაყოფიანი. მისი დანაშაული არ არის რომ მის დროს იწყება სკოლა და ცუდი ამინდები. ქუჩები უკვე ფერადი, განხმარი ფოთლებით შეიმოსა. მიყვარს ამ ფოთლებზე სიარული და მათი ხრაშუნი, მიყვარს როცა სიო ააფრქვევს მაღლა, ცაში ამ ფოთლებს და წვიმად ისევ დაბლა ჩამოყრის. წვიმაც მიყვარს შემოდგომის, მაგრამ დასველება არა. შემოდგომა კარგია, მაგრამ არა ჩემი საყვარელი. იქნებ გახდეც კიდე, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით...***
-ხვალ სკოლა იწყება -ამოვიხვნეშე გულდამძიმებულმა და ნინეს გავხედე რომლის სახეზეც იგივე დაღვრემას ამოიკითხავდით.
-ავა ეს უბრალოდ სკოლის პირველი დღე არ არის, ახალი სკოლის პირველი დღეა
-ვიცი,ვიცი, რთულია ახალი სკოლა- თავად სიტყვის თქმაც კი ტანში მცრიდა
-ახალი სკოლა ,ახალი სახლი ,ახალი ქალაქი, ახალი უბანი, ყველაფერი ახალი. მადლობა ღმერთს შენ მაინც რომ მყავხარ ავა
-ჩემო ლამაზო-მივუახლოვდი დას და გადავეხვიე, შემდეგ კი დივანზე გვერდით მივუჯექი.
ეს სიტყვები იმ საუბრის განმავლობაში ყველაზე თბილი იყო რაც გულზე ტკბილად მომხვდა.
ნინეს თმაზე მოვეფერე შემდეგ წამოვდექი თმაში ხელი შევიცურე, თავი ოდნავ დავიმასაჟე თვალდახუჭულმა და ჩემს საწოლში ჩავწექი.
ნინეც დაწვა.
მის და ჩემს საწოლს პატარა კამოდი აშორებდა, რომელზეც იმაზე მეტი რამ ეყარა ვიდრე გათვლილი იყო. მე ფრთხილად მოვძებნე ამ კამოდზე მდგარი ლამფის ღილაკს და შუქი ჩავაქრე.
ტელეფონი ავიღე, სოციალური ქსელები შევამოწმე და მალევე გავთიშე, თუმცა კარგა ხანს არ დამძინებია. ვფიქრობდი ყველაფერზე, ვგეგმავდი ყველაფერს, იმის მიუხედავად რომ ვიცოდი წინასწარ განსაზღვრულს არაფერს მოვიმოქმედებდი.ახლა ჩემს ახალ სკოლაზე გიამბობთ:
"სკოლა არც ისე დიდია, მაგრამ სავსე ბავშვებით.სამსართულიან გრძელ შენობას წინ ბეტონის ასფალტი ჰქონდა. ეზო არც ქონდა ბალახით ან ხეებით. შესასვლელს რამდენიმე საფეხურიანი ქვის კიბე ამშვენებდა. კედლები თეთრად იყო შეღებილი. შესასვლელის მარჯვენა მხარეს დერეფნის ბოლოში ბუფეტი იყო მარცხენა დერეფნის ბოლოში კი სპორტის დარბაზი. კაბინეტები უმეტესად მეორე სართულზე. ასევე აქ იყო ისტის კაბინეტი და უზარმაზარი კინოკლუბი.
რაც შეეხება ჩემს უბანს.
ის ძალიან უბრალო და ერთნაირი. სახლები უმეტესად ორსართულიანჯ თეთრ-ნაცრისფერ ფერში იყო გაკეთებული. ბალახი ნორმალურ ზონეზე გაკრეჭილი. თითოეულ ეზოში მაქსიმუმ სამ ხეს დაითვლიდით. ისეთი ერთნაირი იყო რომ გული მერეოდა."
YOU ARE READING
11B CLASS
Mystery / Thrillerყველაფერი რთულია როდესაც ახლიდან იწყებ. ახალი ქალაქი, ახალი სახლი, ახალი სკოლა! თუმცა ნახევრად კორეელი გოგონა ავა ამას მალე ეჩვევა, და ამ დროს ატყდება მთელ 11 B კლასს საფრთხე. მოსწავლეები იწყებენ თვითმკვლელობას! მაგრამ ამ საქმის უკან ვიღაცის ხელი ურ...