ფოტოსურათები

4 1 0
                                    

-გამარჯობა ავა
-გაგიმარჯოს...
-იყავი იყავი არ ადგე-ხელით შემაჩერა კარებში შემოსულმა სანიმ, როდესაც მიხვდა რომ წამოჯდომას ვაპირებდი.
-ისეთი არაფერი მჭირს
-არაუშავს იყავი იწექი- სანი მომიახლოვდა და საწოლზე ჩამომიჯდა. მიღიმოდა ისე თითქოს დაჭრილ ირემს უყურებს და შემწყნარებლური ღიმილით უთანაგრძნობსო.
-სანი ძალიან ვწუხვარ შენი ბიძაშვილის გამო...
ამის გაგონებაზე ღიმილი წამს გაუქრა. ერთწამს ვინანე კიდევაც ეს რომ ვთქვი.
-არაუშავს-ხელზე მისი თბილი ხელის შეხება ვიგრძენი. მან ისევ გამიღიმა, მაგრამ ამჯერად ეს სხვანაირი იყო. თითქოს უფრო თბილი.
-ზის საერთოდ არ ვიცნობდი. ახალი გადმოსული იყო, მაგრამ სანი საერთოდ არ ჩანდა ისეთი ბიჭი, რომ მას ეს გაეკეთებინა.
-მას ეს არ გაუკეთებია ავა
-რა?- ერთხანს ამ სიტყვებმა შემაცბუნა,მაგრამ ეს ისედაც ვიცოდი.
-ხო მას ეს არ გაუკეთებია. მე ტელეფონზე დამირეკეს. არც კი ვიცი ვინ იყო. მან მხოლოდ მითხრა რომ 11ბ კლასში მკვდარ მოსწავლეს ვიპოვიდი. მე ეს ხუმრობა მეგონა და არ წავედი... დაახლოებით ერთ საათში კი დედამისმა დამირეკა და ყველაფერი მითხრა...
-სანი ტელეფონზე შენც დაგირეკეს?
ამ სიტყვებზე სანიმ თავი მაღლა ასწია და ისეთი სახით შემომხედა თითქოს მკვლელი დაინახაო(რაზეც გავფითრდი კიდეც)
-რაა გულისხმობ "შენც"ით?
-მეც დამირეკეს.-კარებში ჩო გამოჩნდა მის უკან კი ვი იდგა და საწყალი სახით იყირებოდა.  -მე და ავა ვის სახლში ვიყავით sleepoverზე. იგივე მითხრეს  რაც შენც.
-კი მაგრამ როგორ? ეს რას ნიშნავს? ვინ დაგირეკა? ახლავე ვნახავ ნომერს..
-სანიმ ტელეფონში ქექვა დაიწყო- სად არის? აქ არ არის არადა დამირეკეს.
-ტყუილად ეძებ. არ ვიცი როგორ მაგრამ ჩემს ტელეფონშიც არ არის ზარი. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ რატომ დაგვირეკეს ასე გვიან?
-არც ისე გვიანი იყო ჩო- ვი სავარძელში ჩამოჯდა.
-ვი მე სხვა რადაცას ვგულისხმობ. ჯეონ ზი ტელეფონის ზარამდე 6 საათით ადრე იყო მკვდარი რაც ნიშნავს რომ სკოლის დამთავრებიდან 2 საათის შემდეგ, თუ კი უნდოდათ რომ მისი ცხედარი გვეპოვა ამისთვის რატომ დაიცადეს მთელი ოთხი საათი?!
უკვე თავი მტკიოდა ამ ყველაფერით. მიყვარს დეტექტივები და ის თუ როგორ ხსიდნენ გამოცანებს გამომძიებლები, მაგრამ საკუთარ თავზე არასდროს გამომიცდია ეს. ახლა კი მძულდა ყოველივე. უბრალოდ ხომ შეიძლებოდა რომ ნორმალური ყოფილიყო ახალ ქალაქში გადასვლა და ახალ სკოლაში სწავლა. ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ და ვნატრობდი რომ არც ახლა ვყოფილიყავი.
მოკლედ საავადმყოფოდან მეორე დილით გამომწერეს. დედაჩემის აკვიატების გამო დამტოვეს თორემ იმ საღამოსვე წამოვიდოდი. სანიც რადგანაც გარეული იყო უკვე გავარკვიეთ საქმეში. ვუთხარით ყველაფერი რაც გვქონდა და რასაც ვეძებდით. პოლიცია? სასაცილოა უბრალოდ. ვერაფერს ვუმტკიცებდით მათ. ზარები არ იყო ტელეფონებში (არც ჩემსაში) კონვერტი არც ისეთი დამაჯერებელი იყო. ამასთან ერთად ისიც მაღიზიანებდა თუ როგორ ცდილობდნენ პოლიციელები ჩვენიდან რამის გამოტეხვას. გვეკითხებოდნენ თუ როგორ აღვმოჩნდით იმ ღამით ჩვენ კლასში სადაც მკვდარი ჯეონ ზის ცხედარი ეკიდა. ჩვენ ვცდილობდით ახსნას მაგრამ ვერ ვუმტკიცებდით. ბოლოს სანის მოტყუებაღა დაჭირდა, რომ ვითომდა ზიმ უთხრა თვითმკვლელობის შესახებ მან კი უბრალოდ არ დაუჯერა და სახლში რომ არ მივიდა ჩვენ ძებნა დავუწყეთ და ასე ვიპოვეთ. ალბათ დაიჯერეს კიდეც ეს რადგან არც ისეთი დიდები ვიყავით რომ ვინმე მოგვეკლა და სამხილები გაგვექრო. ასე განვლო ორმა კვირამ. ამ ყველაფერთან ერთად სკოლას გლოვა ქონდა გამოცხადებული. სადაც გავივლიდით სტუდენტები სულ ჯეონ ზიზე ლაპარაკობდნენ. ეს ძალიან მოქმედებდა ჩემზე. ჯერ ისედაც ღამეები არ მეძინა, დავხუჭავდი თვალებს და წინ მისი ჩამოკიდებული, უსულო სხეული მელანდებოდა...

11B CLASSWhere stories live. Discover now